21 მაისი 2020, 11:14 / სანდო წყარო

პრემიერი ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, შემოსავლების სამსახურთან უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მოვუწოდებ ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც, სამწუხაროდ, მოუწია თანამშრომლების დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა უფრო დეტალურად დაფიქსირდეს და არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი ის მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ასევე, მინდა, დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომელიც აუცილებელია კომპენსაციების სწრაფად და ეფექტურად გასაცემად, შეგროვდეს რაც შეიძლება მალე. იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც დახმარება სჭირდება, ის დროულად მიიღოს. ამ დახმარებას ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას მოქალაქეს დროულად ვაძლევთ, მაშინ, როდესაც მას ის სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 22:54

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ძმა: რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს

პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა მისი ძმის გარდაცვალების ადგილას გამართული აქციის დროს განაცხადა.

01 ივნისი 2020, 22:43

რეგიონი

ქუთაისის მერია „ბავშვთა უფლებების კოდექსთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

თენგიზ ცერცვაძე

01 ივნისი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს. მისი წერილი ინფექციური საავადმყოფოს Facebooc-ზეა ხელმისაწვდომი.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 22:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

თბილისის მერი, კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა.

მარიო დიას-ბალარტი

01 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

კონგრესმენი მარიო დიას-ბალარტი: საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოკავშირეა და აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარიო დიას-ბალარტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან შემდგარ საუბარს გამოეხმაურა.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 22:22

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობს“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, ადამიანი როგორც ფასეულობა, მათ დროს არ არსებობდა

„ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც კითხვებს სვავს, აკრიტიკებს. „ნაციონალურ მოძრაობს“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, არ აინტერესებდათ მათ ქვეყანაში ადამიანი თავს როგორ გრძნობს და ადამიანი როგორც ფასეულობა მათ დროს არ არსებობდა და დღეს როდესაც ამ პოლიტიკური ძალიდან გვესმის აღშფოთება, თუ რატომ არ ვეხმარებით 500, 1000 ლარით ყველა მოსახლეს, ამ დროს უნამუსობაა, მორალთან საერთო არ აქვს ამ საკითხის მათი მხრიდან დასმას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აფეთქება

01 ივნისი 2020, 22:19

სამართალი

თბილისში, ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ვიდეო

თბილისში, ლისი პანორამას მიმდებარედ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

01 ივნისი 2020, 22:03

COVID19

ე.წ. „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში.

ადამ კინზინგერი

01 ივნისი 2020, 21:44

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: პროტესტის უფლება ისტორიული შენობების დაწვას ან მაღაზიების ძარცვასა და გაჩანაგებას არ მოიცავს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ხათუნა ზახაშვილი

01 ივნისი 2020, 21:43

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

კონგო

01 ივნისი 2020, 21:23

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მბანდაკაში ინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. 4 პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რეგიონის გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

01 ივნისი 2020, 21:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპი გუბერნატორებს: უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ძალადობრივი აქციების მონაწილეები, თუ არადა ჩლუნგებს დაემსგავსებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გუბერნატორებს მკაცრი ფორმით მოუწოდა, უფრო ხისტად იმოქმედონ ძალადობრივი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

01 ივნისი 2020, 21:09

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ

ეს ის ხალხია ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, გუბაზ სანიკიძის კრიტიკას, როდესაც სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობა აუკრძალა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 ივნისი 2020, 21:01

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძვღანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, ჯანმო იმედოვნებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 20:55

მსოფლიო

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი პირველ ივლისს ჩატარდება

რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე რუსეთში პირველ ივლისს გაიმართება. სათანადო განკარგულება პრეზიდენტმა პუტინმა გასცა. მთავარი ცვლილება წინა საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს, რაც პუტინს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

ჯასტინ ტრუდო

01 ივნისი 2020, 20:31

მსოფლიო

ჯასტინ ტრუდო: რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვეული არ უნდა იყოს

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვეული არ უნდა იყოს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 20:19

COVID19

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 20:18

საზოგადოება

გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა

თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

01 ივნისი 2020, 20:15

COVID19

ეპიდემიოლოგი: არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს, გახსოვდეთ, პირბადე გვიცავს!“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

01 ივნისი 2020, 20:06

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით ერთბაშად 6 თეთრით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 შეადგინა.