imedi /  16 მაისი 2020, 19:50 / სანდო წყარო

სან ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი ექიმი: ის, რომ ვინმე ამერიკაში ან ევროპაში მუშაობს, ცალსახად არ ნიშნავს, რომ უკეთესი ექიმია

გიორგი მიქელაძე

გიორგი მიქელაძე

„ეს არაა ჩემი პროფესია, როგორც თქვენ, მეც ისე ვუყურებ ამ რიცხვებს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს რიცხვები (ინფიცირების) საქართველოში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. რა არის ამის ახსნა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ნაწილი არის იმის შედეგი, რაც კეთდება საქართველოში, ნამდვილად სწორად კეთდება“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ სამმა ადამიანმა - ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და თენგიზ ცერცვაძემ, რომლებიც ძირითადად, ეპიდემიის მართვას უძღვებიან, თავიანთი საქმე კარგად იციან.

„მთავრობის ჩარევას ვერ ვხედავ ძალიან დიდს და მახარებს, რომ რაღაც დონეზე მათ მიანდეს ამ საქმის კეთება. როცა ადამიანებმა იციან საქმე, საფუძვლები, ეს იციან ბევრად უკეთ, ვიდრე ნებისმიერმა, ამერიკაში ან ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა. ის, რომ ვინმე ამერიკაში ან ევროპაში მუშაობს ექიმად, არ შეიძლება ცალსახად მივიღოთ მტკიცებად, რომ ის ნამდვილად უკეთესი ექიმია, ან უფრო მცოდნეა“, - ამბობს ქართველი ექიმი სან ფრანცისკოდან.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, უმეტესობა ექიმებისა, ვინც მე ვიცი, საქართველოდან წამოსული, მეც მათ რიცხვში, ვართ საშუალო დონის ექიმები. არავინ არაა ისეთი გამორჩეული, რომელიც რაღაცებს წყვეტდეს, დიდი ორგანიზაციული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ან თავის დარგში საუკეთსო და მოწინავე იყოს, თითქმის არ არიან, ერთი ორი შეიძლება ჩამოითვალოს. არ მგონია, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს ან თენგიზ ცერცვაძეს მათგან რაიმეს სწავლება სჭირდებოდეს, ადამიანებისგან, რომელთა პროფესია ეს სფერო არ არის და იგივე ინფორმაციას ეყრდნობიან, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ქართველმა ექიმმა გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“.

ყველა სიახლე

30 მაისი 2020, 12:56

მსოფლიო

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის ცხედარი ამ ეტაპზე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ახლობლებთან კონტაქტში იმყოფება.

30 მაისი 2020, 12:53

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 181 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 181 196-ს შეადგენს. დღე-ღამეში 39 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 489-მდე გაიხარდა.

ლიბია ფული

30 მაისი 2020, 12:41

მსოფლიო

მალტაზე რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ დაბეჭდილი $1,1 მილიარდის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული ამოიღეს

მალტის ხელისუფლებამ ამოიღო 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული, რომელიც რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ დაბეჭდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ლიბიაში დესტრუქციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს.

euractiv ლუგარის ლაბორატორია

30 მაისი 2020, 12:39

პოლიტიკა

Euractiv: საქართველო აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიის მიერ COVID-19-ის გავრცელების შესახებ ყალბი ამბების სამიზნე გახდა

„საქართველოს შემთხვევაში, ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე, რადგან აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ COVID-19-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

30 მაისი 2020, 12:38

საზოგადოება

წყალმომარაგების კომპანიამ თელავის მოსახლეობას წყლის სისტემის პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. აღნიშნული პროექტის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა კომპანიამ თელავის მოსახლეობასთან გამართა.

30 მაისი 2020, 12:36

მსოფლიო

ავსტრალიის ზოოპარკის თანამშრომელს 2 ლომი თავს დაესხა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

2 ლომი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა და კრიტიკული ზიანი მიაყენა, შემთხვევა 29 მაისს, ავსტრალიის ზოოპარკში მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს. 35 წლის ქალს თავისა და კისრის სერიოზული დაზიანებები აქვს, - ნათქვამია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების განცხადებაში. ქალი ვერტმფრენით სიდნეის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მარიამ ქვრივიშვილი

30 მაისი 2020, 12:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეკომენდაციების შემუშავებისას ეპიდემიოლოგებმა კერძო სექტორის ყველა თხოვნა გაითვალისწინეს

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უსასყიდლო იქნება.

30 მაისი 2020, 12:24

COVID19

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსი 8 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 7 964 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა, 265 ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია დღიურ მაჩვენებელთა შორის.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 12:12

მსოფლიო

ანგელა მერკელი აშშ-ში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ ჩავა

„პანდემიის გათვალისწინებით, კანცლერი ვერ დათანხმდება სამიტში პერსონალურად მონაწილეობას და ვაშინგტონში ვერ გაემგზავრება. თუმცა ფედერალური კანცლერი პრეზიდენტს ტრამპს სამიტზე დაპატიჟებისთვის მადლობას უხდის“, - აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა.

30 მაისი 2020, 12:03

ეკონომიკა

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით, - ინფორმაციას ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მაურო იკარდი

30 მაისი 2020, 12:02

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“, მაურო იკარდი, მილანის „ინტერისგან“ საბოლოოდ €57 მილიონად გამოისყიდა

ფრანგული ჩემპიონი გუნდი, საბოლოოდ დათანხმდა საფასურის გადახდას და €50 მილიონი, პლუს €7 მილიონი ბონუსის სახით ინტერის „მილანს“ გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას skysports ავრცელებს. არგენტინელმა ვარსკვლავმა, იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობა გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე გუნდში მივიდა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ საფრანგეთში თავი მალევე გამოიჩინა. მაურომ ამ სეძონში 31 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა მოახერხა.

აშშ აქცია ჟურნალისტი

30 მაისი 2020, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში აქციის დროს პოლიციელმა ჟურნალისტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ვიდეო

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებმა ადგილობრივ ჟურნალისტს, კეიტლინ რასტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WAVE 3 News-ი ავრცელებს.

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

30 მაისი 2020, 11:28

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვაშინგტონი დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

30 მაისი 2020, 11:28

მსოფლიო

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.