25 მაისი 2020, 10:08 / სანდო წყარო

გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 178 570-მდე გაიზარდა

გერმანიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 178 570-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ინფიცირებული. ამ დრომდე გერმანიაში ვირუსს 8 257 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 იანვარს დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 5 502 610 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 2 303 369 და გარდაიცვალა 346 761 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ენიო მორიკონე

07 ივლისი 2020, 17:15

სპორტი

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ყველა შეხვედრის დაწყებამდე ენიო მორიკონეს ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ყველა შეხვედრის დაწყებამდე ენიო მორიკონეს ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ფეხბურთელები მოედანზე სერია ა-ს ჰიმნის ნაცვლად, ლეგენდარული კომპოზიტორის მიერ შექმნილი კომპოზიციის Once upon a time in america-ის ფონზე გავლენ. ენიო მორიკონე 1928 წლის 10 ნოემბერს რომში დაიბადა და რამდენიმე დღის წინ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 500-ზე მეტი ფილმისა და სერიალის მუსიკის ავტორი და ამავდროულად ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მორიკონე 3-ჯერ „ოქროს გლობუსის“, ორჯერ „ოსკარისა“ და ერთხელ კი „გრემის“ მფლობელი გახდა.

07 ივლისი 2020, 17:12

ეკონომიკა

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.

ზაალ უდუმაშვილი

07 ივლისი 2020, 17:10

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვართ ერთობის მომხრე და ამ შეთანხმებას დავიცავთ

ჩვენ ვართ ერთობის მომხრე, არა მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ფარგლებში და ჩვენ ამ შეთანხმებას დავიცავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 17:08

სპორტი

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა წყალბურთელებმა ვარჯიში განაახლეს

თითქმის ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქართველმა წყალბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. თბილისის „დინამომ“, რომლის ძირითად ბირთვს ეროვნული ნაკრების წევრები წარმოადგენენ, დღეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, გელა ტუკვაძის ხელმძღვანელობით ივარჯიშა. საწყის ეტაპზე აქცენტი უბურთოდ ვარჯიშზე კეთდება და წვრთნები რეგულაციების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. აგვისტოში საქართველოს ჩემპიონატი პლეი-ოფის შეხვედრებით გაგრძელდება. ნოემბრიდან კი თბილისის „დინამო“ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.

ზაალ უდუმაშვილი

07 ივლისი 2020, 17:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი ჩარკვიანის კანდიდატურაზე: ჩვენთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი თაკო ჩარკვიანის, „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატურას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.

07 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

„ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა

„მენტალ ჰაბი“ მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.

07 ივლისი 2020, 16:59

ეკონომიკა

გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-17 კორპუსში წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.

07 ივლისი 2020, 16:51

საზოგადოება

კელი დეგნანი გორში იმყოფება

გორს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის, ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელის შენობის რეაბილიტაციაც USAID-ის პროექტის „ზრდა“-ს დახმარებით გასულ წელს განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 16:49

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსი კიდევ 2 637 ადამიანს დაუდგინდა, 200 კი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. შედეგად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 245 688-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 931-ს გაუტოლდა.

ევო მორალესი

07 ივლისი 2020, 16:49

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტი ევო მორალესი ტერორიზმში დაადანაშაულეს

როგორც უწყებაში აცხადებენ, გასულ წელს თანამდებობიდან გადადგომისა და საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ, მორალესი თავის მხარდამჭერებს უკანონო საქმიანობისკენ მოუწოდებდა. ამის მაგალითად პროკურატურად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც ექსპრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას თითქოს თავის მომხრეებს ბოლივიის რამდენიმე ქალაქისთვის საკვების მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტომ ჰენქსი

07 ივლისი 2020, 16:49

კულტურა

ტომ ჰენქსმა განაცხადა, რომ პატივს არ სცემს მათ, ვინც პირბადეს არ ატარებს

„არ მესმის, უბრალოდ, არ მესმის. ეს ხომ ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ პირბადეს არ ატარებთ, არ იბანთ ხელს, არ იცავთ სოციალურ დისტანციას, მაშინ პატივს არ გცემთ. თქვენ არგუმენტებს არ ვიზიარებ“, - განაცხადა მსახიობმა.

კოლექტიური იმუნიტეტი

07 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ესპანეთში გამოკვლეულ 60 ათას ადამიანს შორის ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა

ესპანეთში 60 ათასი ადამიანის გამოკვლევის შედეგად კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზღვისპირა რეგიონებში ანტისხეულების გავრცელება 3%-ზე დაბალი იყო.

07 ივლისი 2020, 16:38

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გადადებული შეხვედრა სავარაუდოდ 31 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გადადებული შეხვედრა სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას რუსეთის რაგბის კავშირის დირექტორი სერგეი მარკოვი ავრცელებს, რომელიც ამავდროულად „რაგბი ევროპის“ წევრიცაა. ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილია სხდომა, სადაც „რაგბი ევროპის“ მატჩების გამართვის საბოლოო თარიღები დადგინდება. 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატში ქართველ მორაგბეებს ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული აქვთ, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგეს და უშუალო კონკურენტებს 10 ქულით უსწრებენ. რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხებას უკვე ზედიზედ 18 თამაშია ვერ ახერხებს.

ბექა ფერაძე

07 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე შემოწმების მიზნით 7 აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროში შემოწმების თაობაზე 7 აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაციიდან დაახლოებით 2 დღეში ყველა ობიექტზე ინსპექტირება განხორციელდება. 10 დღეში ერთხელ აუზებს დამატებითი კვლევების ვალდებულებაც ექნებათ. დარღვევის შემთხვევაში კი სანქცია 10 000 ლარი იქნება.

გურამ გიორბელიძე

07 ივლისი 2020, 16:31

სპორტი

გორის „დილას“ ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

გორის „დილას“ ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. 24 წლის მარცხენა მცველმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, 2022 წლის ზაფხულში ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი

07 ივლისი 2020, 16:27

ტაბლოიდი

პრინცები უილიამი და ჰარი პრინცესა დიანას მემორიალური ფონდის შემოსავლების გაყოფაზე შეთანხმდნენ

შესაბამის შეთანხმება პრინცების ფონდებს შორის გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგის ფონდი პრინცესა დიანას ფონდის შემოსავლის ნახევარს სასექსის ჰერცოგის ფონდში გადარიცხვას.

07 ივლისი 2020, 16:21

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 64 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 199 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 64 003-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 436 პაციენტი გარდაიცვალა, 51 120კი გამოჯანმრთელდა. 2 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხეს.

ანიეს კალამარი

07 ივლისი 2020, 16:19

მსოფლიო

გაეროს სპეცმომხსენებელმა ყასემ სულეიმანის მკვლელობას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა

გაეროს სპეცმომხსენებლის, ანიეს კალამარის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის კვლელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

მირიან ნიკოლაძე

07 ივლისი 2020, 16:14

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში

„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა“, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

რიონში მაშველები

07 ივლისი 2020, 16:10

სამართალი

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკა.