IMEDI /  23 მაისი 2020, 20:36 / სანდო წყარო

ბათუმში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბოლო ორი პაციენტი კლინიკიდან მედპერსონალმა ტაშით გააცილა. ვიდეო

გამოჯანმრთელებულები მედპერსონალმა საზეიმოდ გააცილა. ორივე ქალბატონს მოგზაურობის ისტორია აქვთ, ისინი კარანტინიდან შემოვიდნენ კლინიკაში. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კი საკარანტინო სივრცეს დაუბრუნდებიან.

აჭარაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. 30 აპრილიდან კი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯამში 70 პაციენტმა დაამარცხა კოვიდ 19, ორი კი გარდაიცვალა.

აჭარამ დღეს მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.

ყველა სიახლე

ჯორჯ ფლოიდი

04 ივნისი 2020, 10:15

მსოფლიო

მინესოტაში პოლიციის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. NBC-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თბილისი შუშის ხიდი

04 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

airBalticBlog-ი საქართველოზე: იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად

„თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ - წერია სტატიაში.

დავით არახამია

04 ივნისი 2020, 09:49

მსოფლიო

უკრაინის მმართველი პარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებით უკმაყოფილოა

„პირველ ტრანშს stand-by პროგრამის ფარგლებში მომავალ კვირას ველოდებით, მომავლისთვის კი არსებობს სსფ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი პროგრამა, რომლის რამდენიმე პუნქტიც არც უკრაინული საზოგადოებისა და არც პარლამენტისთვის მისაღები არ არის. კომპრომისის მიღწევის შანსი მცირეა. ამიტომ, ხისტი მოლაპარაკებებია საჭირო, რომელიც დიდი ალბათობით, შედეგს გამოიღებს,“-აღნიშნა არახამიამ.

ჯო ბაიდენი

04 ივნისი 2020, 09:41

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 11%-ით უსწრებს

ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მხარს რესპოდენტთა 52 % უჭერს, თეთრი სახლის ლიდერს კი ხმას გამოკითხულთა 41% აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშში 3 ნოემბერს ჩატარდება.

კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 09:31

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 349 ადამიანი გარდაიცვლა

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 1 349 ადამიანი გარდაიცვლა, ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვი 32 568-მდე გაიზარდა.

გამოცდები ერთიანი ეროვნული

04 ივნისი 2020, 09:19

საზოგადოება

ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში.

კანის კინოფესტივალი

04 ივნისი 2020, 09:01

კულტურა

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება, საკონკურსო არც ერთი სექცია არ იქნება. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა.

ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთი

04 ივნისი 2020, 08:53

საზოგადოება

ბულგარეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ნაბიჯი, რაც ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

ჯიმი კარტერი

04 ივნისი 2020, 08:44

მსოფლიო

ჯიმი კარტერი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

„მე და როზალინი ძალიან განვიცდით რასობრივ უსამართლობას და მის შედეგად გამოწვეულ რეაქციას. ჩვენი გულები მათთან არის, ვინც დაკარგა ოჯახის წევრი და მათთანაც, ვინც ახლა თავს უიმედოდ გრძნობს რასობრივი დისკრიმინაციის გამო, თუმცა ძალადობა, იქნება ის სპონტანური თუ განზრახული, გამოსავალი არ არის“, – წერს ამერიკის 39-ე პრეზიდენტი.

კორონავირუსი აფხაზეთი

04 ივნისი 2020, 08:38

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაავადებულები კურსანტები არიან, რომლებიც 2 დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. მათ ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ და შვიდის პასუხის დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კორონავირუსი მსოფლიო

04 ივნისი 2020, 08:29

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა

პირველ ადგილს ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები იკავებს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამე პოზიციაზე კი- რუსეთი, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა და 5 ათასზე მეტი დაავადდა. ევროპაში COVID-19 ით ყველაზე მეტი, 359 ადამიანი ბრიტანეთში დაიღუპა.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 08:25

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს

„დღეს ვისმენთ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს. 2019 წელი არ იყო მარტივი წელი საქართველოს ეკონომიკისთვის. არის 2 საკითხი, რომელიც პრობლემატურია ქართული საზოგადოებისთვის: ლარის კურსი და მაღალი ინფლაცია. ეს არის ის 2 პრობლემა, რომელზეც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას. რამდენად გაუმკლავდა ამ პრობლემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ანგარიშიდან მოვისმენთ და გავიგებთ და მივცემთ შესაბამის შეფასებასაც“, - განაცხადა კოვზანაძემ.

სოზარ სუბარი

04 ივნისი 2020, 08:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: ცდილობენ ერთმანეთი ჩარეცხონ და აღარ იციან ვინ რა პოსტზე გაანაწილონ

„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შეთანხმება ჩავარდეს, იმიტომ რომ იციან, რომ წააგებენ არსებული მოდელითაც, 120/30-ზეც და სრულიად პროპორციული რომ იყოს. ქართული ანდაზა გვაქვს ერთი - დათვი ტყეში დარბოდა და მონადირეები ტყავს ინაწილებდნენ. იმ დათვს ვერ მოკლავენ ესენი, არც თვითონ არიან მონადირეები და ერთმანეთის ჭამაზე გადავლენ, დაწყებული აქვთ უკვე“, - აცხადებს სუბარი.

04 ივნისი 2020, 08:12

COVID19

კორონავირუსი: ვითარება რეგიონებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 20 მცხოვრების ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი. 12 მათგანი სოფელი მუშევანიდანაა, რვა ცხელების ცენტრის პაციენტი და სასწრაფოს პერსონალის წარმომადგენელი.

საქართველოს პარლამენტი

04 ივნისი 2020, 08:03

პოლიტიკა

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან 8 მარტს დადებული შეთანხმება, მათი აზრით, ბოლომდე არ შესრულებულა. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

04 ივნისი 2020, 08:00

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 30 პაციენტი განაგრძობს, აქედან 9-ს კორონავირუსი აქვს. დღეს 5 პაციენტს გაუკეთდება განმეორებითი რეტესტირება COVID-19-ზე. ყველა პაციენტის მდგომარეობა დმაკმაყოფილებელია.

ბარაკ ობამა

04 ივნისი 2020, 02:09

მსოფლიო

ბარაკ ობამა: შექმნილი ვითარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმუშაოთ, რათა გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ამერიკა შევცვალოთ და ჩვენი ქვეყნის იდეალები ცხოვრებაში დავნერგოთ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ფერადკანიან ახალგაზრდებს მესიჯით მიმართა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 01:33

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ე.წ. ნაც კლასტერი და მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები და კორონა გაერთიანდა

შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, როგორ მოქმედებდა ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ჯგუფი კორონამდე, რას აკეთებდნენ პოლიციელებზე ძალადობის მხრივ, პარლამენტის შტურმის აღების ღამეს და კრონას პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო სოლიდარული ხელისუფლების მიმართ, ეს ოპოზიციური ჯგუფები ე.წ. ნაც კლასტერი და მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები და კორონა გაერთიანდა. საზოგადოება და „ქართული ოცნება“ იყო ერთიანი იმ პრინციპებსა და სულისკვეთებაში, რომ ერთობლივი ძალებით უნდ გვებრძოლა კორონას წინააღმდეგ და მეორე მხარეს აღმოჩნდა ეს მარგინალური ჯგუფი კორონასთან ერთად. შესაბამისად, ასე იქნება ბოლომდე და ამის გვირგვინი იქნება კიდევ ერთხელ არჩევნები, თუმცა იქამდე მათ შეუძლიათ აქედან თავის დაღწევა ცვლილებებისითვის მხარის დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფები მხარს არ დაუჭერენ, კიდევ ერთხელ მოხდება უკვე არაერთგზის მათი ლუსტრაცია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 01:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 6 მილიონამდე თანხის გადახდა გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დარღვევებისთვის

ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს, მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს გუნდი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა