imedi /  25 მაისი 2020, 20:57 / სანდო წყარო

იტალიაში 29 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 230 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 300 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 29 თებერვლიდან.

ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 230 158 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში 92 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც საერთო მაჩვენებელი 32 877-მდე გაზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2020, 19:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის

09 ივლისი 2020, 19:08

ეკონომიკა

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან „რედკო“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში - „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2 886 ლარია.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:07

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან რომ მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე

„იცით რომ ჩვენს ქვეყანაში დახურულ სივრცეში არის მოთხოვნა პირბადის ტარების, მაგრამ გავითვალისწინეთ ის სპეციფიკა, რომ აბიტურიენტი განთავსებულია ფიზიკური ბარიერით, გამიჯნული მეორე აბიტურიენტისგან, მას აქვს ინდივიდუალური სივრცე, ამასთან ერთად მან არ უნდა ისაუბროს წერის პროცესში, ამის გათვალისწინებით გამონაკლის შემთხვევაში, თუ პირბადე მისთვის რაიმე დისკომფორტია, უფლება ეძლევა მოიხსნას. ჩვენ გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან რომ მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე და მთელი გამოცდის პროცესში არიან პირბადით და ასე წერენ ტესტებს. ეს მათ არჩევანია“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

დავით კეზერაშვილი

09 ივლისი 2020, 18:57

სამართალი

პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფს „Defensive shield Group”-ს და „Girwood business corp”-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.

09 ივლისი 2020, 18:55

COVID19

ჯანმო დამოუკიდებელ კომიტეტს შექმნის, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს შექმნის, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლარს უკერვიტცი; ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 18:49

თავდაცვა

ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიტცს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

კელო ლოფლერი

09 ივლისი 2020, 18:48

სპორტი

ქალთა NBA-ს გუნდის, „ატლანტას“ თანამფლობელმა კალათბურთელებს ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა აუკრძალა

ქალთა NBA-ს გუნდის, „ატლანტას“ თანამფლობელმა კელო ლოფლერმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, თავისი გუნდის კალათბურთელებს ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა აუკრძალა. მისი აზრით, სპორტში სოციალური და რასობრივი სამართლიანობის ზედმეტი დოზით ჩართვა მეტისმეტია და „ატლანტას“ წევრებს მაისურზე ცნობილი ფრაზის, Black Live Matters-ის წარწერის ნაცვლად, ამერიკის შეერთებული შტატების დროშის დახატვა შესთავაზა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 18:45

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: 2019 წელს რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა ექსპორტზე და ჩვენი მიზანია, ეს ნიშნული შევინარჩუნოთ

2019 წელს რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა ექსპორტზე და ჩვენი მიზანია, ეს ნიშნული შევინარჩუნოთ. ბოლო წლებში მივეჩვიეთ, რომ გვქონდა მზარდი ექსპორტი. ჩვენი ინდუსტრია აწყობილია ზრდაზე, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მეღვინეობის ინდუსტრია ჯერჯერობით აღდგენის პირობებშია.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 18:41

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო, თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 აბრაჰამ მანუკიანი

09 ივლისი 2020, 18:38

მსოფლიო

ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სომეხი დეპუტატი გათავისუფლდა

ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული სომხეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატი გათავისუფლდა. შესაბამისი გაადწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას სომხური მედია დაცვის მხარის Facebook-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგელა მერკელი

09 ივლისი 2020, 18:35

COVID19

ანგელა მერკელი: პანდემიის დროს სიცრუე და დეზინფორმაცია ვიხილეთ - ეს არ არის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს სიცრუე და დეზინფორმაცია წარმოიშვა და დაუშვებელია სიძულვილის გავრცელება მაშინ, როდესაც მსოფლიო ვირუსს ებრძვის.

ერიკ დაიერი

09 ივლისი 2020, 18:34

სპორტი

გულშემატკივართან ჩხუბის გამო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ერიკ დაიერი 4 მატჩს გამოტოვებს

თამაშის მიმდინარეობის დროს გულშემატკივართან ჩხუბის გამო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ერიკ დაიერი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 4 მარტს, ინგლისის თასზე „ნორვიჩთან“ გამართული შეხვედრის მსვლელობისას, ტრიბუნაზე მყოფ დაიერის ოჯახის წევრებს ერთ-ერთმა ფანმა შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც „ტოტენჰემის“ 26 წლის ნახევარმცველი მას ხელით შეეხო. ოთხი მატჩის გამოტოვების გარდა, დაიერი 40 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა და მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მას კიდევ უფრო მძიმე სასჯელი ელოდება. „ტოტენჰემმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სადისციპლინო კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იგეგმება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

09 ივლისი 2020, 18:32

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი 14-მა კანდიდატმა გამოთქვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14-მა კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

ლევან ბეჟაშვილი

09 ივლისი 2020, 18:30

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული

„ყველანი ჩვენი რესურსით ზოგი ადგილზე, ზოგი ქვეყნის გარედან დავდებთ იმ შედეგს, რომელიც სჭირდება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე: რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა

რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. „ეს საქმე იყო ძალიან მძიმე და რთული ჩვენი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ რა ფორმითაც მოხდა ძალის გამოყენება, ეს სცილდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს.

დერიკ ჯონსი

09 ივლისი 2020, 18:21

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი დერიკ ჯონსი კორონავირუსისგან განიკურნა

23 წლის კალათბურთელი NBA-ს 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჯონსის მსგავსად, კორონავირუსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ხუთმა ვარსკვლავმა, ნიკოლა იოკიჩმა, მალკოლმ ბროგდონმა, ტორინ პრინსმა, დეანდრე ჯორდანმა და სპენსერ დინუიდიმ გადაიტანეს.

09 ივლისი 2020, 18:16

COVID19

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლებს არ დაუშვებენ

ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დაშვება აიკრძალება.

მალმიო

09 ივლისი 2020, 18:15

COVID19

ამერიკელი ეკონომისტის აზრით, პანდემიასთან ბრძოლის „შვედურმა მოდელმა“ არ გაამართლა

შვედეთის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინზე უარის თქმის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ New York Times-ს ამერიკელმა ეკონომისტმა, პეტერსონის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერმა ჯეიკობ კირკეგორმა განუცხადა.

სალომე სამადაშვილი

09 ივლისი 2020, 18:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს

„როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. არსებობს პარტიების ჯგუფი, რომლებთანაც ვმართავთ შესაბამის კონსულტაციებს და როდესაც დასრულდება, შედეგს აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

09 ივლისი 2020, 18:13

სპორტი

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და კალენდარი გამოაქვეყნა

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ და ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მთლიანი კალენდარი გამოაქვეყნა. გადაწყდა, რომ პრო დ2 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს, ხოლო ტოპ 14 მომდევნო დღეს დაიწყება. უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონი 5 ივნისს დასრულდება, პლეი-ოფები 12-ში დაიწყება, ფინალური მატჩი კი 26 ივნისს შედგება. პრო დ2-ის ფინალი 6 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება შვიდკაცას ჩემპიონატს, ის 27-28 თებერვალსაა ჩანიშნული.