imedi /  23 მაისი 2020, 16:55 / სანდო წყარო

ესპანურმა ფეხბურთმა, 8 ივნისიდან განახლების უფლება მიიღო

ესპანურმა ფეხბურთმა, 8 ივნისიდან განახლების უფლება მიიღო, ლა ლიგის გუნდები უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, ქვეყანა ფეხბურთის განახლებისთვის 8 ივნისიდან მზად იქნება.

ლა ლიგა სავარაუდოდ 12 ივნისიდან განახდლება. „ბარსელონა“ ლა ლიგის სათავეშია, მეორე ადგილზე კი მადრიდის „რეალი“ იმყოფება, სულ 11 თამაშია დარჩენილი.

ყველა სიახლე

შალვა კიკნაველიძე

04 ივნისი 2020, 17:26

პოლიტიკა

შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტკი ავრცელებს.

უკრაინის პარლამენტი

04 ივნისი 2020, 17:25

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

უკრაინის პარლამენტის წევრებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რაც, წარმატების შემთხვევაში, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას გამოიწვევს, - ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინელი დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი ირინა გერაშჩენკო წერს.

ანზორ ბიწაძე

04 ივნისი 2020, 17:25

პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: არანაირი რევოლუციური და ლეწვა-მტვრევის სცენარი არ განიხილება

არანაირი რევოლუციური და ლეწვა-მტვრევის სცენარი არ განიხილება და ვერც განიხილება იქ სადაც ჩვენ ვართ, ეს ქვეყანას არ სჭირდება - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე გიორგი არველაძის განცხადებას. „რადიკალური სცენარი რომ არ განვითარდეს და ვინმეს ლეწვა-მტვრევისკენ რომ არ წაუცდეს ხელი, ამიტომ არის საჭირო ამდენი პოლიტიკური პარტია იყოს კოორდინაციაში“- აღნიშნა ბიწაძემ.

ნენსი პელოსი

04 ივნისი 2020, 17:25

მსოფლიო

ნენსი პელოსი: თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა თეთრ სახლს დასცინა. „ვფიქრობ, მათ ჰალუცინაციები აქვთ“, - განაცხადა პელოსიმ. წარმომადგენელთა პალატის ლიდერი ნენსი პელოსი ამით ტრამპის პრეს-მდივნის, კეილი მაკინანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი უინსტონ ჩერჩილსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა.

გიგი უგულავა

04 ივნისი 2020, 17:21

პოლიტიკა

გიგი უგულავა: გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს არაფერზე, არ ვეთანხმები არანაირ რევოლუციას

გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს - ასე ეხმაურება გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის გიორგი არველაძის განცხადება, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით. „გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს არაფერზე. 8 წელია არ მინახავს. არ ვეთანხმები არანაირი რევოლუციას. არჩევნებს აქვს აზრი და მასში დამარცხდება „ქართული ოცნება““, - განაცხადა გიგი უგულავამ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერზე დაწერა, რომ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის საზოგადოება მზად იქნება.

სოზარ სუბარი

04 ივნისი 2020, 17:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: რამდენიმე მათგანის პარლამენტში მოხვედრა მათი დიდი წარმატება იქნება

„აღარ იციან ვინ რა პოსტს მოერგოს და რა გაინაწილოს, თავიანთ ოცნებებს ელოლიავებიან. მშვიდად და წყნარად იყვნენ, რამდენიმე მათგანი თუ პარლამენტში მოხვდა, ეს მათი ძალიან დიდი წარმატება იქნება. ბარიერს ერთ პროცენტამდე იმიტომ ვწევთ, რომ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი ჰქონდეთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ნინო ციციაშვილი

04 ივნისი 2020, 17:15

სამართალი

შსს ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია

„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში წარადგინა.

04 ივნისი 2020, 17:10

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში: საქართველო, როგორც COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში

საქართველო, როგორც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთში facebook-ის გვერდზე წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გაერთიანებული სამეფოს მოწვევით პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს „გლობალურ ვაქცინაციის სამიტში“.

ბექა დოჭვირი

04 ივნისი 2020, 17:03

საზოგადოება

ბექა დოჭვირი: სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან და ვცდილობთ, მათი ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულოთ“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ეროვნული მუზეუმის ციფრული ექსპონატები

04 ივნისი 2020, 16:57

კულტურა

ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) თანამშრომლობის შედეგად, ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებითვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ძვ. წ. III-II საუკუნეებით დათარიღებული ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ვანის ახალ მუზეუმში გამოიფინება.

შოთა რეხვიაშვილი

04 ივნისი 2020, 16:55

რეგიონი

შოთა რეხვიაშვილი: თეთრიწყაროს რაიონში 55 ინფიცირებულიდან კლინიკაში მხოლოდ 5 რჩება

ეს იყო ბოლო მუნიციპალიტეტი, სადაც აქამდე მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები. მე ვულოცავ მოსახლეობას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში თეთრიწყაროს რაიონის გახსნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

04 ივნისი 2020, 16:53

საზოგადოება

მთავრობის ანგარიში: ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები 10-ჯერ და მეტჯერ შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შეთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

მედლინ მაკკანი

04 ივნისი 2020, 16:50

მსოფლიო

გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ 2007 წელს გაუჩინარებული მედლინ მაკკანი დაიღუპა

სამართალდამცველებს ეჭვმიტანილიც ჰყავთ - გერმანიის 43 წლის მოქალაქე კრისტიან ბ., რომელიც ახლა ციხეში სასჯელს სხვა დანაშაულზე იხდის. გამოძიება ვარაუდობს, რომ 13 წლის წინ ის 3 წლის მედლინის გაუჩინარების ადგილას, პორტუგალიაში იმყოფებოდა.

ისრაელი

04 ივნისი 2020, 16:48

მსოფლიო

ისრაელის პარლამენტში სხდომა ჩაიშალა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ისრაელის პარლამენტში სესია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ქნესეთის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო კომიტეტის ყველა შეხვედრა გადაიდო, პარლამენტის თანამშრომლებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

04 ივნისი 2020, 16:46

ეკონომიკა

სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობით 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა

სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

04 ივნისი 2020, 16:46

მსოფლიო

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაუქმდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღლუმის ნაცვლად, პარიზში, კონკორდის მოედანზე საზეიმო ცერემონია გაიმართება. მასში მონაწილეობას ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები და ასევე ის ექიმები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივნისი 2020, 16:38

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს. საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.

ხათუნა ზახაშვილი

04 ივნისი 2020, 16:31

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ზაფხულში ვირუსის გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა გვექნება და შესაძლოა იმაზე მეტი ინფიცირებული ვიხილოთ, ვიდრე გაზაფხულზე გვყავდა, - ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.​

მთავრობის კანცელარია

04 ივნისი 2020, 16:23

COVID19

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით - ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

04 ივნისი 2020, 16:22

COVID19

მთავრობის ანგარიში: საგანგებო მდგომარეობის დროს შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელთა შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისთვის

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.