imedi /  23 მაისი 2020, 15:26 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თმით, არსენ ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ საქართველოს კორონავირუსის სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ცერცვაძეს მიაჩნია, რომ მეზობელი ქვეყნის მინისტრმა საქართველოს მიმართ რიგი არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები გამოთქვა.

„არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 728 დადასტურებული შემთხვევა , მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 6302 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 77 გარდაიცვალა. ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია“, - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ტესტირების ჩატარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება, რაშიც დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას მიუძღვის. ამიტომ ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს“, - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით ( სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის და ალგორითმის მიხედვით, PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული სამედიცინო სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კორონავირუსთან გამკლავებისთვის მაღალ შეფასებას იღებს და ქვეყნის პროტოკოლის ეფექტიანობაში დასარწმუნებლად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში დაპატიჟა.

„საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში. თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ყველა სიახლე

ჩჟაო ლიცზიანი

03 ივნისი 2020, 14:30

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის მთავრობა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონკრეტულ ზომებს მიიღებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს მიიღებს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 14:29

პოლიტიკა

კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო. ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ თანამდებობა, თბილისის მერმა ასე უპასუხა: „თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. არა“, - განაცხადა კალაძემ. დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

03 ივნისი 2020, 14:26

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

სართიჭალაში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“

03 ივნისი 2020, 14:24

ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში სამაცივრე მეურნეობა „აგროკომპლექსი“ დაიწყებს ფუნქციონირებას

თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ ამოქმედდება. როგორც თიბისი-ში აცხადებენ, მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.

03 ივნისი 2020, 14:23

ეკონომიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხის აღების მსურველ მოქალაქეებს ანგარიშიდან თანხას თაღლითურად აჭრის

ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ დარეკლამებული პოსტები არ წყდება. ვებგვერდზე შესულ მომხმარებლებს კი კომპანია, საკომისიოს სახით, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%-ია, ხოლო მაქსიმალური, 365% გახლავთ, როგორც ჩანს, მომხმარებლები კომპანიას მაინც მიმართავენ.

კორონავირუსი ირანი

03 ივნისი 2020, 14:14

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 3 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირებულთა ასეთი მაღალი რიცხვი 31 მარტს დაფიქსირდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 160 696-მდე გაიზარდა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:12

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია

„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. „ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 14:09

სამართალი

27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის და შსს-ს მთავარ სამმართველოში დაიბარეს

ვეფხვაძეების ოჯახი გიორგი რურუას გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. „ქრონიკა“ 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მიას ესაუბრა, რომელიც რურუას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მისი ოჯახი თავს უფრო დაუცველად იგრძნობს, რადგან მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

03 ივნისი 2020, 14:06

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა. როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავდა და ახლა ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება 1-ელ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

ციკლონი ნისარგა

03 ივნისი 2020, 14:01

მსოფლიო

მუმბაიდან ციკლონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის კოვიდინფიცირებულების ევაკუაცია განხორციელდა

„ნისარგა“ ბოლო 129 წლის განმავლობაში პირველი ციკლონია, რომელიც მუმბაის დაატყდება თავს. სპეციალისტების პროგნოზით, სტიქია ქალაქში დღის ბოლომდე მიაღწევს და მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრი იქნება.

პაატა დავითაია

03 ივნისი 2020, 13:48

პოლიტიკა

პაატა დავითაია: მაჟორიტარებზე შეთანხმება შეიძლება თბილისთან დაკავშირებით მოხდეს

„ლელოს“ გადაწყვეტილება სურათს რადიკალურად ცვლის. „ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები, როგორ წარვსდგეთ ერთიან ფორმატში. ახლა რომ ითქვას, რომ ოპოზიცია შეთანხმებულია ერთიან მაჟორიტარებზე - ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ შეთანხმება შეიძლება მოხდეს თბილისთან დაკავშირებით, ყველა ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებას ეჭვის თვალით ვუყურებ“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

03 ივნისი 2020, 13:45

რეგიონი

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ ოჯახს სასაჩუქრე კალათები გადასცა

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სასაჩუქრე კალათები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ირლანდიის ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნანა თავდუმაძემ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, ერგეტასა და ცვანეში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს გადასცეს.

03 ივნისი 2020, 13:43

ეკონომიკა

როდიდან აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. .

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:40

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: პრემიერობის საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას

„ჩემი საქმე არ არის როგორ შეარჩევს სხვა, ისევე როგორც არავის საქმე არაა ჩვენ როგორ შევარჩევთ. საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას. ჩვენ გვყავს ორი-სამი კანდიდატი, რომელსაც ვიხილავთ.ბუნებრივია მოიაზრებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები ასევე ვფიქრობთ ტექნიკურ კანდიდატზეც“, - ამბობს ბობოხიძემ.

03 ივნისი 2020, 13:32

ეკონომიკა

bloomberg-ზე დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება

დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. bloomberg-ზე ბოლო მონაცემებით (13:22), 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,03 ლარია. ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით, გამყარება 30 მაისიდან დაიწყო. მაშინ 1 დოლარის ღირებულება 3,18 ლარი იყო, 3 ივნისის მონაცემებით კი 1აშშ დოლარი 3,07 ლარი ღირს.

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:29

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში კანდიდატებად სხვა პარტიების წარმომადგენლების წარდგენისთვის მზად არის

„დღეს ბიძინა ივანიშვილი მთელ თავის პროპაგანდას მასსა და მიხეილ სააკაშვილის ბრძოლაზე აგებს. აუცილებელია ეს წაიშალოს და ამისთვის საჭიროა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“ არჩევნებში მონაწილეობა სხვა პარტიებმაც მიიღონ. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩვენც რომელიმე ოლქი სხვა პარტიებს არ დავუთმეთ, ასეთ შემთხვევაში ისევ ორი პარტიის ბრძოლა იქნება. „ევროპული საქართველო“ ამ დათმობისთვის მზად ვართ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ იგივე განწყობა იყო, თუმცა ახლა მათ ნაცვლად საუბარი აღარ შემიძლია“, - ამბობს ბობოხიძე.

03 ივნისი 2020, 13:26

საზოგადოება

მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა კვალიფიკაცია აიმაღლა

2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მასალები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიასკოლამ გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია.

გიორგი გაჩეჩილაძე

03 ივნისი 2020, 13:17

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე: ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლები მახსენდება

„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს, - ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

კორონავირუსი ცხინვალის რეგიონი

03 ივნისი 2020, 13:06

COVID19

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.