27 მაისი 2020, 13:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. არც ერთ დღეს არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და დღეს ეპიდემია კონტროლის ქვეშაა. რაც შეეხება შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას: რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე, როდესაც დავინახეთ გავრცელების სისწრაფე, გადაცემის კლასტერული ფორმა და ის, თუ როგორ დაეცა მობილობა ქვეყანაში, მივხვდით, რომ უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს. ამიტომ ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას აძლევდა საშუალებას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა გახლავთ „ადაპტაცია“. ყველაფრის გახსნა შეიძლება ერთ დღეში, ამის არანაირი პრობლემა არაა და ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა სცადა, რას ნიშნავს, ეს ერთ დღეში გახსნა. მარტივია - თუ გახსნას არ მოჰყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოხდეს ვირუსთან ადაპტაცია, როგორც ეკონომიკის, ჩვენი სოციალური ცხოვრების, ტურისტების მიღების, პოლიტიკური ცხოვრებისა და მათ შორის, პარლამენტის მუშაობის, ეს ყველაფერი არის უაღრესად რისკისშემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქებისა და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აქ ყველას პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.

ყველა სიახლე

ადამიანის უფლებების საბჭო

09 ივლისი 2020, 18:03

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია საზოგადოებას სთხოვს, არ დარჩნენ გულგრილნი ძალადობის მიმართ

ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია ბოლო დროს მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორების თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი.

09 ივლისი 2020, 18:01

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე - „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“, ზეპირი მოსმენა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის და ღია მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

მიხეილ ყაველაშვილი

09 ივლისი 2020, 17:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია

„2016 წელს მიშა სააკაშილი აპირებდა ზღვით გადმოსვლას და საზოგადოებას მოუწოდებდა გაერთიანებისკენ და ის ჩაუდგებოდა სათავეში. ის არის ერთი, თვითმფრინავის ხმაზე გაქცეული, რომლესაც საკუთარი დაცვაც რომ ვერ ეწევა, ასეთი ადამიანი. ფაქტები ლაპარაკობს ამ ადამიანზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბელგრადი

09 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

ორდღიანი პროტესტების შემდეგ სერბეთში კომენდანტის საათის დაწესება გადაიფიქრეს

სერბეთის ეროვნულმა კრიზისულმა შტაბმა გადაწყვიტა, ბელგრადში 10-12 ივლისს კომენტანდის საათი აღარ გამოაცხადოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, ბელგრადში მხოლოდ ხალმხრავალი შეკრებები აიკრძალება.

გიგა ბოკერია

09 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

„ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. იმ პოლიტიკურ პარტიაში რას იზამს ეს მისი საქმეა. სხვა ოპოზიცური პარტია რას იზამს, ვინ იქნება მის წინა ან შუა ხაზზე ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

09 ივლისი 2020, 17:31

სპორტი

სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი „დინამო“ სოხუმი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 17:29

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 250 458-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 221 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 12 305-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 212 176 პაციენტი.

გიორგი აფრასიძე
ირმა ჭკადუა

09 ივლისი 2020, 17:26

სამართალი

ირმა ჭკადუა აფრასიძეების საქმეზე: პროკურატურაში ისეთი მასალები დაგვახვედრეს, დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ

ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცვნეს.

რამაზ ნიკოლაიშვილი

09 ივლისი 2020, 17:18

პოლიტიკა

რამაზ ნიკოლაიშვილმა PABSEC-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

09 ივლისი 2020, 17:12

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: არჩევნებში „ლელოს“ და "პატრიოტთა ალიანსს" შეიძლება შანსი ცოტათი გაეზარდოთ

„მეეჭვება, სხვა მხრივ დიდი ცვლილებები მოხდეს. ოპოზიციაში პირველობას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს. მას თავისი ბრმა, ყრუ და ერთგული ამომრჩეველი ჰყავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

09 ივლისი 2020, 17:09

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში წარმატებას უსურვებს. შესაბამისი განცხადება ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ისრაელი

09 ივლისი 2020, 17:05

COVID19

ისრაელში მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლის დროს ნარჩენებს იყენებენ

ისრაელში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტივ და იაფ მეთოდს მიაგნეს.საუბარია ნარჩენების გადამუშავებასა და ეთანოლის მიღებაზე - როგორც მედია იტყობინება, პროფესორი ჰადას მამამე გუნდთან ერთად, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ნარჩენების გადამუშავებასა და „ნივთიერების“ ალკოჰოლად გარდაქმნაზე.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:58

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება

„საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

09 ივლისი 2020, 16:51

სამართალი

ხვალ პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხვალ სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ანგარიშითავისი შინაარსით არის ძალიან დატვირთული და ფაქტობრივად ყველა მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებს სიღრმისეულად ეხება.

ჯეფ ბეზოსი

09 ივლისი 2020, 16:35

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო გამდიდრდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 180 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ქონების ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომელიც გამოცემა Forbes-ს თავისი არსებობის ისტორიაში დაუფიქსირებია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო გამდიდრდა, მას შემდეგ რაც Amazon-ის აქციის ფასი 3083,97 დოლარამდე გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 1,54 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბეზოსს კომპანიის აქციების 11,1% ეკუთვნის, მისი წილის ღირებულება 182,6 მილიარდ დოლარად ფასდება.

სალომე ზურაბიშვილი

09 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:14

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ წინდაუხედავი მოთხოვნაა

„დღევანდელი დილის სტატისტიკით თურქეთში 24 საათში 1 800-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი ჰყავთ, რაც საკმაოდ რთულ ვითარებას ნიშნავს. თურქეთს ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გვინდა მასთან საზღვარი გახსნილი გვქონდეს, გვინდა იგივე რეჟიმში აღვადგინოთ ვაჭრობა ან სხვადასხვა ტვირთის სატრანზიტო მიმოსვლა.

კანიე უესტი

09 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

კანიე უესტის თქმით, მისი ხელმძღვანელობით აშშ ვაკანდას დაემსგავსება

„ვაკანდის მოდელის გამოყენებას ვაპირებ, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად ხსნის როგორი იქნება ჩვენი დიზაინერების ჯგუფი თეთრ სახლში. აი, გყავთ კანიე უესტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე. არ ვამბობ „ყველაზე ძლევამოსილი“, იმიტომ რომ უცხოპლანეტური დონის ზესახელმწიფოები გვაქვს და მხოლოდ ერთად მუშაობით შევძლებთ პლანეტის გათავისუფლებას“, - განაცხადა უესტმა.

გიორგი აფრასიძე

09 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გიორგი აფრასიძე: მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგება

მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე დადგება სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი აფრასიძემ განუცხადა. მან გაიხსენა, თუ როგორ დახოცეს მის თვალწინ ახლობლები. განაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაციას ბარამიძე და სააკაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად, პირველ რიგში მომხდარზე ისინი არიან პასუხისმგებლები.

09 ივლისი 2020, 15:59

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.