imedi /  20 მაისი 2020, 20:56 / სანდო წყარო

ეგვიპტეში კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების კომპენსირების მიზნით ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისათვის ხელფასის 1%-ის გამოქვითვა იგეგმება

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების კომპენსირების მიზნით 1-ლი ივნისიდან ეგვიპტეში მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში ხელფასის 1% გამოექვითებათ. ამის შესახებ ეგვიპტეს მთავრობის მიერ მიღებულ კანონპროექტშია ნათქვამი.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ზომა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს შეეხებათ, რომელთა ხელფასი 127 დოლარს აღემატება. ასევე, 0.5% სახელმწიფო პენსიებიდან გამოიქვითება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეგვიპტეში ტურიზმის სექტორი გაჩერდა, რამაც დიდი ზარალი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას.

ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების 14 229 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 680 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 11:37

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, აპრილში მშპ-მა 16.6%-ით იკლო

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტში წერია.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ეს ბანდიტები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებენ და ამას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს.

მორგან ორტაგუსი

29 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს

აშშ ბორდერიზაციის პროცესს გმობს და რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა Twitter-ზე დაწერა.

ექსტერნატის გამოცდდები

29 მაისი 2020, 11:28

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

რატი იონათამიშვილი

29 მაისი 2020, 11:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება

მიუხედვად იმისა, რომ ინტერპელაცია საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 11:02

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

„დღეს ველოდებით, რომ პარლამენტში საინტერესო პაექრობა გვექნება. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმ საკითხებზე, რაც მათთვის აქტუალურია“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

29 მაისი 2020, 10:57

COVID19

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველ ქვეყნად იემენი დასახელდა

კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანა იემენია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „არ არის უფრო დაუცველი ქვეყანა, ვიდრე იემენი. ქალაქ ადენში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. იღუპება ინფიცირებულთა 17 პროცენტი. ქვეყანაში არსებული ვითარება ტრაგიკულია“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, სადაც საპროტესტო აქციები არ ცხრება შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანამარია პროდანი

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს. ჟურნალ Playboy-ს ყოფილი მოდელი ანამარია პროდანი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს, - ამის შესახებ გამოცემა Brinkwire იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსმოდელმა არჩევანი რუმინულ „ჰერმანშტადტზე“ შეაჩერა, რომელსაც მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს.

29 მაისი 2020, 10:56

სპორტი

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება. თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:54

COVID19

რვა ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა

„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი, 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სციდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სერგეი მოხნატკინი

29 მაისი 2020, 10:53

მსოფლიო

რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი Facebook-ის გვერდზე იტყობინება. „მას ბევრი წელი კლავდნენ და ბოლოს მოკლეს“, - წერს ჟურნალისტი. სერგეი მოხნატკინი მოძრაობა „ადამიანის უფლებებისთვის“ ტვერის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2010 წელს ის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შეიწყალა.

კომუნიკაციების კომისია

29 მაისი 2020, 10:51

საზოგადოება

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC Academy-ის სასწავლო მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 10:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება

„პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით, გაუმჯობესება გვაქვს. სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმე პაციენტები არიან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

29 მაისი 2020, 10:43

სპორტი

124 წლის განმავლობაში პირველად წელს ბოსტონის მარათონი არ გაიმართება

გარბენი, რომელშიც ყოველწლიურად 30 000 ადამიანი მონაწილეობს, მანამდე 20 აპრილიდან 14 სექტემბრამდე გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ ორანოზატორებმა მისი გაუქმება გადაწყვიტეს და მის ნაცვლად ვირტუალური ღონისძიება დაგეგმეს, რომლის მონაწილეებმა ინდივიდუალურად 42-კილომეტრიანი დისტანცია უნდა გაირბინონ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

ახალი ინფიცირებულებიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი“.

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის გამო სექს-მუშაკებს უსაფრთხოების ახალი ნორმები დაუწესეს

შვეიცარიაში სექს-მუშაკები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ, თუმცა იძულებულნი იქნებიან უსაფრთხოების ახალი წესები დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ახალი რეგულაციით, მათ მხოლოდ ორ პოზაში უნდა იმუშაონ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს (ე.წ. Doggy Style და reverse cowgirl პოზიცია), ანალური აქტის შემთხვევაში კი ხელთათმანებიც უნდა ეკეთოთ. რეკომენდებულია პირბადეებიც, ყოველ ახალ კლიენტს კი სექს-მუშაკებმა გამოცვლილი თეთრეული უნდა დაახვედრონ. ამასთან, კლიენტების ანონიმურობა დაცული ვეღარ იქნება. მათ შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 4 კვირით შეინახავენ.

29 მაისი 2020, 10:35

სამართალი

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 მაისი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.