IMEDI /  20 მაისი 2020, 08:32 / სანდო წყარო

დღეს საბერძნეთიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 180-მდე ადამიანი დაბრუნდება

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. ამ რეისით სამშობლოში დაბრუნდება 180-მდე ადამიანი. მათ შორის არასრულწლოვნები, ხანდაზმულები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

მგზავრები საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაივლიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს. 19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, დაბრუნდა 12 400 მოქალაქე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი 22 მაისს რომიდან შესრულდება.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 09:57

პოლიტიკა

რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ

ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.

კორონავირუსი

08 ივლისი 2020, 09:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

08 ივლისი 2020, 09:32

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 3 პოლიციელი დაიღუპა და 18 დაშავდა. თავდასხმა ყანდაღარის პროვინციაში პოლიციის შენობაზე მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი TOLO News ავრცელებს.

იაპონია, წყალდიდობა, არქივი.

08 ივლისი 2020, 09:16

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობას 57 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმების შედეგად, წყალდიდობას იაპონიაში 57 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2020, 09:02

COVID19

უკრაინაში 13 ფეხბურთელი COVID19-ით დაინფიცირდა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

08 ივლისი 2020, 08:50

რეგიონი

თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თელავში, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

08 ივლისი 2020, 08:27

სამართალი

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თამარ ბარკალაია

08 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას მოუსმენენ. ის კანონმდებლებს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა დაცვის, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

08 ივლისი 2020, 08:12

სამართალი

წნორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

თამარ გაბუნია

08 ივლისი 2020, 08:04

პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კორექტირებულ პაკეტს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია წარადგენს.

08 ივლისი 2020, 07:58

რეგიონი

მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი დილიდან განახლდა

დღეს დილიდან მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი განახლდა. გუშინ, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

08 ივლისი 2020, 01:42

რეგიონი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია

წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2020, 01:10

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება. „კორონავირუსს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5-3 მილიონი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

08 ივლისი 2020, 01:02

მსოფლიო

აშშ-ში Walt Disney World-ი გასახსნელად ემზადება

მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი, Walt Disney World-ი ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობ პარკს კვირის ბოლოს გახსნის. ფლორიდაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, დღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს მიაღწია.

08 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ლონდონში თვითიზოლაციის რეჟიმის გაუქმება ქალებმა საცვლების ჩვენებით აღნიშნეს

შოუს ორგანიზატორი თეთრეულის ბრენდო Bluebella გახდა. ჩვენებისთვის სხეულის განსხვავებული აგებულების 6 მოდელი შეარჩიეს. მათ შორის სტუდენტები, მსახიობები და იურისტი.

ქორწილები აქცია

08 ივლისი 2020, 00:54

COVID19

ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით იტალიაში საპროტესტო აქცია გაიმართა

იტალიის დედაქალაქ რომში ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „იტალიის საქორწილო ასოციაციის“ მიერ მოწყობილ ფლეშმობში 15-მდე ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც საქორწილო კაბები ეცვათ, ხელში კი ტრანსპარანტები ეკავათ.

რედისონი წინანდალი ხანძარი

08 ივლისი 2020, 00:52

სამართალი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარია

ახლა დამსვენებლები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შენობის დატოვება დროულად და უსაფრთხოდ შეძლეს.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:50

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი ტურიზმის გახსნაზე: ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი

„ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს“.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:45

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და არ უნდა გამოვეკიდოთ დღესვე ტურიზმს

როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს, საზღვრები მათთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:42

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა რისკებთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა

„როგორც კი გახსნას დაიწყებ და მინიმალური გავრცელებაც იქნება, ეს მსხვილი რისკის მატარებელი ადგილები ისევ უნდა შეზღუდო. და ეს შეზღუდვა უნდა გიღირდეს. შეიძლება სამ თვეში წავიდეთ ამაზე - ისევ შევზღუდოთ მსხვილი რისკის მატარებელი (ღონისძიებები).მაგალითად, კონცერტები არ იყოს, კინო არ იყოს. სამაგიეროდ, სიიდან პირველ ათეულს რომ გავუხსნით ან პირველ ოცეულს, გვეღირება. გვეცოდინება, რომ ვიზღუდებით, შიდაეკონომიკური აქტივობა ნელდება, მაგრამ კომპენსირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა ტურიზმის“, - განმარტა მაჭავარიანმა.