Imedi /  18 მაისი 2020, 13:30 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა საბჭოს წარუდგინეს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მკაცრი კარანტინის რეჟიმით დაკეტილ სოფლებში მიმდინარე ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი, ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება და თერმოსკრინინგი. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 432 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 337 პირი.
სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

გასახდელი

31 მაისი 2020, 21:02

საზოგადოება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები შესაძლოა 1 კვირაში ამოქმედდეს

„არის რიგი შეზღუდვები. ეს შეეხება დისტანციას, პირბადეებით შესვლას. ხელთათმანები საჭირო არ არის, ხელის სანიტაიზერებია დაყენებული ყველგან. მაღაზიების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება. ჩვენს ქსელში, პირველ კვირას, დროებით გავაუქმებთ გასახდელებს. ვინაიდან გასახდელების დეზინფექცია ორ საათში ერთხელაა საჭირო, ხალხის ნაკადს დავაკვირდებით და თუ რაოდენობა მოგვცემს ამის საშუალებას, გავხსნით გასახდელებს. სხვა ყველა რეკომენდაციაც შესრულებულია ჩვენს ქსელში“, - განმარტა მაღალაშვილმა.

უვავერა ომოზუვა

31 მაისი 2020, 20:37

მსოფლიო

ნიგერიაში ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში მოკლეს

ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თეა წულუკიანი

31 მაისი 2020, 20:24

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა, როდის დასრულდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 20:00

რეგიონი

ქობულეთში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

,,სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის ფარგლებში, მოგვცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა პოლიციის დღე

31 მაისი 2020, 19:44

კულტურა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვირტუალური გამოფენა „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“ მოამზადა

ექსპოზიციაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს-ს საქმიანობს ამსახველი ფოტო მასალაა წარდგენილი.

დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 19:26

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ლონდონსა და ბერლინშიც გაიმართა

ამერიკელ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანმა გამოხატა. ლონდონში დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

31 მაისი 2020, 19:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება კორონავკირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1 936 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო ფრაოდენობა 274 762-მდე გაზარდა.

31 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

31 მაისი 2020, 18:54

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 494 შეადგინა. დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 428 პაციენტი.

ბრაზილია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:38

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით საფრანგეთსაც გადაუსწრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსისგან 956 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყანაში ვირუსს 28 834 პაციენტი ემსხვერპლა.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 18:28

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: შუახევიჰესის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა

თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, ენერგოპროექტი შუახევიჰესი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევიჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 18:20

ტექნოლოგიები

Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე მიუერდა.

ესპანეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:06

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით მიმართა

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვები პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად არის საჭირო. პარლამენტი სანჩესის თხოვნას ოთხშაბათს განიხილავს.

ნიუ-იორკი დემოსნტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 17:49

მსოფლიო

ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის 340 მონაწილეზე მეტი დააკავეს

დემონსტრაციის მსვლელობისას 33 სამართალდამცველი დაშავდა, რამდენიმე მათგანი სერიოზულად. ოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრანებმა პოლიციის 48 მანქანა გაანადგურეს.

რომის პაპი ფრანცისკე

31 მაისი 2020, 17:31

COVID19

რომის პაპის თქმით, პანდემიის დროს ადამიანების გადარჩენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

ისანი

31 მაისი 2020, 17:25

სამართალი

ისანში კაცი დაჭრეს

უჯარმის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 17:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი ძალიან არის დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2020, 17:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა

ასეთი მაღალი სტანდარტისა და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შუახევი ჰესის კასკადის მონახულების შემდეგ.

31 მაისი 2020, 16:47

COVID19

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. pcr ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

31 მაისი 2020, 16:44

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ზე შური უნდა ვიძიოთ

ვაშინგტონის მიმართ თეირანის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ვიძიოთ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის ახალმა სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა. მისივე თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს და კომპრომისებზე წასვლას უსარგებლოდ მიიჩნევს.