23 მაისი 2020, 11:45 / სანდო წყარო

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ - დეტალურად

საქართველოში 23 მაისის 00:00 საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს.

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.

მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);

სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);

სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.

დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.

მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).

შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.

სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);

სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);

სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

ყველა სიახლე

30 მაისი 2020, 14:58

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ერთი თვის მარაგს საჩუქრად მიიღებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთი თვის მარაგს მიიღებენ. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს რუხის საბავშვო ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დაესწრნენ.

30 მაისი 2020, 14:52

სპორტი

სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებმა 2 მეტრზე მეტი დისტანცია უნდა დაიცვან - მთავრობის პროტოკოლი

საქართველოს მთავრობის მიერ სპორტსმენებისთვის შემუშავებული დროებითი პროტოკოლის თანახმად, წვრთნებისა და შეჯიბრებებისას, სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება 2 მეტრზე მეტი დიტანციის დაცვა. ამასთან, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

30 მაისი 2020, 14:47

სპორტი

სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება არ იქნებათ - მთავრობის პროტოკოლი

სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

ნათია თურნავა

30 მაისი 2020, 14:43

რეგიონი

ნათია თურნავა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა. მინისტრმა ელექტროგამათბობლებისა და მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ საწარმობის მხარდაჭერა, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია.

რობოტი ლეპტოპი

30 მაისი 2020, 14:31

ტექნოლოგიები

Microsoft-ი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

30 მაისი 2020, 14:29

სპორტი

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 14:20

COVID19

ბელარუსი მეცნიერების თქმით, ქვეყანაში დაავადების სამი ტალღა მძვინვარებს

ბელარუსში ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კორონავირუსის სამი ტალღა მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პაველ გრინჩუკმა განაცხადა.

გრაიმსი სული

30 მაისი 2020, 14:16

ტაბლოიდი

ილონ მასკის პარტნიორი, მომღერალი გრაიმსი თავისი სულის ნაწილს ყიდის

„ძალიან მინდოდა ჩემს იურისტთან ერთად ხელოვნების ნიმუში შემექმნა. იურიდიული საბუთის ფორმის ფანტასტიკური არტის იდეა საინტერესოდ მომეჩვენა“, - ამბობს გრაიმსი.

30 მაისი 2020, 14:05

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 28 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა უკვე 162 120 შეადგინა. მათგან 4 489 ადამიანი გარდაიცვალა, 125 963 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 13:59

სამართალი

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 პირი დააკავა

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საფრანგეთი პარიზი პარკები

30 მაისი 2020, 13:56

COVID19

პარიზში კორონავირუსის გამო დაკეტილი პარკები გაიხსნა

მოსახლეობას გარკვეული შეზღუდვების დაცვა მოუწევთ. საუბარი პირველ რიგში სოციალურ დისტანციაზეა. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მოსახლეობას ასევე პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

ლორი ლაითფუტი

30 მაისი 2020, 13:52

მსოფლიო

ჩიკაგოს მერი: ტრამპს ორ სიტყვას ვეტყვი - პირველი f-ზე იწყება, ხოლო მეორე არის you

ჩიკაგოს მერმა, ლორი ლაითფუტმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Chicago Sun Times-ი ავრცელებს.

30 მაისი 2020, 13:42

ტაბლოიდი

ბრიტანელი კერძო თვითმფრინავით სანაპიროს ნაცვლად, შეცდომით სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა

კაცი კერძო თვითმფრინავით, სარიდან, უელსში გაფრინდა და შემთხვევით სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. სამეფო საჰაერო ძალების ბაზა სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო. თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, კაცმა რამდენჯერმე სცადა საჰაერო ბაზასთან დაკავშირება ადგილთან მიახლოებისას, თუმცა უშედეგოდ. ყველაფრის მიუხედავად მან სარემონტო სამუშაოების გამო დახურულ ტრასაზე დაშვება მაინც განახორციელა.

იგორ ლევიტი

30 მაისი 2020, 13:33

კულტურა

გერმანელი პიანისტი 20-საათიან კონცერტს გამართავს

მუსიკოსი ერიკ სატის Vexations-ს დაუკრავს. ეს მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნაწარმოებია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ნოტისგან შედგება, რომლებიც პიანისტმა 840-ჯერ უნდა გაიმეოროს. კონცერტი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მსურველები 33 წლის პიანისტის სოციალურ ანგარიშებზე შეძლებენ.

ამირან გამყრელიძე

30 მაისი 2020, 13:31

COVID19

საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა ექიმი იყოს

საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არაა ისეთი მატება, რომელსაც სისტემა ვერ გაუმკლავდება.

30 მაისი 2020, 13:24

ტექნოლოგიები

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა. Cessna Caravan-ი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 9 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი ფრენა 30 წუთი გრძელდებოდა და თვითმფრინავმა 183 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

30 მაისი 2020, 13:21

საზოგადოება

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა. ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით ბაზარში მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

30 მაისი 2020, 12:56

მსოფლიო

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის ცხედარი ამ ეტაპზე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ახლობლებთან კონტაქტში იმყოფება.

30 მაისი 2020, 12:53

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 181 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 181 196-ს შეადგენს. დღე-ღამეში 39 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 489-მდე გაიხარდა.

ლიბია ფული

30 მაისი 2020, 12:41

მსოფლიო

მალტაზე რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ დაბეჭდილი $1,1 მილიარდის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული ამოიღეს

მალტის ხელისუფლებამ ამოიღო 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული, რომელიც რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ დაბეჭდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ლიბიაში დესტრუქციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს.