imedi /  25 მაისი 2020, 11:29 / სანდო წყარო

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით 633 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 643 246 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 97 720 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ხუან გუაიდო

02 ივლისი 2020, 16:28

მსოფლიო

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო

ბრიტანეთის მთავრობა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. Evening Express-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო განიხილავდა დავას ვენესუელის შიდაპოლიტიკური კონფლიქტის მხარეებს შორის, რომლებიც ინგლისის ბანკში შენახული 930 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების კუთვნილებაზე დავობდნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანი; ვახტანგ გომელაური

02 ივლისი 2020, 16:27

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა.

02 ივლისი 2020, 16:26

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. დაბა ტამისში რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებიდან 27 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მცხეთის-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრცია ავრცელებს.

გიორგი ახვლედიანი

02 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი სიტუაციის არეულობა და დაპირისპირებაა

ყველაზე გაუგონარი, არაადექვატური და აბსურდულია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო გარემო ყოფილიყო უკეთესი, მათ არჩევნებში წარმატებული შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შანსი ჰქონოდათ, უცებ აღარ იღებენ მონაწილეობას საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში, არც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობაში, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივლისი 2020, 16:23

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

2020 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

ვიქტორ ორბანი

02 ივლისი 2020, 16:20

COVID19

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ შეუშვებს

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ დაუშვებს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ სერბეთისთვის გაკეთდება.

გორის რაიონული სასამართლო

02 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი გააუქმა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს რჩევა დღესვე პირნათლად შესრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს „მინიშნებას მნიშვნელოვანს და მისასალმებელს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დღესვე შესრულდება ეს რჩევა და სამი მოსმენით დამტკიცდება საარჩევნო კოდექსი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 ივლისი 2020, 16:06

მსოფლიო

თურქეთმა საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურმა პარიზმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა ხმელთაშუა ზღვაში თურქულ და ფრანგულ ფრეგატებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.

კრისტიან ურსე; კახა კუჭავა

02 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

კახა კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. დიპლომატთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, კახაბერ კუჭავამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რაც მან საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის ფარგლებში გასწია.

მეი მასკი

02 ივლისი 2020, 15:51

კულტურა

ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

02 ივლისი 2020, 15:48

სამართალი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ​ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ

ენტონი ფაუჩი

02 ივლისი 2020, 15:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების რისკის წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ენრიკე

02 ივლისი 2020, 15:34

სპორტი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე ავტომანქანით კლდიდან გადავარდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე უმძიმეს ავარიაში მოყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Globoesporte ავრცელებს. „კრუზეიროს“ ნახევარმცველის მანქანა კლდიდან გადავარდა და მის გადასარჩენად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანის მისვლა გახდა საჭირო. ფეხბურთელს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ენრიკე „კრუზეიროს“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და გასულ სეზონში 33 შეხვედრაში ითამაშა.

02 ივლისი 2020, 15:32

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მახათას მთის ფერდობის მწვანე ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 15:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა

„ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე განაცხადა. „ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა. ამის რისკი ყოველთვის არსებობს. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. მათ შორის, ბუნებრივია, ეს სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაა.

02 ივლისი 2020, 15:12

პოლიტიკა

პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.

შარუნას იასიკიავიჩუსი

02 ივლისი 2020, 15:10

სპორტი

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სვეტისლავ პეშიჩი შარუნას იასიკიავიჩუსმა შეცვალა. 44 წლის ლიეტუველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როცა ის „ჟალგირისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. 2016 წელს კი ყოფილი გამთამაშებელი ლიეტუვური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 15:09

სამართალი

ირაკლი კობახიძე: მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც სამართალი მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება „ეს არ არის ერთადერთი და პირველი ფაქტი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც ამას სამართალი მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

მიანმარი მეწყერი ნეფრიტი

02 ივლისი 2020, 15:01

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა, როცა ნეფრიტის შახტთან ასობით ადამიანი დიდი ფირმების მიერ დატოვებული მინერალის ნარჩენებს ეძებდა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 50 დაღუპულის შესახებ