imedi /  27 მაისი 2020, 21:22 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ეს თემა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება პრაქტიკულად არავის ჰქონდა, მაგრამ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვა მოისმინეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ეს შედეგი აღიარეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, არა ერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა „ამას არ აღიარებს არც ნაციონალური მოძრაობა და არც მათი ბიძაშვილ- მამიდაშვილები, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ სამი, ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთნიშნა ციფრი ფიქსირდება“.

„სულ დადასტურებულია 735 შემთხვევა, გარდაცვლილი, სამწუხაროა თითოეული, მაგრამ არის 12, აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო სხვა ქვეყნებში, ინფექციის გავრცელებით 123-ე ადგილზე ვიმყოფებით, სიკვდილობით - 0,3%-ით 49 ქვეყანას შორის არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ეს იმ დროს როცა პროგნოზები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში კეთდებოდა საკმაოდ მძიმე, და იყო მოლოდინები, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა მიაღწევდა 5-7 ათას და გარდაცვალების პროცენტიც იქნებოდა განსხვავებულად მაღალი, ვიდრე ეს რეალურად იყო. ასეთ ვითარებაში, ჩვენი ოპონენტების კითხვები დღეს აბსოლუტურად არ იყო საქმიანი. ის ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ რამენაირად ის პოზიტიური მიღწევა - ასეთი რთული ვითარებიდან ასეთი მცირე დანაკარგებით გამოსვლის რომ გადაეფარათ და პოზიტივი სადღაც გადაემალათ. „რა თქმა უნდა ეს არის მიღწეული საზოგადოებასთან ექიმებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი“ - განაცხადა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, დღეს ნაციონალური მოძრაობის და მათი კოლეგების ყველა კითხვა თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, იყო სპეკულაციური, რის დასადასტურებლადაც ცალკეული მაგალითები მოიყვანა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რაც შეეხება მეორე და მესამე ტალღას, ამის შესახებ პროგნოზები კეთდება, არის ვარაუდები, რომ შესაძლოა ეს იყოს და სახელმწიფოც ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს.

„ამის პროგნოზს აკეთებს არა ქართული ოცნება, ამას აკეთებენ დარგის სპეციალისტები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, და სწორია როცა მთელი მსოფლიო იქცევა ფრთხილად. სასურველია რომ არ იყოს, მეც მაქვს მოლოდინი, რომ ალბათ არ იქნება, მაგრამ სახელმწიფო ამისათვის უნდა მოემზადოს. სხვანაირად არ შეიძლება, სწორედ ამისთვის იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი რომ შემოვიღეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშ მთავრობას ჰქონდეს საშუალება რომ მართოს კრიზისი, მაგრამ თქვენ აქ მახსოვს როგორ შეფარულად თუ ღიად გვიბიძგებდით, რომ საგანგებო მდგომარეობა დაგვეტოვებია“, - მიმართა მან ოპოზიციას.

მისი შეფასებით, აქაც ხაფანგი იყო დაგებული, ვინაიდან ოპოზიციას სურდა საგანგებო მდგომარეობაში აცხოვროს მმართველმა გუნდმა, ხელისუფლებამ საზოგადოება, რომ მათში გამოიწვიოს მეტი გაღიზიანება, მეტი უკმაყოფილება და ისევ ასეთ ნეგატიურ ტალღაზე თვითონ ჰპოვოს სარგებელი.

„სწორედ ამიტომ შემოვიღეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ის რეგულაციები, რომლებიც ნაკლები აკრძალვებით, მაგრამ სწორი მართვით შევძლებთ ამ კრიზისის ბოლომდე მიყვანას. მე მჯერა, რომ გადავიტანთ ვირუსის პანდემიასაც და საზოგადოებასთან ერთად მოვიხდით სახად პოლიტიკურ ინფექციასაც, რადგან ეს პოპულაციური იმუნიტეტი ამომრჩეველს უკვე გააჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ბელგრადი

09 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

ორდღიანი პროტესტების შემდეგ სერბეთში კომენდანტის საათის დაწესება გადაიფიქრეს

სერბეთის ეროვნულმა კრიზისულმა შტაბმა გადაწყვიტა, ბელგრადში 10-12 ივლისს კომენტანდის საათი აღარ გამოაცხადოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, ბელგრადში მხოლოდ ხალმხრავალი შეკრებები აიკრძალება.

გიგა ბოკერია

09 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

„ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. იმ პოლიტიკურ პარტიაში რას იზამს ეს მისი საქმეა. სხვა ოპოზიცური პარტია რას იზამს, ვინ იქნება მის წინა ან შუა ხაზზე ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

09 ივლისი 2020, 17:31

სპორტი

სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი „დინამო“ სოხუმი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 17:29

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 250 458-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 221 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 12 305-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 212 176 პაციენტი.

გიორგი აფრასიძე
ირმა ჭკადუა

09 ივლისი 2020, 17:26

სამართალი

ირმა ჭკადუა აფრასიძეების საქმეზე: პროკურატურაში ისეთი მასალები დაგვახვედრეს, დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ

ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცვნეს.

რამაზ ნიკოლაიშვილი

09 ივლისი 2020, 17:18

პოლიტიკა

რამაზ ნიკოლაიშვილმა PABSEC-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

09 ივლისი 2020, 17:12

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: არჩევნებში „ლელოს“ და "პატრიოტთა ალიანსს" შეიძლება შანსი ცოტათი გაეზარდოთ

„მეეჭვება, სხვა მხრივ დიდი ცვლილებები მოხდეს. ოპოზიციაში პირველობას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს. მას თავისი ბრმა, ყრუ და ერთგული ამომრჩეველი ჰყავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

09 ივლისი 2020, 17:09

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში წარმატებას უსურვებს. შესაბამისი განცხადება ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ისრაელი

09 ივლისი 2020, 17:05

COVID19

ისრაელში მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლის დროს ნარჩენებს იყენებენ

ისრაელში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტივ და იაფ მეთოდს მიაგნეს.საუბარია ნარჩენების გადამუშავებასა და ეთანოლის მიღებაზე - როგორც მედია იტყობინება, პროფესორი ჰადას მამამე გუნდთან ერთად, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ნარჩენების გადამუშავებასა და „ნივთიერების“ ალკოჰოლად გარდაქმნაზე.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:58

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება

„საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

09 ივლისი 2020, 16:51

სამართალი

ხვალ პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხვალ სუს-ის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ანგარიშითავისი შინაარსით არის ძალიან დატვირთული და ფაქტობრივად ყველა მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებს სიღრმისეულად ეხება.

ჯეფ ბეზოსი

09 ივლისი 2020, 16:35

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო გამდიდრდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 180 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ქონების ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომელიც გამოცემა Forbes-ს თავისი არსებობის ისტორიაში დაუფიქსირებია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კიდევ უფრო გამდიდრდა, მას შემდეგ რაც Amazon-ის აქციის ფასი 3083,97 დოლარამდე გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 1,54 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბეზოსს კომპანიის აქციების 11,1% ეკუთვნის, მისი წილის ღირებულება 182,6 მილიარდ დოლარად ფასდება.

სალომე ზურაბიშვილი

09 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:14

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ წინდაუხედავი მოთხოვნაა

„დღევანდელი დილის სტატისტიკით თურქეთში 24 საათში 1 800-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი ჰყავთ, რაც საკმაოდ რთულ ვითარებას ნიშნავს. თურქეთს ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გვინდა მასთან საზღვარი გახსნილი გვქონდეს, გვინდა იგივე რეჟიმში აღვადგინოთ ვაჭრობა ან სხვადასხვა ტვირთის სატრანზიტო მიმოსვლა.

კანიე უესტი

09 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

კანიე უესტის თქმით, მისი ხელმძღვანელობით აშშ ვაკანდას დაემსგავსება

„ვაკანდის მოდელის გამოყენებას ვაპირებ, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად ხსნის როგორი იქნება ჩვენი დიზაინერების ჯგუფი თეთრ სახლში. აი, გყავთ კანიე უესტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე. არ ვამბობ „ყველაზე ძლევამოსილი“, იმიტომ რომ უცხოპლანეტური დონის ზესახელმწიფოები გვაქვს და მხოლოდ ერთად მუშაობით შევძლებთ პლანეტის გათავისუფლებას“, - განაცხადა უესტმა.

გიორგი აფრასიძე

09 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გიორგი აფრასიძე: მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგება

მივიღეთ პირობა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე დადგება სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი აფრასიძემ განუცხადა. მან გაიხსენა, თუ როგორ დახოცეს მის თვალწინ ახლობლები. განაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაციას ბარამიძე და სააკაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად, პირველ რიგში მომხდარზე ისინი არიან პასუხისმგებლები.

09 ივლისი 2020, 15:59

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

09 ივლისი 2020, 15:55

პოლიტიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს. ინიციატივა პარლამენტის 73 წევრის მიერაა ​წარმოდგენილი. დადგენილების პროექტი კომიტეტში განსახილველად პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ გამოიტანა.

გენერალური პროკურატურა

09 ივლისი 2020, 15:49

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

09 ივლისი 2020, 15:45

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემიის გავრცელება სიჩქარეს იკრეფს და ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი გაკონტროლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება სიჩქარეს იკრეფს და ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი გაკონტროლება.