27 მაისი 2020, 17:39 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა ოლიმპიელებმა ვარჯიში და წვრთნა გააგრძელონ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენს ოლიმპიელებს, იმ 200 ადამიანს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური საგზური, შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები იმისთვის, რომ ივარჯიშონ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველო ემზადებოდა ოლიმპიადისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიდო. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სპეციალურ რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს მოამზადებს. განსაკუთრებით ოლიმპიელების ნაწილში, უახლოეს პერიოდში ამ ხალხმა ვარჯიშები და წვრთნები დაიწყონ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.

ყველა სიახლე

რამაზ ნიკოლაიშვილი

09 ივლისი 2020, 17:18

პოლიტიკა

რამაზ ნიკოლაიშვილმა PABSEC-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

09 ივლისი 2020, 17:12

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: არჩევნებში „ლელოს“ და "პატრიოტთა ალიანსს" შეიძლება შანსი ცოტათი გაეზარდოთ

„მეეჭვება, სხვა მხრივ დიდი ცვლილებები მოხდეს. ოპოზიციაში პირველობას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს. მას თავისი ბრმა, ყრუ და ერთგული ამომრჩეველი ჰყავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

09 ივლისი 2020, 17:09

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში წარმატებას უსურვებს. შესაბამისი განცხადება ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ისრაელი

09 ივლისი 2020, 17:05

COVID19

ისრაელში მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლის დროს ნარჩენებს იყენებენ

ისრაელში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტივ და იაფ მეთოდს მიაგნეს.საუბარია ნარჩენების გადამუშავებასა და ეთანოლის მიღებაზე - როგორც მედია იტყობინება, პროფესორი ჰადას მამამე გუნდთან ერთად, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ნარჩენების გადამუშავებასა და „ნივთიერების“ ალკოჰოლად გარდაქმნაზე.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:58

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება

„საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

09 ივლისი 2020, 16:51

სამართალი

ხვალ პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხვალ სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ანგარიშითავისი შინაარსით არის ძალიან დატვირთული და ფაქტობრივად ყველა მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებს სიღრმისეულად ეხება.

სალომე ზურაბიშვილი

09 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:14

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ წინდაუხედავი მოთხოვნაა

„დღევანდელი დილის სტატისტიკით თურქეთში 24 საათში 1 800-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი ჰყავთ, რაც საკმაოდ რთულ ვითარებას ნიშნავს. თურქეთს ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გვინდა მასთან საზღვარი გახსნილი გვქონდეს, გვინდა იგივე რეჟიმში აღვადგინოთ ვაჭრობა ან სხვადასხვა ტვირთის სატრანზიტო მიმოსვლა.

კანიე უესტი

09 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

კანიე უესტის თქმით, მისი ხელმძღვანელობით აშშ ვაკანდას დაემსგავსება

„ვაკანდის მოდელის გამოყენებას ვაპირებ, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად ხსნის როგორი იქნება ჩვენი დიზაინერების ჯგუფი თეთრ სახლში. აი, გყავთ კანიე უესტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე. არ ვამბობ „ყველაზე ძლევამოსილი“, იმიტომ რომ უცხოპლანეტური დონის ზესახელმწიფოები გვაქვს და მხოლოდ ერთად მუშაობით შევძლებთ პლანეტის გათავისუფლებას“, - განაცხადა უესტმა.

გიორგი აფრასიძე

09 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გიორგი აფრასიძე: მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგება

მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე დადგება სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი აფრასიძემ განუცხადა. მან გაიხსენა, თუ როგორ დახოცეს მის თვალწინ ახლობლები. განაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაციას ბარამიძე და სააკაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად, პირველ რიგში მომხდარზე ისინი არიან პასუხისმგებლები.

09 ივლისი 2020, 15:59

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

09 ივლისი 2020, 15:55

პოლიტიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს. ინიციატივა პარლამენტის 73 წევრის მიერაა ​წარმოდგენილი. დადგენილების პროექტი კომიტეტში განსახილველად პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ გამოიტანა.

გენერალური პროკურატურა

09 ივლისი 2020, 15:49

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

09 ივლისი 2020, 15:45

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემიის გავრცელება სიჩქარეს იკრეფს და ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი გაკონტროლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება სიჩქარეს იკრეფს და ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი გაკონტროლება.

კორონავირუსი ვაქცინა

09 ივლისი 2020, 15:35

COVID19

BBC: როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას - როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).

საქართველოს საპატრიარქო

09 ივლისი 2020, 15:26

საზოგადოება

საპატრიარქო: ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქო გულისტკივილს გამოხატავს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აია-სოფიას შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. საპატრიარქო იმედოვნებს, რომ მათი ეს განცხადება მეგობარი თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

ნათელა მაჭავარიანი

09 ივლისი 2020, 15:14

საზოგადოება

ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს

„თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე“ გასამართლებული გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა. „დახვრეტის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები და შემდეგ ზოგიერთებმა ეს ხელმოწერები უკან გაიწვიეს. არქივში მაქვს ჩაბარებული ყველაფერი და იქ ყველას გვარები წერია. როცა წლები გავა, ნახონ ამ ადამიანთა შთამომავლებმა, რა ბებიები და ბაბუები ჰყავდათ. ეს ადამიანური მომენტია - რა დააშავა შვილიშვილმა, თუ ასეთი გარეწარი ბაბუა ჰყავდა. რა დააშავა შვილმა, თუ ასეთი მამა ჰყავდა. ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი, რომ არაკაცია. არაფერი მიპასუხა. ვახუშტი კოტეტიშვილმა ამიღო ბილეთი ტრანსპორტში და მე ვუთხარი, შენი აღებული ბილეთი არ მინდა“, - აცხადებს ნათელა მაჭავარიანი.

ანრი ოხანაშვილი

09 ივლისი 2020, 15:12

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება სჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი გაგრძელება და გამოიკვეთოს ტრანსნაციონალური დანაშაული, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ იკვეთებოდეს სხვა პირების მონაწილეობა, ვინაიდან ასეთი სქემები ერთი და ორი პირის მიერ არ ხორციელდება. აქ ჩართულია-ხოლმე როგორც წესი ორგანიზებული ჯგუფი და შესაბამისად იქნება ეს სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ მათი კლასტერი, შესაძლოა იყვნენ ამ პროცესში ჩართული. უკვე მიმდინარე საქმეა ისრაელში, პროკურატურა დაობს ამ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში და თუ ბრალდება დადასტურდება, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ პირზე გავიდნენ და კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს ამ დანაშაულმა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დაკარგულია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გაფლანგული, რაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ

„ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ არ მისულა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ფული, რომლის გათეთრებაზეც სავარაუდოდ არის საუბარი, სწორედ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირმა ჭკადუა

09 ივლისი 2020, 14:58

სამართალი

ირმა ჭკადუა: აფრასიძეების საქმეზე ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი უნდა დაისაჯონ

„ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ და ირიბად იყვნენ ჩართული სპეცოპერაციაში, რომელსაც ჩვენ დავარქვით ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ, ვინაიდან ვიცით, რომ 12 ვერტმფრენი და 2 ათასი შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა. ბატონები ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ეს ის მაღალჩინოსნები, არიან რომლებიც ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ ამოღებულია აფრასიძეების ეზოდან გვამები კალაძის, გოგინაშვილის ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვითხოვთ პასუხებს და მათ დასჯას თუკი არ დაისჯებიან, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ოჯახის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე”, - განაცხადა ჭკადუამ.