imedi /  18 მაისი 2020, 11:39 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპზე აიცრან, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას, პაატა იმნაძემ განცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რათა პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა - ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:42

ეკონომიკა

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რის გამოც კიდევ დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთლიანობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:42

პოლიტიკა

ნათია თურნავას თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას

„ამის უკან რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, ვინც ახლა თავს, მე მგონი ცოტა თამაშ გარედ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერა ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც სამწუხაროდ მედიასაშუალებები იტაცებენ, ცდილობენ, რომ რაღაც ყურადღების გადატანა მოხდეს ამაზე. მე მგონი მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ ახლა ჩემს და თქვენს დროს “, - განაცხადა მინისტრმა.

ზაზა გაბუნია

04 ივნისი 2020, 12:37

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: მოქალაქეებს „სითი პარკის” მიერ დაკისრებული დაახლოებით 850 000 ლარის ოდენობის ჯარიმები გაუნულდებათ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: განახლებული ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში არსებული ვადების დაცვით შევა

„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა, ბიუჯეტი ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:31

ეკონომიკა

კერძო სუბიექტები, რომლებმაც პანდემიის გამო სახელმწიფო ქონების საიჯარო გადასახადი ვერ გადაიხადეს, შეღავათებს მიიღებენ

თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, და მას დაერიცხა პირგასამტეხლო, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადაუვადოს გადახდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:20

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს

ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტი

04 ივნისი 2020, 12:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება

„ყალბი ინფორმაცია ანუ ე.წ. ფეიკ ნიუსი გახდა სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება. არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ.“, - განაცხადა წულუკიანმა.

ეკა ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა - პოლიტიკური შოუ

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 12:11

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სხვადასხვა სფეროზე

გვინდა, გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში იანვრიდან მაისის ჩათვლით ღონისძიებების სრული ანგარიში წერილობით მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:07

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ მუშაობას ჯანდაცვის სისტემაში გამოკვეთილი გარკვეული ხარვეზების გამოსწორებაზე

ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება არ დასჭირდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

04 ივნისი 2020, 12:04

COVID19

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 831 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 831 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 20 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 ათასს არ აჭარბებს.

თეა წულუკიანი

04 ივნისი 2020, 12:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

კომპანია „ნოვას“ მეგაცენტრის გახსნა

04 ივნისი 2020, 12:01

ეკონომიკა

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. როგორც თიბისიში აცხადებენ, პროექტი მათი მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობისთვის ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია. 2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა.

04 ივნისი 2020, 12:00

საზოგადოება

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცემა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2020 წლის 20 მარტიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი, რომელსაც კომპანია „ბი-პი“ ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი ასრულებდა, კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოფერეიშენზ ლიმიტედს“ გადაეცა, რომელიც სოკარის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-პი“ ავრცელებს.

lego პოლიციელი

04 ივნისი 2020, 11:51

მსოფლიო

აშშ-ში საპროტესტო აქციების გამო Lego-მ პოლიციელების ფიგურების შემცველი ნაკრებების რეკლამაზე უარი თქვა

„პარტნიორებს ვთხოვთ თავი შეიკავონ Lego-ს სარეკლამო კონტენტის განთავსებისგან. პატივს ვცემთ აქციას #BlackOutTuesday და აშშ-ში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჩვენს სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას ვაჩერებთ“, - განაცხადეს Legos-ს პრესსამსახურში.

მარიანა ჩოლოიანი

04 ივნისი 2020, 11:43

სამართალი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:37

პოლიტიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნებიჯების ამსახველი ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დაინტერესებულ პირს ეს ანგარიში უხსნის, თუ რა სქემით, რა მოტივით და რა სტრუქტურით მიიღებოდა გადაწყვეტილებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პოლიტიკოსი გაშიშვლება

04 ივნისი 2020, 11:35

ტაბლოიდი

მექსიკელ პოლიტიკოსს Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა

მექსიკელ პოლიტიკოსს, 66 წლის სენატორ მართა ლუსია მიჩერ კამარენას Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს. მიჩერის თქმით, მომხდარის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კოლეგებმა მას პირადი შეტყობინებები გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

04 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, აფეთქებას კიდევ ერთ სახლი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებსა და მცხოვრებლებს. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:24

COVID19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გაიხსნება

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე, ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.