imedi /  19 მაისი 2020, 19:25 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: კორონავირუსი არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდით ყოფნას აგრძელებს

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენ გვერდით ყოფნას აგრძელებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„სანამ კორონა იქნება და ვიდრე მის დასამარცხებლად ეფექტური სამედიცინო საშუალება არ გვექნება, ბრძოლის წესად ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ხალხმრავალი თავყრილობებისგან თავის არიდება და ხელის ჰიგიენა რჩება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კაილი ჯენერი

04 ივნისი 2020, 20:47

მსოფლიო

Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანები დაასახელა

რეიტინგში მოდელი კაილი ჯენერი ლიდერობს, რომელმაც წელს 590 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან თავისი კოსმეტიკური კომპანიის გაყიდვით მიიღო. მეორე ადგილს იკავებს რეპერი კანიე უესტი, რომლის შემოსავალმაც 170 მილიონი დოლარი შეადგინა

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ჯაში: ნოემბერში, შეთანხმებული ცვლილების ჩავარდა მოულოდნელი იყო

რაც უფრო მალე გადავიდოდა ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა უფრო უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

04 ივნისი 2020, 20:33

სამართალი

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა. „ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

04 ივნისი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში 1-ლი მარტიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს 1-ლი მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

უენდი მორტონი

04 ივნისი 2020, 20:24

საზოგადოება

უენდი მორტონი: მოხარული ვარ გიორგი გახარიას მხარდაჭერით, რომელიც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა

„ძალიან მახარებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასგან, რომელიც დღეს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამიტში მონაწილეობით გამოიხატა. საერთაშორისო თანამშრომლობა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვამაყობ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებით!“, - წერს უენდი მორტონი.

04 ივნისი 2020, 20:23

ტაბლოიდი

„მილანი“ ექიმებს 600 მაისურს აჩუქებს

მაისურებს მკლავზე წარწერა აქვს „ყველაფერი კარგად იქნება.“ მათზე ცისარტყელაც არის გამოსახული, რომელიც პანდემიის დროს იმედისა და ერთობის სიმბოლო გახდა. კორონავირუსის გამო შეწყვეტილი იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია

პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩვენ დათვლილი გვაქვს ხმები. იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც არის საკმარისი ხმები, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

04 ივნისი 2020, 20:13

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მგელიაშვილი ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის ლიკვიდაციის მიზნით მიემგზავრებოდა. ბადუაშვილის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ირმა ინაშვილი

04 ივნისი 2020, 20:12

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას

სამივე საარჩევნო სისტემა – შერეული, სრულად მაჟორიტარული, თუ პროპორციული არის დემოკრატიული, თუმცა ქვეყანა ევროპულ და ამერიკულ დემოკრატიას თუ ედრება, არსებობს სპეციფიკა, რაც ქართულ დემოკრატიას განასხვავებს იმ დემოკრატიისგან. - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება

„მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება და სრული ლეგიტიმაცია. ჩვენ არასოდეს გვითქვამს ასეთი. მეტიც, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით და რასაკვირველია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. მეტიც, ეს ავსახეთ ამ ცვლილებებში, სადაც წერია, რომ პოლიტიკური პარტია, თუ 40 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის ხელისუფლებას, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და უმრავლესობას ვერ შექმნის პარლამენტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ასახულია პაკეტში, თუმცა არის ბევრი კითხვა, არის პასუხებიც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კარლ ჰარცელი

04 ივნისი 2020, 19:56

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა. მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“ , - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

04 ივნისი 2020, 19:51

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 42.6 მილიონმა ადამიანმა შეავსო

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6 მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 19:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თეორიულად შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც სამივე ლეგიტიმურია

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად სისტემა, როგორც ასეთი, თეორიულად, შერეული საარჩევნო სისტემაც, პროპორციული საარჩევნო სისტემაც და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც, სამივე არის ლეგიტიმური და დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითები მსოფლიოში, სადაც განვითარებული დემოკრატიები იყენებენ როგორც შერეულ, ასევე სრულად მაჟორიტარული სისტემებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

04 ივნისი 2020, 19:45

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმება წარმატებით შესრულდება

საქართველო და ევროკავშირი უკვე მრავალი წელია მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სტანდარტების გაუმჯობესებაში, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს კვლავ დაეხმარება- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 19:40

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, - ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სპციალურ ქსელ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

04 ივნისი 2020, 19:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯეიმს მეტისი ზედმეტად დაფასებული გენერალია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის კრიტიკას გამოეხმაურა.

კარლ ჰარცელი

04 ივნისი 2020, 19:32

COVID19

კარლ ჰარცელი: გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, საქართველო უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება

საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, COVID19-თან ბრძოლის პერიოდში სოლიდარობის მოწმენი გავხდით როგორც აქ, საქართველოში, ასევე ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 19:23

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, მხარი დაუჭირა და კონსტიტუციაში ასახა პროპორციული საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

რაულ გონსალეს ბლანკო

04 ივნისი 2020, 19:20

სპორტი

რაული შესაძლოა „შალკეს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

გავრცელებული ინფორმაციით, „შალკეს“ მენეჯმენტი დევიდ ვაგნერის მუშაობით უკმაყოფილოა. გუნდი 37 ქულით მეაზე პოზიციაზეა. რაული „შალკეში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა.

04 ივნისი 2020, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა

აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც.