imedi /  22 მაისი 2020, 20:26 / სანდო წყარო

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში 23 მაისიდან - პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის განმარტება

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაცია

დღეს, როდესაც ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ისევ გრძელდება, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, - ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისის 00:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე.

კერძოდ, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფლები მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება ​თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებზე და ის იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

მისივე თქმით, 23 მაისიდან კვლავ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • რესტორანსა, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება;
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ-ვაჭრობისა;
  • ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა - ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა - სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

„შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისათვის, 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან, საქართველო მზად იქნება, მიიღოს საერთაშორისიო ტურისტებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

„მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით

COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

03 ივნისი 2020, 23:16

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა.

03 ივნისი 2020, 23:02

თემა

არსებობს თუ არა კავშირი 5G მობილურ ინტერნეტსა და COVID-19-ს შორის? მითი და რეალობა

ადამიანის ჯანმრთელობაზე 5G მობილური ინტერნეტის სავარაუდო ნეგატიური გავლენის შესახებ თეორია დაახლოებით რამდენიმე წელია არსებობს. თავდაპირველად შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნდათ, რომ 5G კიბოს იწვევს, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებისთანავე ის სწორედ SARS-CoV-2-ს (ახალი კორონავირუსი) დაუკავშირეს. თავდაპირველად მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ში იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

დერეკ შოვინი

03 ივნისი 2020, 22:59

მსოფლიო

მინესოტას პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმა, ხოლო ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა

მინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.

კრიშტიანო რონალდო

03 ივნისი 2020, 22:42

სპორტი

კრიშტიანო რონალდო ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში სეზონის განახლებისთვის თავდაუზოგავად ემზადება. იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი ტურინული გუნდის მორიგ ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დამოუკიდებლად ივარჯიშა, რის შემდეგაც მას თანაგუნდელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბაზაზე მოგვიანებით მივიდნენ. კრიშტიანო უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია ვიდრე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის წინ იყო. ეს ახლახან ჩატარებული ტესტირების შედეგებმა დაადასტურა. რონალდომ პანდემიის პერიოდში კარანტინი შინ, მშობლიურ მადეირაზე გაატარა, სადაც მაქსიმალურად ცდილობდა, ფორმა შეენარჩუნებინა.

03 ივნისი 2020, 22:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 ივნისი 2020, 22:31

ეკონომიკა

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაგებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით, რომელიც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ემრჯენსის ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.

მიშელ ბაჩელეტი

03 ივნისი 2020, 22:21

მსოფლიო

გაერო: აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრების მცდელობა შეშფოთებას იწვევს

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრება შეშფოთებას იწვევს.

03 ივნისი 2020, 22:07

სამართალი

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

ამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 21:46

COVID19

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

03 ივნისი 2020, 21:42

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები გადაეცა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

03 ივნისი 2020, 21:41

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

03 ივნისი 2020, 21:07

სამართალი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო. არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ჯუზეპე კონტე

03 ივნისი 2020, 21:06

COVID19

იტალიის პრემიერი: ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა.

03 ივნისი 2020, 20:54

რეგიონი

ბათუმში, მოძრაობის „შემახე ამნისტია“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა „შემახე ამინისტია"-ს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ.

ლიონელ მესი

03 ივნისი 2020, 20:40

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმის გამო „ბარსელონას“ ვარჯიში გამოტოვა

არგენტინელმა სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც მესი მინიმუმ 10 დღე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეძლებს. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკასტთან“ გამართავს. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

მიხეილ სააკაშვილი

03 ივნისი 2020, 20:27

მსოფლიო

სააკაშვილმა ონლაინ-შეხვედრის მონაწილე „ეშმაკთან გაუშვა“

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში დასმულმა კითხვამ გააღიზაიანა. კითხვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა, რომლის გადადგმასაც უკრაინის მოსახლეობა საბჭოსგან ელის, რასაც სააკაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „კითხვა ნიკოლაი სტოიკოსგან: როდის იქნება კონკრეტული საქმეები? ნიკოლაი სტოიკო, თქვენ როდის გექნებათ კონკრეტული საქმეები? ან რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? მოდით, ერთად მოვყვეთ, რომ მე, სააკაშვილი მოვედი და ერ კვირაში იმედები გაგიცრუეთ... ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. უკვე ყელში ამომივიდა ასეთი საუბარი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

03 ივნისი 2020, 20:26

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 20:25

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, პირბადეების იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა

სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითრაების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

03 ივნისი 2020, 20:24

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობა დაითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დღეს დილით ლუკაშენკომ სხდომა გამართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ იმსჯელეს.