imedi /  22 მაისი 2020, 22:10 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე დეტალურად განმარტავს, რა გართულებებს იწვევს კორონავირუსი

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

მინდა შევაჯამო ჩვენი სამთვიანი გამოცდილება და ცოდნა COVID19-ის შესახებ. ეს ვირუსი ძალიან საინტერესო, თუ მასზე სიტყვა საინტერესო შეიძლება ვთქვათ. ძალიან ვერაგი ვირუსია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ი განსხვავდება აქამდე ცნობილი ვირუსებისგან, მაგალითად, იგივე გრიპის ვირუსისგან.

„ის გაცილებით უფრო მრავალმხრივ დაზიანებას იწვევს ორგანიზმში და ამით არის გაცილებით უფრო ცბიერი. თავიდან რომ გვეგონა, რომ COVID-19-ი მხოლოდ ორმხრივი პნევმონიაა და მეტი არაფერი, ასევე პაციენტის დამძიმება და ლეტალური შემთხვევები გამოწვეული იყო პნევმონიით და დისტრეს სინდრომით, ასე არ არის.

ჩვენი პრაქტიკითა და მსოფლიო გამოცდილებით, რაც დაახლოებით თანხვედრაშია, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი თავისებურება და სიურპრიზი. გარდა უშუალოდ სასუნთქი გზების დაზიანებისა, ხშირ შემთხვევაში ის იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის დაზინებას, რაც გამოიხატება შემდგომ თრომბოემბოლიზმში, მიკრო და მაკროტრომბოზებში. ძალიან ხშირია ტრომბოემოლიური გართულებები, მათ შორის ფილტვის არტერიისა და ინსულტები.

ეს ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქი სისტემას, ის ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას, სისხლძარღვების ანთებას და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბავშვებში გავრცელებული სინდრომი, ბოლომდე ვერ ხვდებიან რა არის, მაგრამ ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია - 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბილ გეითსი

04 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ბილ გეითსი: რთულია ჩემ შესახებ შეთქმულების თეორიების უარყოფა, რადგან ძალიან სულელური თეორიებია

The Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა უარყო გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით იგი კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 23:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ღიად ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვილებებს მხარს დაუჭერენ

რა თქმა უნდა, გარკვეული პირადი ურთიერთობები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ საკითხზე იყო, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი ღიად აცხადებდნენ- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კითხვას, უჭერენ თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატები მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უილიამ ბარი

04 ივნისი 2020, 23:04

მსოფლიო

აშშ-ის გენერალური პროკურორი: არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებამ ცხადყო, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა ექსტრემისტი იყენებს არეულობას საკუთარი მიზნებისათვის, არამედ გარე ძალებიც მონაწილეობენ მასში.

04 ივნისი 2020, 23:02

საზოგადოება

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება.

ზურაბ ჯაფარიძე

04 ივნისი 2020, 22:26

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე გიორგი არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას და ვნახოთ ვინ გაჰყვება

საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. რაც შეეხება რევოლუციურ გეგმებს, მისი თქმით, არველაძე თავადვე გაუძღვეს რევოლლუციას და გამოჩნდება ვინ გაჰყვება.

გოგა ხაინდრავა

04 ივნისი 2020, 22:24

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს ხანდაზმულობის ვადა. თორაძეების ოჯახში შვიდი ადამიანი მოკლეს: დედა, მამა და 5 ძმა როგორ შეიძლება ამ დანაშაულს ჰქონდეს ხადაზმულობის ვადა?! ე.ი. 20 წლის წინ ეს იყო დანაშაული და 20 წლის მერე ეს დანაშაული აღარ არის?!, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 ივნისი 2020, 22:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციური სცენარი დამარცხებისთვისაა განწირული

ეს იყო გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი არველაძის განცხადებას.

ნიკა მელია

04 ივნისი 2020, 21:59

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობს

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - ისანსა და სამგორში დაიწყებს.

ლეცან ბეჟაშვილი

04 ივნისი 2020, 21:56

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი გიორგი არველაძის მიმართვაზე: ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს მსგავსი განცხადებები

მგონი ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს ეს განცხადებები, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ლიდერს არც ერთ საჯარო განცხადებაში და არც პრივატულ განცხადებაში მსგავსი რამ არ უთქვამს - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გიორგი არველაძის განცხადებას.

04 ივნისი 2020, 21:44

ტექნოლოგიები

Facebook-ი ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გვერდების მონიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნას დაიწყებს. ამის შესახებ თავად კომპანიაში განაცხადეს.

ირაკლი შენგელია

04 ივნისი 2020, 21:38

რეგიონი

ირაკლი შენგელია: ქუთაისში არსებული 43 სპორტული სკოლის სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება

ამასთან, მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა გააუქმა ის მინიმალური გადასახადი, რაც დაწესებული იყო სპორტული სკოლებისთვის და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს აღნიშნულ სასწავლებლებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 21:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს და ვემზადებით გამარჯვებისთვის

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადანაწილებულია და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ თუ ცვლილებებს კენჭისყრის დროს საფრთხე შეექმნება, ოპოზიციამ ეს „ქართულ ოცნებას“ გადააბრალოს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 21:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პირობა ძალაშია და ჩვენ რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

„რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება ამ ცვლილებებს იმ თანაფარდობით მაინც, რომ მინიმუმ ჩვენ უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმების რაოდენობა, რასაკვირველია, საფრთხე ემუქრება ამ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვაკისრებდა პასუხისმგებლობას, როდესაც ვადის გადმოწევის ინიციატივა ჩავარდა და ეს ვადის გადმოწევის ინიციატივა საჯარო კომუნიკაციაში გაუთანაბრეს კიდეც პროპორციულ არჩევნებს. ანუ ამბობდნენ, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდაო. სინამდვილეში ჩვენს მიერ არის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩაწერილი. რაც ჩავარდა, ეს იყო ვადის გადმოწევის ინიციატივა.

04 ივნისი 2020, 21:26

COVID19

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის დასაფინანსებლად 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 21:17

პოლიტიკა

მარიამ ჯაში 8 მარტის შეთანხმებაზე: თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას

ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის წყალობით, მოვახერხეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავტეხეთ და მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე. უაღრესად მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყონ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას.

04 ივნისი 2020, 21:17

მსოფლიო

ირანმა 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვეტერანი გაათავისუფლა

თეირანიდან უაითი შვეიცარიაში გადაიყვანეს, საიდანაც სამშობლოში შვეიცარიის სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნებენ. უაითს 13 წლიანი პატიმრობა ირანის ხელისუფლების შეურაცხყოფის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. ციხეში ის კორონავირუსით დაინფიცირდა.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.

04 ივნისი 2020, 20:57

სამართალი

პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს.

04 ივნისი 2020, 20:54

COVID19

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრენტ შეფსის განმარტებით, გამონაკლისი ბავშვებისთვის, მოხუცებისა და იმ პირებისთვის გაკეთდება, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას

მმართველი პარტია ყოველთვის მომხრეა მაჟორიტარული სისტემის, თუმცა „ქართული ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.