imedi /  21 მაისი 2020, 22:44 / სანდო წყარო

ენტონი ფაუჩი შტატების გახსნაზე: ახლა ბედის გამოცდის დრო არ არის

ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შტატებმა, რომლებიც გახსნის პროცესს იწყებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ფაუჩიმ ინსტაგრამზე ინტერვიუ მსახიობ ჯულია რობერტსს მისცა. ჯულია რობერტსმა მას ჰკითხა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკელებმა ახლა უნდა იცოდნენ.

„როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ჩართული ადამიანი, როგორც მეცნიერი და ექიმი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია ის არის, რომ სამეცნიერო და სამედიცინო მოსაზრება გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც უბრალოდ მოსაზრება არ არის და სამეცნიერო მტკიცებულებას ეფუძნება. სამეცნიერო მტკიცებულება კი მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა სრულად არა, თუ მრუდეს დააკავირდებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ მცირდება. ახლა ბედის გამოცდის დრო არ არის. უკუსვლა დაუშვებელია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

12 მაისს, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შტატების ნაადრევ გახსნას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაჩენას გამოიწვევს.

„ის, თუ როგორ შეგვიძლია შემთხვევების იდენტიფიცირება, იზოლირება, კონტაქტების გამოვლენა, განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით უნდა წავიდეთ ამერიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რომელიმე ქალაქი ან შტატი გახსნას შეუდგება ისე, რომ ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1.59 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 94 276 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2021, 21:51

რეგიონი

დმანისის მერის შეუსრულებელი დაპირებები და ჩაშლილი ტენდერები - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

განხორციელებული ცვლილებები დმანისის ცენტრალურ ქუჩაზეც კი არ იგრძნობა, თუ არ ჩავთვლით მუნიციპალიტეტის შენობას, რომელიც იქაურობის ფონზე თვალში საცემია. ყველაფერი იქ თავად ჰყვება ამბავს, რომ მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ქალაქისთვის არაფერი გააკეთა. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სტატუსით არჩევნების მოგებიდან მალევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო მისი მერობის პერიოდის უცნაური ტენდერებია.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და დემოკრატიულ პროცესს

„კონკურენცია თავისთავად იწვევს ერთგვარ დაძაბულობასაც და ამ ფონს ემატება ის, რომ გვყავს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტია როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფერებსა და ნომრებში შეფუთული მისი სატელიტები, თუმცა არის რეალური არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეა წულუკიანი

26 სექტემბერი 2021, 21:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

„წინასაარჩევნო გარემო წელს პრინციპში არის განსაკუთრებული და ორიგინალური, რადგან მმართველი სახელისუფლებო პარტია ვართ ველზე, ვმუშაობთ, ვხვდებით ამომრჩეველს, ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოზურგეთში ყოფნა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები პასიურობენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არჩევნები კი არა, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი აინტერესებთ. მათ სურთ, როგორმე მიაღწიონ დესტაბილიზაციას და ჰქონდეთ საბაბი, რომ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მელიაზე: ტყუილში აცხოვრებენ ამომრჩეველს და ბოლოს, ალბათ, ერთმანეთის გამხნევებასაც დაიწყებენ

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება - თითქოს, ხელისუფლებამ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ბოჟაძის განმარტებით, წლიდან-წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილში აცხოვრებს ამომრჩეველს და ბოლოს, ერთმანეთის გამხნევებას დაიწყებენ.

სოზარ სუბარი

26 სექტემბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ რეფერენდუმზე, რომელიც თვითონაც ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა და დღეს უკვე მგონი, ამას ვერ ლაპარაკობენ, უკვე შეწყვიტეს ლაპარაკი. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის მთავარი დესტაბილიზატორი ამ ქვეყანაში და არ მოსწონდა მშვიდი გარემო, სიტუაციის არევა სცადა. ამის ნათელი მაგალითი იყო ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომა, მაგრამ მთლიანობაში, ამით ვერაფერს მიაღწევენ“,- განაცხადა სუბარმა.

ანუკი არეშიძე

26 სექტემბერი 2021, 21:21

საზოგადოება

ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე: მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს

მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით, - განაცხადა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თავისი მეუღლეზე, კახა კალაძეზე საუბრისას „იმედის კვირის“ სიუჟეტში. „იმედის კვირა“ მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ოჯახში ესტუმრა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 21:18

ტაბლოიდი

კახა კალაძე „მილანზე“: ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო

„ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო“, - იხსენებს კალაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო

26 სექტემბერი 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლა შეაფასეს

„საქართველო არის საკვანძო გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანა და განაპირობებს ძალიან ბევრ პროცესს, რომელიც მომავალში შეიძლება განვითარდეს. მით უმეტეს, თუ კი მოლაპარაკებები განვითარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - ამბობს ვოლსკი.

26 სექტემბერი 2021, 20:42

საზოგადოება

სავარაუდო ფარული ჩანაწერებით პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ამბოხი მზადდებოდა - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

„იმედის კვირის“ მიერ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია იმ კრებსებს ეყრდნობა, რომელიც დაზუსტებული არ არის, თუმცა სანდო წყარო ირწმუნება, რომ ის იმ დოკუმენტებიდანა, რომელთა ნაწილიც რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაასაჯაროვეს. ინფორმაცია, რომელსაც წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტები შეიცავს ყურადსაღებია. ამიტომ, „იმედის კვირამ“ მათი ნაწილის გასაჯაროება და მათი შინაარსის იმ ადამიანებთან გადამოწმება ცადა, რომლებიც კრებსების მიხედვით, დიალოგის მონაწილეები იყვნენ.

26 სექტემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

რას ამბობენ თვითმხილველები დმანისში მომხდარ ინციდენტზე

„იმედის კვირა“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს შეხვდა, რომლებმაც გაიხსენეს, რამ გამოიწვია დაპირისპირება. ამასთან, შემთხვევის ადგილთან ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს როგორ იწყებს დაპირისპირებას ქალბატონი, რომელიც ზურგიდან უახლოვდება სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს და უმიზეზოდ ურტყამს ხელებს ზურგში.

ლიუის ჰემილტონი

26 სექტემბერი 2021, 20:01

სპორტი

ლიუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ში თავისი მეასე რბოლა მოიგო🏎️🏆

გამოცემის ინფორმაციით, ჰემილტონისთვის ეს ფორმულა 1-ში საიუბილეო, მეასე გამარჯვებაა. მეორე ადგილი რბოლაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მესამე კი კარლოს საინსი გახდა („ფერარი“).

მხედვარი ჰენრი კევილი

26 სექტემბერი 2021, 19:30

კულტურა

Netflix-მა „მხედვარის“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

მეორე სეზონი 8 სერიისგან შედგება. მთავარ როლებს სერიალში ჰენრი კავილი, ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი ასრულებენ. მეორე სეზონი Netflix-ზე 17 დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 19:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრები დაასრულეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და უმრავლესობის წევრი სუმბატ კიურეღიანი სამცხე ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ახალციხეში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ალან ლანკასტერი

26 სექტემბერი 2021, 18:30

კულტურა

ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ლანკასტერმა Status Quo 1962 წელს, გიტარისტ ფრენსის როსისთან ერთად დააფუძნა. ჯგუფმა 33 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმაც 110 მილიონს გადააჭარბა. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: In The Army Now, Down, down, Rockin' All Over the World.

26 სექტემბერი 2021, 18:01

კულტურა

მსოფლიო ვარსკვლავები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ვიდეო

ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შოუ შაბათს ელტონ ჯონმა გახსნა, რომელმაც პარიზში, ეიფელის კოშკის წინ იმღერა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია გაეროს Youtube-არხზე მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2021, 17:41

მსოფლიო

ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალია

არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.

თორნიკე რიჟვაძე

26 სექტემბერი 2021, 17:12

რეგიონი

ბათუმში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში 40 ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:59

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:52

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა“.