imedi /  27 მაისი 2020, 10:21 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

რიონში მაშველები

07 ივლისი 2020, 16:10

სამართალი

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეც ტექნიკა.

მამუკა მდინარაძე

07 ივლისი 2020, 16:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: პარლამენტი ხმას აძლევს იარაღს, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება

კანონის გახანგრძლივება აუცილებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ პირველი, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვიზრუნოთ, მეორე ეკონომიკას რაიმე ზიანი არ მიადგეს და აქაც ბერკეტი გვქონდეს და არჩევნები ჩავატაროთ უსაფრთხოდ- ეს სამი მთავარი მიზანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ზაზა გაბუნია

07 ივლისი 2020, 15:53

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: განვიხილეთ დოკუმენტი, რომლითაც ახალგაზრდების მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ხდება

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

07 ივლისი 2020, 15:47

სპორტი

ლიონელ მესის „ბარსელონა“ ხელფასს უმცირებს

არგენტინელი ფორვარდისთვის „ბარსელონა“ ხელფასის შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია El Chiringuito TV-ის twitter-ზე გავრცელდა.

07 ივლისი 2020, 15:32

რეგიონი

ანასეულის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 15:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები წაშლილია

„თუმცა, ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით. თბილსის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე , ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თაკო ჩარკვიანი

07 ივლისი 2020, 15:19

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის დამფუძნებელი“ თაკო ჩარკვიანი იქნება. მოძრაობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იმ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ არ დასწრებია.

07 ივლისი 2020, 15:19

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა.

07 ივლისი 2020, 15:11

მსოფლიო

ევროკომისია: 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

გიორგი გახარია გიედრიუს პოუჯუნას

07 ივლისი 2020, 15:10

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 15:04

საზოგადოება

პროფესიულ განათლებაში სამკერვალო წარმოების ყველაზე დიდი დამსაქმებელი, „აჭარატექსტილი“ ჩაერთო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობა კომპანია „აჭარატექსტილთან" დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მკერავ-ოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა და სასწავლო პროცესი დაიწყო.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 15:03

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

„აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

07 ივლისი 2020, 14:56

სამართალი

შს მინისტრი მოადგილე: ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად

ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით, გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:54

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“- ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

სოფო გორგოძე

07 ივლისი 2020, 14:50

საზოგადოება

სოფო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდიდან არც ერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელმა საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფო გორგოძემ ამის შესახებ „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 ივლისი 2020, 14:45

მსოფლიო

ჩინეთში წყალსაცავში სასკოლო ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში წყალსაცავში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლუკა როსეტინი

07 ივლისი 2020, 14:40

სპორტი

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის კარანტინში მოათავსეს. 35 წლის ფეხბურთელს ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, საავადმყოფოში განმეორებით სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა.

07 ივლისი 2020, 14:40

სამართალი

იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში, საქმე პროკურატურას გადაეცემა

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:33

სამართალი

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის სამალავის გადაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ეროვნული გამოცდები

07 ივლისი 2020, 14:31

საზოგადოება

ორ აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.