imedi /  17 მაისი 2020, 00:00 / სანდო წყარო

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ანტისხეული კორონავირუსს ბლოკავს

აშშ

ამერიკული ბიოფარმაკცევტული კომპანიის, Sorrento Therapeutics-ის მეცნიერების განცხადებით, მათ ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელსაც კორონავირუსის დაბლოკვა შეუძლია. კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ჯის თქმით, STI-1499 ტიპის ანტისხეული ადამიანის უჯრედებს ვირუსისგან 100%-ით იცავს და ის ორგანიზმიდან 4 დღეში გამოჰყავს.

აშშ-ში დღეისათვის კოვიდინფიცირების 1,5 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 89 130 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 328 314 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 16:27

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

ივანე მაჭავარიანი

28 მაისი 2020, 16:21

ეკონომიკა

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ შეთანხმება კიდევ ერთ დონორთან გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

28 მაისი 2020, 16:17

ეკონომიკა

გლდანის ხევის NI–NI ა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის გამგეობის ცნობით, პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემება, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გამგეობის ბიუჯეტიდან 75 555 ლარია გათვალისწინებული.

28 მაისი 2020, 16:15

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2020, 16:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

„ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან, ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწეროს ის, რაც სურს. გარდა ამისა, არსებობს წესი, კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც რუსეთიც უნდა მიჰყვებოდეს ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო დონეზე პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 15:59

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი

მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის პროცესში ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

28 მაისი 2020, 15:57

ეკონომიკა

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მოწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია

ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ და მისი წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით.

მიტროპოლიტი დანიელი

28 მაისი 2020, 15:43

საზოგადოება

მეუფე დანიელი: საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებსაც არ ყოფნის

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

მანჩესტერ იუნაიტედი

28 მაისი 2020, 15:37

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.

28 მაისი 2020, 15:34

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 5300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

28 მაისი 2020, 15:26

COVID19

IDFI: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობა გააღვივონ.

მეუფე დანიელი

28 მაისი 2020, 15:25

საზოგადოება

მეუფე დანიელი: დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა

დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მიტროპოლიტი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

კორონავირუსი

28 მაისი 2020, 15:25

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 40 ათასს უახლოვდება

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 39 858-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 219 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 16 660-ს აღწევს.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ოპონენტების სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო

პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი ოპონენტების მიერ გუშინ დასმული სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო. ბევრი კითხვა საერთოდ სცდებოდა კორონას, ჯანდაცვას, კრიზისს და ეკონომიკას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ეს კრიზისი ხდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, გიორგი გახარია, დიმიტრი ხუნდაძე და „ქართულო ოცნების“ გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საფრანგეთი

28 მაისი 2020, 15:17

მსოფლიო

სამსახურის მაძიებელთა რიცხვმა საფრანგეთში 4 მილიონს გადააჭარბა

აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი 22.6 პროცენტით გაიზარდა. ფრანგული მედია მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ სამსახურის 4 575 500 მაძიებელი დარეგისტრირდა, ეს რაოდენობა კი მარტში 843 000 იყო. 1996 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ენგურის ხიდი

28 მაისი 2020, 15:15

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გამო ჩაკეტილ საზღვრებს 15 ივნისამდე არ გახსნის

26 მაისიდან ენგურის ხიდზე მიმოსვლა ცალმხრივად აღდგა. მოსახლეობას თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა შეუძლია, აფხაზეთიდან გასვლა კი კვლავ აკრძალულია.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:06

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგით გავედით ამ ფონს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

28 მაისი 2020, 15:04

მსოფლიო

ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სამთავრობო ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა

შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა, როცა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. „თალიბანში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ დაჯგუფების რამდენიმე წევრიც დაიღუპა.

28 მაისი 2020, 14:56

თავდაცვა

ინსტიტუტებს შორის, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

კორონავირუსი ირანი

28 მაისი 2020, 14:52

COVID19

ირანში კორონავირუსის 2 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 627-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა თითქმის 113 ათასი პაციენტი.