IMEDI /  19 მაისი 2020, 18:16 / სანდო წყარო

საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა კაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს.

ახალგაზრდა კაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2020, 18:23

COVID19

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2020, 18:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება. როგორც ზვიად შალამბერიძემ „მაესტრო რეგიონების“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს. „დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა,

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:19

საზოგადოება

ვიქტორ ყიფიანი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს

რეგიონი არის ძალიან ფეთქებადსაშიში, ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს, დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და რეგიონში კვლავ დაიმკვიდროს შედერებითმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ივლისი 2020, 18:03

მსოფლიო

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერდოღანისთვის 52 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ნათესავებისთვის 359 ათასი თურქული ლირის (52 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.

16 ივლისი 2020, 18:01

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ გამოააშკარავა ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.

16 ივლისი 2020, 17:50

სამართალი

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს „უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცათ

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღე აღინიშნება. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 17:47

საზოგადოება

თამარ გაბუნია კორონავირუსის ორი შემთხვევის წყაროზე: არ გამოვრიცხავთ, რომ მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან

„როგორც ვიცით, ბოლო დროს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმრავლესობა იმპორტირებულია, თუმცა დღეს გვაქვს ორი შემთხვევა, როდესაც წყარო დაუდგენელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას და არ გამორიცხა, რომ აქაც მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან.

ლევან დავითაშვილი

16 ივლისი 2020, 17:44

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი დენდროლოგიურ პარკზე: ეს ქვეყნისთვის საამაყო პროექტია და საქართველო რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი

„ჩვენ შეგვემატა დამატებით უნიკალური ადგილი დენდროლოგიური პარკის სახით, სადაც მცენარეთა განსაკუთრებულად იშვიათი სახეობაა წარმოდგენილი. ასევე ლამაზი ფორმით და ასევე ფრინველებისა და ცხოველების სახეობა, რომელიც ამ დენდროლოგიურ პარკს ალბათ უნიკალურობას კიდევ უფრო მეტად სძენს. ეს იქნება საამაყო პროექტი საქართველოსთვის და საქართველო რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი დენდროლოგიური პარკის გამო, რომელიც მართლაც შეუდარებლად მნიშვნელოვანი პროექტია. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ცრუ სპეკულაცია იყო პარკის მშენებლობის პერიოდში და საამაყოა იმის აღნიშვნა, რომ დღეს ყველა ცრუ ბრალდება და ინფორმაცია გაქარწყლებულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი
მარეკ შჩიგელი

16 ივლისი 2020, 17:38

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაიზარდოს

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

ნინო ლომჯარია

16 ივლისი 2020, 17:37

საზოგადოება

სახალხო დამცველმა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა

სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

16 ივლისი 2020, 17:34

თავდაცვა

მეორე ქვეითი ბრიგადა 28 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

დომინიკ რააბი

16 ივლისი 2020, 17:30

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ანალიზის საფუძველზე ოფიციალურმა ლონდონმა დაასკვნა, რომ „ზოგიერთი რუსი აქტორი“ უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელებით გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივლისი 2020, 17:28

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს, - ამის შესახებ განცხადება ტიკარაძემ „რუსთავი-2-ის“ გადაცემა „დღის კურიერში“ უცხოელ და ქართველ ვიზიტორებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას გააკეთა.

შალვა მამუკაშვილი

16 ივლისი 2020, 17:27

სპორტი

შალვა მამუკაშვილი ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის ზაფხულის ათ საუკეთესო ტრანსფერს შორის მოხვდა

შალვა მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიპის ზაფხულის ათ საუკეთესო ტრანსფერს შორის მოხვდა. სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების 29 წლის მორაგბე თავის პოზიციაზე, შერკინების ხაზში მოხვდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივლისი 2020, 17:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს აქვს შანსი, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობა მიიღოს

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩართულები ვართ „სოლიდარობის კვლევაში“, ეს ზრდის საქართველოს შანსს იმისთვის, რომ თუ დადასტურდება კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა. საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლისთვისაც ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

სერგი კაპანაძე

16 ივლისი 2020, 17:23

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: რუსეთი ისე გათავხედდა, რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს გვადანაშაულებენ

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის საგარეო ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, აქეთ გვადანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჩინეთი ეკონომიკა

16 ივლისი 2020, 17:21

ეკონომიკა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთი გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც პანდემიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა.

16 ივლისი 2020, 17:21

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ბათუმში, მეწარმეებთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ მორიგი შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. გადასახადების ადმინისტრირების განახლებულ წესებს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, შალვა კოპალეიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ვასილ მამულაშვილი

16 ივლისი 2020, 17:17

სამართალი

მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული

გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გამოძიება არ იყოს 109-ე მუხლთან მიმართებაში. ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში და გამოძიება ცალკე წარმოებად იყოს დაწყებული, - ამის შესახებ მორაგბეების: არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების: არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო მანამდე არსებული სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად, რის გამოც ამ წარმოების ფარგლებში მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები სსკ 143-ე, 225-ე და 126-ე მუხლით ბრალდებულ პირებს და მათ ადვოკატებს ვერ გადაეცემათ.

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო

16 ივლისი 2020, 17:15

საზოგადოება

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო მუშაობას რეაბილიტაციის დასრულებამდე შეაჩერებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იგივე კლინიკაში განაგრძობენ.