16 მაისი 2020, 17:53 / სანდო წყარო

საუდის არაბეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

საუდის არაბეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 50 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, - ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ჯვეყანაში 51 980 ადამიანია ინფიცირებული.

გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500 იყო. ქვეყანაში ვირუსს 302 ადამიანი ემსხვერპლა.

საუდის არაბეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

06 ივნისი 2020, 12:47

COVID19

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს. სამეფო სამედიცინო საზოგადოების ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, გაბრიელ სკელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას რომ ჯანმოს რეკომენდაციები გაითვალისწინება და დროულად დაეწესებინა საკარანტინო ზომები, გარდაცვალებების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ალექსანდრ კატაი

06 ივნისი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრ კატაიმ LA Galaxy ცოლის მიერ გამოქვეყნებული რასისტული პოსტების გამო დატოვა

სერბმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ კატაიმ LA Galaxy მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ცოლმა მედიაში „რასისტული და ძალადობრივი“ ხასიათის შეთყობინებები დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატაის ცოლი თეა, როგორც ჩანს ფერადკანიანთა უფლებადამცველებს დასცინოდა და Instagram-ზე მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით ხუმრობდა.

აშშ პოლიცია

06 ივნისი 2020, 12:42

მსოფლიო

აშშ-ში პოლიციამ მანქანაში ცოლ-ქმრის და მათი 4 შვილის ცხედარი აღმოაჩინა

სამართალდამცველებმა 30 წელს გადაცილებული კაცი, მისი ცოლი და მათი 4 შვილი, რომელთა ასაკიც 11 თვიდან 4 წლამდე მერყეობს ავტოფარეხში გაჩერებულ მანქანაში აღმოაჩინეს. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ საქმე სავარაუდოდ თვითმკვლელობას ეხება, რადგან ექვსივეს გარდაცვალების მიზეზი გაზით მოწამვლაა.

06 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

პოლონეთი საერთაშორისო ფრენების აკრძალვას 16 ივნისამდე გაახანგრძლივებს

პოლონეთი გეგმავს, საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ქვეყანაში პოლონურმა ავიაკომპანიამ LOT-მა 1-ლი ივნისადან შიდა ფრენები უკვე არადგინა და რეისებს ვარშავაში, გდანსკში, კრაკოვსა და ვროცლავში უკვე ასრულებს.

რუსლან აბაშიძე ექიმები

06 ივნისი 2020, 12:20

რეგიონი

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ხობის საზოგადოებრივი ცენტრი

06 ივნისი 2020, 12:12

რეგიონი

ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე.

06 ივნისი 2020, 12:10

ტაბლოიდი

მადაგასკარის განათლების მინისტრი მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსის შეკვეთისთვის გაათავისუფლეს

მადაგასკარის განათლების მინისტრს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსები დაერიგებინა. რიჯასოა ანდრიამანანამ იქამდე განაცხადა, რომ თითო მოსწავლისთვის 3 ჩუპაჩუპსი უნდა დაერიგებინათ, რადგან კორონავირუსის „წამალი“, რომელსაც კუნძულის მცხოვრებლებს ურიგებენ, მწარეა. ამიტომ, მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, ეს გემო ტკბილეულით დაებალანსებინათ.

მაიას კომპლექსი

06 ივნისი 2020, 12:05

კულტურა

არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის უდიდესი და უძველესი მონუმენტი აღმოაჩინეს

ჯუნგლებში მიწისქვეშ მოქცეული ნაქალაქევი LiDAR Technology-ს სკანერების მეშვეობით აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა 21 ცერემონიალური კომპლექსი იპოვეს. ისინი მაიას აქამდე ცნობილი სტრუქტურებისგან განსხვავდება და ძველი წელთაღრიცხვით 750 წლით თარიღდება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა კომპლექსები ამავე პერიოდში მიატოვეს, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ კლიმატის ცვლილება გახდა.

რუსეთი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:45

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ინფექციით 197 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 725 ადამიანი ემსხვერპლა, 221 388 კი - გამოჯანმრთელდა.

06 ივნისი 2020, 11:43

საზოგადოება

კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“.

გრეტა ტუნბერგი

06 ივნისი 2020, 11:43

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი: აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილია

შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის განცხადებით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

06 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა. პაკეტების ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაარიგეს.

06 ივნისი 2020, 11:27

რეგიონი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფოცხოეწერში დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ახალგაზრდებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საჩუქრად კეპები და მაისურები გადასცეს.

აშშ-ის საელჩო

06 ივნისი 2020, 11:24

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრინცი უილიამი

06 ივნისი 2020, 11:23

ტაბლოიდი

პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ პანდემიისას ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

პრინცი უილიამი გამოტყდა, რომ მსოფლიო პანდემიისას მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში Shout-ი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს წერილობით უწევდა კონსულტაციებსა და დახმარებას. როგორც პრინცი აცხადებს, მოხალისედ მუშაობამდე შესაბამისი კურსი გაიარა, თუ როგორ დახმარებოდა ადამიანებს, რომელთაც მსოფლიო პანდემიის დროს ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ ან გაუმწვავდათ.

კორონავირუსი სომხეთი

06 ივნისი 2020, 11:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 547 პაციენტს დაუდასტურდა, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 720.

ვაქცინა

06 ივნისი 2020, 11:08

COVID19

ვირუსოლოგების პროგნოზებით, საუკეთესო შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის იანვარში იქნება მზად

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ექსპერტების პროგნოზებით, 2021 წლის იანვრისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნის გეგმები ამბიციული, მაგრამ შესრულებადია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინა კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 777-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 11 812 პაციენტი.

თემურ ორჯონიკიძე

06 ივნისი 2020, 11:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი უნგრეთის ჩემპიონატში გაატარა და „ოროშჰაზის“ შემადგენლობაში გამართულ 14 შეხვედრაში 52 ბურთი გაიტანა.

არჩილ თალაკვაძე

06 ივნისი 2020, 11:02

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ვწუხვარ საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ცნობილი პედაგოგის ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო. მან დააარსა ქართული საორგანო სკოლა და აღზარდა მრავალი ნიჭიერი მუსიკოსი. საყვარელი საქმისადმი ერთგულების და პროფესიონალიზმის მაგალითი მისცა ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამორჩეული მუსიკოსის საქმეს აგრძელებენ“.