imedi /  18 მაისი 2020, 20:58 / სანდო წყარო

ესპანეთის ხელისუფლება ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების დაშვებას ივნისის ბოლოსთვის მოელის

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის განცხადებით, ესპანეთის ხელისუფლება ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების დაშვებას ივნისის ბოლოსთვის მოელის.

გასულ კვირას, კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით ესპანეთმა საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე ორკვირიანი კარანტინის პერიოდის გავლა დაუწესა.

„ვიმედოვნებ, რომ ივნისის ბოლოდან ტურიზმის აქტიურობას ვიხილავთ. ჯანდაცვის თვალსაზრისით ესპანეთი მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს“, - განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

მისივე თქმით, როგორც კი ესპანელები ქვეყნის სხვა პროვინციებში გამგზავრებას შეძლებენ, ქვეყანაში უცხოელებსაც დაუშვებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:17

COVID19

მარინა ეზუგბაია: „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული

„პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.

შალვა სუთიაშვილი

30 მაისი 2020, 11:11

სპორტი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს. 36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

მტრედი ჯაშუში

30 მაისი 2020, 11:10

ტაბლოიდი

ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:00

COVID19

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 10:40

COVID19

11 ახალი პაციენტიდან 9 ერთ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, იკვლევენ ამ სყაროში არსებობენ თუ არა სხვა ინფიცირებულებიც.

ვიეტნამი კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:39

COVID19

როგორ ებრძვის პანდემიას 97-მილიონიანი ვიენტამი, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ გარდაცვლილა

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს. 97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

30 მაისი 2020, 10:25

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაცინეტმა დაამარცხა

სულ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენები კი თერაპიულ მიმართებულებაში მკურნალობენ. კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ბრაზილია კორონავირუსი კუბოები

30 მაისი 2020, 10:14

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 465 166-მდე გაიზარდა.

Paveway ავიაბომბი

30 მაისი 2020, 09:42

მსოფლიო

WSJ: საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად მართვად ავიაბომბებს ყიდულობს

მისი ცნობით, ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ერ-რიადისთვის კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული 7,5 ათასი ავიაბომბის გაყიდვას გეგმავს. მანამდე, 2019 წელს საუდის არაბეთმა მსგავსი ტიპის 60 ათასი ბომბი შეიძინა. ამასთან ერთად, აშშ-ს საუდის არაბეთში Paveway-ის ნაწილების წარმოების გაფართოება სურს, რაც დამატებით 106 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შექმნის.

დიეგო კოლა

30 მაისი 2020, 09:18

საზოგადოება

საფრანგეთის ელჩი: ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა წერს.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 09:12

მსოფლიო

მედია: ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.

30 მაისი 2020, 08:59

მსოფლიო

უკრაინაში მასობრივ ჩხუბში 3 ადამიანი დაიჭრა

უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ხალხმრავალი დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბში 67 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც სანადირო თოფებით იყო შეიარაღებული. კონფლიქტის მიზეზი ბროვარი-კიევის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის სფეროში ლეგალურად და არალეგალურად მომუშავე ჯგუფებს შორის ბიზნესის გადანაწილება გახდა. დაკავებულია 22 ადამიანი, ამოღებულია 16 თოფი.

აშშ აქცია

30 მაისი 2020, 08:44

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა მოჰყვა

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ქარის ელექტროსადგური

30 მაისი 2020, 08:30

ეკონომიკა

ნორვეგია მწვანე ენერგიის სფეროში 369 მილიონ დოლარს დახარჯავს

ნორვეგია ეკოლოგიური ეკონომიკის განვითარებაში 3,6 მილიარდი კრონის (369 მილიონი დოლარი) ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „პანდემიისას შექმნილმა კრიზისმა ტრანსფორმაციის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი გახადა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

ლიბია რუსეთი

30 მაისი 2020, 08:15

მსოფლიო

ამერიკელი გენერლის, გრეგორ ჰედფილდის თქმით, რუსეთი ლიბიაში პლაცდარმს ქმნის

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. თვითმფრინავები ამჟამად ხალიფა ჰაფტარის მიერ კონტროლირებად ელ-ჯუფრას ავიაბაზაზე არის განლაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.