20 მაისი 2020, 20:34 / სანდო წყარო

უახლოეს პერიოდში მიზნობრივ ტესტირებაში სტომატოლოგები და ფარმაცევტები ჩაერთვებიან

მიზნობრივ ტესტირებაში უახლოეს პერიოდში სტომატოლოგები და ფარმაცევტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს ტესტირება უტარდება ცხელებისა და „კოვიდის“ კლინიკების, ასევე საკარანტინო სივრცეების ბენეფიციარებს, ემერჯენსის თანამშრომლებს, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს, სხვა სტაციონარების პაციენტებს, ვისაც ცხელება ან პნევმონია აქვთ, ცხელების კლინიკების პერსონალს, სასწრაფოს თანამშრომლებს, თვითიზოლაციაში მყოფებს გამოსვლის დროს, თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ პერსონალს და საკარანტინო სივრცის პერსონალს. ასევე, საკარანტინო სივრციდან ვინც გამოდიან, მე-13 მე-14 დღეს ვტესტავთ. ამან ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. დღესაც რამდენიმე შემთხვევა სწორედ დადასტურდა საკარანტინო სივრციდან. ტესტირება უტარდებათ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს, ჩვენი ცენტრისა და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურის, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების, ასევე ჩვენი ლაბორატორიების თანამშრომლებს. ორ-სამ დღეში დაიწყება ტრაილერების მძღოლებისა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბარი გვაქვს და ვემზადებით სტომატოლოგების ტესტირების დასაწყებად. დაიწყება მათი გადამზადება, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ, მიმდინარეობს საუბარი სტომატოლოგთა ასოციაციებთან და ასევე ფარმაცევტების ტესტირებაც მოხდება. ეს არის უკვე რაც გვაქვს გეგმაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 11:51

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„29 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

29 მაისი 2020, 11:49

ეკონომიკა

აპრილში საქართველოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქსტატის სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის აპროლში საქართელოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ეს რაოდენობა 92.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში რეგისტრირებულ საწარმოებზე.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 11:48

სამართალი

მედია: ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში თავი მოიკლა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი

29 მაისი 2020, 11:46

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველოს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველომ თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამიისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, 27 მაისს საბერძნეთის თავმჯდომარეობით ევროპის საბჭოს მინიტრთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

29 მაისი 2020, 11:43

მსოფლიო

გაეროს კლიმატის სამიტი 1 წლით გადაიდო

გაერომ კლიმატის ყოველწიური მსოფლიო სამიტი 1 წლით გადაადო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ღონისძიება 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე ჩატარდება და მას გლაზგო უმასპინძლებს. რიგით 26-ე კონფერენცია მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორინავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

29 მაისი 2020, 11:37

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, აპრილში მშპ-მა 16.6%-ით იკლო

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტში წერია.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ეს ბანდიტები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებენ და ამას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს.

მორგან ორტაგუსი

29 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს

აშშ ბორდერიზაციის პროცესს გმობს და რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა Twitter-ზე დაწერა.

ექსტერნატის გამოცდდები

29 მაისი 2020, 11:28

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

რატი იონათამიშვილი

29 მაისი 2020, 11:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება

მიუხედვად იმისა, რომ ინტერპელაცია საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 11:02

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

„დღეს ველოდებით, რომ პარლამენტში საინტერესო პაექრობა გვექნება. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმ საკითხებზე, რაც მათთვის აქტუალურია“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

29 მაისი 2020, 10:57

COVID19

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველ ქვეყნად იემენი დასახელდა

კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანა იემენია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „არ არის უფრო დაუცველი ქვეყანა, ვიდრე იემენი. ქალაქ ადენში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. იღუპება ინფიცირებულთა 17 პროცენტი. ქვეყანაში არსებული ვითარება ტრაგიკულია“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

29 მაისი 2020, 10:56

სპორტი

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება. თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

ანამარია პროდანი

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს. ჟურნალ Playboy-ს ყოფილი მოდელი ანამარია პროდანი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს, - ამის შესახებ გამოცემა Brinkwire იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსმოდელმა არჩევანი რუმინულ „ჰერმანშტადტზე“ შეაჩერა, რომელსაც მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს.

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, სადაც საპროტესტო აქციები არ ცხრება შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:54

COVID19

რვა ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა

„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი, 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სციდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სერგეი მოხნატკინი

29 მაისი 2020, 10:53

მსოფლიო

რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი Facebook-ის გვერდზე იტყობინება. „მას ბევრი წელი კლავდნენ და ბოლოს მოკლეს“, - წერს ჟურნალისტი. სერგეი მოხნატკინი მოძრაობა „ადამიანის უფლებებისთვის“ ტვერის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2010 წელს ის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შეიწყალა.

კომუნიკაციების კომისია

29 მაისი 2020, 10:51

საზოგადოება

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC Academy-ის სასწავლო მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 10:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება

„პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით, გაუმჯობესება გვაქვს. სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმე პაციენტები არიან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.