imedi /  23 მაისი 2020, 12:09 / სანდო წყარო

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთი სასწრაფო

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 335 882-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 139 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 3 388-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 8 111-მა ადამიანმა დაამარცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მარიამ კუბლაშვილი

25 მაისი 2020, 20:43

სამართალი

მარიამ კუბლაშვილი: საბედნიეროდ, წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე არ არის, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა

„თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს“, - ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Facebook-ზე წერს.

25 მაისი 2020, 20:42

სამართალი

თუ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძალადე არ არის. თუ სასამართლო ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ ჩოგბურთელი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

25 მაისი 2020, 20:33

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოცდა დროებით შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოცდა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 20:18

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილი ცოლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული $100 000-ის გადახდა შეაჩერა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნეკა დოროყაშვილს აღარ გადაუხდის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერმა „ლიკუდის“ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაცია

25 მაისი 2020, 20:12

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მარინა ენდელაძე

25 მაისი 2020, 20:10

COVID19

მარინა ენდელაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დეზინფორმაციაა

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

25 მაისი 2020, 19:54

COVID19

შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო რბილი მიდგომა იყო მიღებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2020, 19:42

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე

25 მაისი 2020, 19:35

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი: მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:34

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:28

საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

25 მაისი 2020, 19:21

COVID19

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირების შეძენის გამო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირება შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:20

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 მაისი 2020, 18:58

COVID19

დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც აქამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.

25 მაისი 2020, 18:53

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 340 ადამიანი ემსხვერპლა. ინფექცია 156 827 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 118 694 გამოჯანმრთელდა.

25 მაისი 2020, 18:47

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა მოხსნა

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გოჩა ლორთქიფანიძე

25 მაისი 2020, 18:38

სამართალი

გოჩა ლორთქიფანიძე: 2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს კომპენსაციის სახით დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია, - ამის შესახებ იურისტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მინისტრის მოდგილემ პარლამენტში მის მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მომენტის გამო.

25 მაისი 2020, 18:34

საზოგადოება

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპლაიტეტის სოფელ ტვიბში მდინარე მუხრა ადიდდა, საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უამინდობოს გამო დაზიანებული გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტირსთვის არის შესაძლებელი.

25 მაისი 2020, 18:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: აპრილში კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა.