25 მაისი 2020, 16:21 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ვგეგმავთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციას მის განცხადებასთან დაკავშირებით

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან, იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

„თუ მას გარკვეული კითხვები გააჩნდა, რა თქმა უნდა, მას შეეძლო, გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა მის კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან, იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და შეძახილისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR-ტესტით ტესტირება. ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ყველა სიახლე

დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე)

13 ივლისი 2020, 15:39

საზოგადოება

მამა ანდრია: ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ

ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებიათ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ჟურნაისტებს განუცხადა.

13 ივლისი 2020, 15:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 34 397 ადამიანს დაუდგინეს, 1 146 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ჯამში, ვირუსი უკვე 13 062 579 ადამიანს დაუდასტურდა, 572 226 ინფიცირებული გარდაიცვალა, 7 610 598-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.

გიორგი ვოლსკი

13 ივლისი 2020, 15:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც სჩადიოდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, დღევანდელ ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 15:11

საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მესტიას სტუმრობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი 10-12 ივლისს მესტიას ეწვია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 15:06

სპორტი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა. FIE-ს აღმასკომის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს და ყველა კონფედერაციასა და ეროვნულ ფედერაციას, აღმასკომის გადაწყვეტილებებთან ერთად, FIE-ს პრეზიდენტის მიმართვაც გაეგზავნა.

დავით ზალკალიანი

13 ივლისი 2020, 15:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი 13-14 ივლისს პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან.

კობა კობალაძე

13 ივლისი 2020, 15:01

სამართალი

კობა კობალაძე შვილზე: გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, 20 წლის ადამიანია

მესმის ახალგაზრდების სისხლის ჩქეფაც, შემართებაც, ჩხუბიც მესმის, მაგრამ სისასტიკეს ვერ ვიგებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი მის შვილთან დაკავსირებით მომხდარ ფაქტზე გააკეთა.

ზაზა გაბუნია

13 ივლისი 2020, 14:57

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა.

ირაკლი კოვზანაძე

13 ივლისი 2020, 14:57

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche-მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​.

13 ივლისი 2020, 14:51

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს

ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირივ თანამშრომლებს შეხვდა.

13 ივლისი 2020, 14:48

რეგიონი

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთის ქუჩები დაიტბორა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე არის ძლიერი ღელვა და ვერ ხერხდება წყლის გადადინება. მერიის განცხადებით შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც დაითვლის მისახლეობისათვის მიყენებულ ზარალს და ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.

კატოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

13 ივლისი 2020, 14:38

საზოგადოება

ილია მეორე: ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მსახურების ბოლოს მრევლი დალოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა, პატრიარქმა აღნიშა, რომ ადმიანი ღვთის მადლის მიმღები უნდა იყოს და მადლობა შესწიროს მას ამისთვის.

13 ივლისი 2020, 14:30

COVID19

არჩილ თალაკვაძე: პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო ​კორონავირუსთან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდსიტუაციას ინარჩუნებს

„იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2020, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ჩვენ ვხედავთ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 14:18

პოლიტიკა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა. პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ გაზეთის გამოშვებას იწყებს, ასევე ჩაეშვება ვებგვერდი, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება, დააკვირდეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესს.

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 14:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების განხილვას შეძლებს

„სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ აღნიშნული ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც, ალბათ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებაზე“.

 „სი-თი პარკის “ ჯარიმები

13 ივლისი 2020, 14:11

საზოგადოება

„სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან. კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.

არჩილ თალაკვაძე

13 ივლისი 2020, 14:05

COVID19

არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

13 ივლისი 2020, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 32 151-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 573 პაციენტი გარდაიცვალა, 19 865 კი გამოჯანმრთელდა.

13 ივლისი 2020, 13:53

საზოგადოება

საგამოცდო ცენტრებში დღეს საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა

დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა. ხუთივე მათგანმა გამოცდა სპეციალურად შექმნილ სარეზერვო სივრცეში წერა, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. სოფო გორგოძის თქმით, დღეს ისტორიის გამოცდები 2 სესიად მიმდინარეობს და პირველი სესია უკვე დასრულდა.