imedi /  16 მაისი 2020, 15:33 / სანდო წყარო

კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა, მათ შორის 80 წლის კაცმა დატოვა

კორონავირუსი მედალფა

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, მათ შორის 80 წლამდე კაცმა, რომელიც მძიმე პაციენტად ითვლებოდა და ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას აქვს ინსულტი, რის გამოც სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული რჩება, აქედან ერთი - 61 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ განმარტა, ის თბილისში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი აჭარაში გადაიყვანეს, რადგან ბათუმის მკვიდრია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში 280 პირი გამოიკვლიეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგი COVID-19-ზე უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსი 62-მა პაციენტმა დაამრცხა, გარდაიცვალა ორი.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:12

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან

მინდა, აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად, ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი 2020, 12:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს

საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:03

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე

მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

მერაბ კოსტავას ბიუსტი ზუგდიდში

26 მაისი 2020, 11:57

რეგიონი

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები ყვავილებით შეამკო.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 11:53

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად შევძელით, რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი გამოუვლია და სისხლის ფასად ბევრჯერ მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით - უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

26 მაისი 2020, 11:49

პოლიტიკა

გიორგი გახარია: უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ყველას უნდა ახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განაცხადოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხდამ სადაც 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზა სენაკში

26 მაისი 2020, 11:44

თავდაცვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღნიშნეს. სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცეს.

26 მაისი 2020, 11:44

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას: ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 11:44

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი: გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივად და სადაც აუცილებელი იყო - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვლმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2020, 11:41

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

26 მაისი 2020, 11:38

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას

უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება, ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 11:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება

დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება - განუცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება. მაინც ჩაითვლება, რომ საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, რადგან იმდენად კარგად არის მომზადებული ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ცხოვრების რიტმზე, წესზე, ეკონომიკაზე და ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც გაიგებს“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 11:34

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ვინც ამ დროს ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებასა და გადარჩენას ებრძვის

„ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობას გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის კონსოლიდაცია. ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში, საზოგადოების დაუცველ ფენებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევასთან ომში ცალცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

III ქვეითი ბრიგადა ქუთაისში

26 მაისი 2020, 11:31

თავდაცვა

დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმოდ აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი სახელწმიფო ჰიმნით გაიხსნა. ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ასევე, გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი. 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

26 მაისი 2020, 11:26

საზოგადოება

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლუკაშენკო მიესალმება საქართელო-ბელარუსის მაღალი დონის ურთიერთობებს. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აქტიური კონტაქტები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ განვავრცოთ თანამშრომლობა და დავნერგოთ ერთობლივი პროექტები ბევრი მიმართულებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მერიტჩელ ბატეტ ლამანია

26 მაისი 2020, 11:21

საზოგადოება

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე: იმედია, ჩვენს წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ქართული ღვინით

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტ ლამანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „მოგესალმებით, გვსურს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ, დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე, გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - აცხადებს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 11:21

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას უფრო რთულ ფაზაში

ვირუსთან ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს: გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია, მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვიმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2020, 11:20

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მინდა, გულთბილად მოვულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ.