imedi /  22 მაისი 2020, 13:05 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღუდვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინის გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

კეიკო მაცუი

01 ივნისი 2020, 00:46

კულტურა

კეიკო მაცუიმ ჭაჭას მელოდია მიუძღვნა. ვიდეო

ცნობილი იაპონელი პიანისტი კეიკო მაცუი საქართველოში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს და ამის გამოსახატად ჭაჭას სიმღერსა უძღვნის. შესაბამისი ვიდეო პიანისტის და კომპოზიტორის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

01 ივნისი 2020, 00:43

COVID19

ცნობილია, რამდენმა თვითდასაქმებულმა და შემოსავლის გარეშე დარჩენილმა პირმა მიიღო კომპენსაცია

დაწყებულია კომპენსაციის გადარიცხვა იმ დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის გარეშე დარჩნენ , - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დახმარება 51 ათსზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, რაც ჯამში მისივე თქმით, 15 365 000 ლარს შეადგენს.

დინოზავრი SpaceX

01 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

SpaceX-ის ხომალდით კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებთან ერთად სათამაშო დინოზავრიც გაემგზავრა

30 მაისს კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტი გაემგზავრა, თუმცა მათთან ერთად ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის „კიდევ ერთი წევრი“ - სათამაშო დინოზავრი ტრემორი იყო. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

ლედი გაგა

01 ივნისი 2020, 00:15

კულტურა

ლედი გაგამ დონალდ ტრამპს „სულელი“ და „რასისტი“ უწოდა

„ძალიან იმედგაცრიებული ვარ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. შავკანიანი ადამიანებს ხმა დიდი ხანია ჩახშობილი იყო და უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ეს სიჩუმე მომაკვდინებელია. რაც არ უნდა გააკეთონ პროტესტის ნიშნად, ლიდერები, რომლებმაც უნდა დაიცვან, მათ მიმართ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჟღენთილ სისტემას აძლიერებს, ყველანი ვხედავთ რა ხდება. ცვლილებების დროა“, - წერს გაგა სოციალურ ქსელში.

ფასიანი საკანი უკრაინა

31 მაისი 2020, 23:53

მსოფლიო

უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ფასიანი საკნები გახსნეს

ფასიანი საკნები მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარება. წინასწარი დაკავების საკნებში არასათანადო პირობების გამო სასამართლო უკრაინას კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მაისი 2020, 23:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.

ლებრონ ჯეიმსი

31 მაისი 2020, 23:23

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა. „რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას? ეს ძალიან სამწუხაროა,“-წერს კალათბურთელი Twitter-ზე.

ფაბიო ლომბინი/ჯიოლე როსეტი

31 მაისი 2020, 23:15

სპორტი

ორი იტალიელი მოცურავე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ლომბარდიის რეგიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ორივე სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.

ალექსანდრე გოგინავა

31 მაისი 2020, 23:08

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა

„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს გოგინავა.

ლუგარის ლაბორატორია

31 მაისი 2020, 23:06

პოლიტიკა

კრემლის განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქრთველოში აფასებენ. ვიდეო

კრემლში ლუგარის ლაბორატორიის შესაბენ მორიგი პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა. რატომ ებრძვის ოკუპანტი სამეცნიერო კვლევით ცენტრს რომლის წვლივიც გლობალური პანდემიის წინააღდეგ ბრძოლისას მსოფლიომ აღაირა. კრემლის განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, კრემლის განცხადებები ემსახურება იმ ნარატივსა და პროპაგანდას, რომელიც მათ სჭირდებათ, ორი მიზნისთვის, ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე ამერიკასთან ურთიერთობაში ამ საკითხის შემოსატანად.

იტალია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:58

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 75 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 75 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან ქვეყანაში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯო ბაიდენი

31 მაისი 2020, 22:37

მსოფლიო

Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვით, ჯო ბაიდენი რეიტინგით ტრამპს უსწრებს

გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 43 პროცენტი აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 22:24

ტექნოლოგიები

Crew Dragon-ის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა. ვიდეო

19-საათიანი ფრენის და ხომალდის სადგურთან წარმატებული მიერთების შემდეგ მათ სკს-ს მოქმედი ეკიპაჟი - რუსი კოსმონავტები ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი და ამერიკელი კრის კესიდი დახვდნენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაატარებენ ასტრონავტები სადგურზე.

საფრანგეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:09

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 188 752 შემთხვევა დადასტურდა. უკვე ზედიზედ მეთერთმეტე დღეა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს არ აღემატება.

ლუკ კოფი ნატო

31 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატომ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს

„ასეთი ცენტრის ნატოს არა-წევრ ქვეყანაში შექმნის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ ლეგალურად ამის გაკეთებას არაფერი კრძალავს. ეს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს გაამყარებს და იმის დემონსტრაცია იქნება თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა შავი ზღვის რეგიონი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ცენტრი მნიშვნლოვანი დიალოგის და წვრთნების ჩატარების საშუალებას და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ცენტრი საქართველოში ნატოს დროშის აფრიალების მორიგი შესაძლებლობა იქნება“, - წერს კოფი.

ბექა ლილუაშვილი

31 მაისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გახსნილ ობიექტში ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული

თითოეულ გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

სტრასბურგის სასამართლო

31 მაისი 2020, 21:36

სამართალი

2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრების სტატისტიკა და შინაარსი მოწმობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ სისტემური დანაშაული წაახალისა. 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო, მათ შორის ყველაზე მეტი, 2122 საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს გაიგზავნა. მოქალაქეები სახელმწიფოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარვევისთვის უჩიოდნენ.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 21:27

მსოფლიო

აშშ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს

„ვულოცავ ჩვენს ეროვნულ გვარდიას შესანიშნავ სამუშაოს, რომელიც გასულ ღამეს, მინეაპოლისში ჩასვლისთანავე ჩაატარეს. ანარქისტები „ანტიფას“ მეთაურობით შევაჩერეთ. მერს ეს პირველივე ღამეს უნდა გაეკეთებინა და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა“, - დაწერა ტრამპმა.

გასახდელი

31 მაისი 2020, 21:02

საზოგადოება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები შესაძლოა 1 კვირაში ამოქმედდეს

„არის რიგი შეზღუდვები. ეს შეეხება დისტანციას, პირბადეებით შესვლას. ხელთათმანები საჭირო არ არის, ხელის სანიტაიზერებია დაყენებული ყველგან. მაღაზიების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება. ჩვენს ქსელში, პირველ კვირას, დროებით გავაუქმებთ გასახდელებს. ვინაიდან გასახდელების დეზინფექცია ორ საათში ერთხელაა საჭირო, ხალხის ნაკადს დავაკვირდებით და თუ რაოდენობა მოგვცემს ამის საშუალებას, გავხსნით გასახდელებს. სხვა ყველა რეკომენდაციაც შესრულებულია ჩვენს ქსელში“, - განმარტა მაღალაშვილმა.

უვავერა ომოზუვა

31 მაისი 2020, 20:37

მსოფლიო

ნიგერიაში ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში მოკლეს

ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.