imedi /  22 მაისი 2020, 19:24 / სანდო წყარო

ოქსფორდის უნივერსიტეტის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის კვლევა ადამიანებზე ტესტირებების ეტაპზე გადადის

ოქსფორდის უნივერსიტეტის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის კვლევა ადამიანებზე ტესტირებების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტში აღნიშნეს, ტესტირება 10 260 პაციენტს ჩაუტარდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

ვაქცინის გამოცდის პირველი ფაზა დასრულდა და იმუნიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მეორე ფაზის ფარგლებში ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდება და ასაკოვან მოსახლეობასა და ბავშვებს მოიცავს. მესამე ფაზის ფარგლებში კი იმის შეფასება მოხდება, თუ როგორ მჯუშაობს ვაქცინა 18 წელს გადაცილებულ პირთა ფართო ჯგუფებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 10:40

COVID19

11 ახალი პაციენტიდან 9 ერთ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, იკვლევენ ამ სყაროში არსებობენ თუ არა სხვა ინფიცირებულებიც.

ვიეტნამი კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:39

COVID19

როგორ ებრძვის პანდემიას 97-მილიონიანი ვიენტამი, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ გარდაცვლილა

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს. 97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

30 მაისი 2020, 10:25

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაცინეტმა დაამარცხა

სულ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენები კი თერაპიულ მიმართებულებაში მკურნალობენ. კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ბრაზილია კორონავირუსი კუბოები

30 მაისი 2020, 10:14

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 465 166-მდე გაიზარდა.

Paveway ავიაბომბი

30 მაისი 2020, 09:42

მსოფლიო

WSJ: საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად მართვად ავიაბომბებს ყიდულობს

მისი ცნობით, ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ერ-რიადისთვის კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული 7,5 ათასი ავიაბომბის გაყიდვას გეგმავს. მანამდე, 2019 წელს საუდის არაბეთმა მსგავსი ტიპის 60 ათასი ბომბი შეიძინა. ამასთან ერთად, აშშ-ს საუდის არაბეთში Paveway-ის ნაწილების წარმოების გაფართოება სურს, რაც დამატებით 106 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შექმნის.

დიეგო კოლა

30 მაისი 2020, 09:18

საზოგადოება

საფრანგეთის ელჩი: ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა წერს.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 09:12

მსოფლიო

მედია: ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.

30 მაისი 2020, 08:59

მსოფლიო

უკრაინაში მასობრივ ჩხუბში 3 ადამიანი დაიჭრა

უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ხალხმრავალი დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბში 67 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც სანადირო თოფებით იყო შეიარაღებული. კონფლიქტის მიზეზი ბროვარი-კიევის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის სფეროში ლეგალურად და არალეგალურად მომუშავე ჯგუფებს შორის ბიზნესის გადანაწილება გახდა. დაკავებულია 22 ადამიანი, ამოღებულია 16 თოფი.

აშშ აქცია

30 მაისი 2020, 08:44

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა მოჰყვა

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ქარის ელექტროსადგური

30 მაისი 2020, 08:30

ეკონომიკა

ნორვეგია მწვანე ენერგიის სფეროში 369 მილიონ დოლარს დახარჯავს

ნორვეგია ეკოლოგიური ეკონომიკის განვითარებაში 3,6 მილიარდი კრონის (369 მილიონი დოლარი) ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „პანდემიისას შექმნილმა კრიზისმა ტრანსფორმაციის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი გახადა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

ლიბია რუსეთი

30 მაისი 2020, 08:15

მსოფლიო

ამერიკელი გენერლის, გრეგორ ჰედფილდის თქმით, რუსეთი ლიბიაში პლაცდარმს ქმნის

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. თვითმფრინავები ამჟამად ხალიფა ჰაფტარის მიერ კონტროლირებად ელ-ჯუფრას ავიაბაზაზე არის განლაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

30 მაისი 2020, 08:07

ტექნოლოგიები

SpaceX-ის რაკეტა Starship-ის უკვე მეოთხე პროტოტიპი აფეთქდა

ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Starship-ი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ Cbsnews-ი ავრცელებს. აფეთქება ძრავის ჩართვიდან 2 წუთში მოხდა. რაკეტა და დამხმარე გამშვები ინფრასტრუქტურა განადგურდა, მსხვერლი არ არის.

აია სოფია

30 მაისი 2020, 08:03

მსოფლიო

საბერძნეთმა კონსტანტინოპოლის აღების დღისადმი მიძღვნილი თურქეთში გამართული ღონისძიებები დაგმო

საბერძნეთის მთავრობის პრეს-მდივანმა, სტელიოს პეტლასმა, დაგმო თურქეთის მთავრობის მიერ 29 მაისს სტამბოლში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები. თურქეთში კონსტანტინოპოლის აღების 567-ე წლისთავი იზეიმეს. საზეიმო ღონისძიებებს შორის იყო ყურანიდან სურების კითხვა აია სოფიას ტაძარში.

მაიმუნები

30 მაისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ინდოეთში მაიმუნებმა ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზები მოიპარეს

ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

30 მაისი 2020, 00:40

ეკონომიკა

Forbes-მა კაილი ჯენერი ​მილიარდერების სიიდან გარიცხა

ჟურნალმა Forbes-მა ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის ქონება გადააფასა. გამოცემის გათვლებით, მისი კაპიტალი $900 მილიონია.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს

არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაძლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის ამ 2 სცენარს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს. „თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30 მაისი 2020, 00:30

სპორტი

დანიაში გულშემატკივრები საყვარელ გუნდს Zoom-ის საშუალებით ამხნევებენ

დანიაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე „ორხუსსა“ და „რანერს“ შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა საყვარელ გუნდს მხარი Zoom-ის პროგრამის მეშვეობით დაუჭირეს.