imedi /  27 მაისი 2020, 22:56 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: ორი მთავრობაა დედამიწის ზურგზე, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ორი მთავრობა არის დედამიწის ზურგზე, რომელმაც პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო - თქვენ და ნაურუ , - ასე მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, რადგან პრემიერი არ დაინტერესდა საკითხით თავად მოიძია და გაარკვია, რომ საქართველოს მთავრობის მსგავსად, ნაურუც არ დახმარებია მოქალაქეებს, მიზეზი კი ისაა, რომ ნაურუში კორონავირუსი არ გავრცელებულა.

„მე თქვენ გითხარით, დამისახელეთ ერთი სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაუწია მოქალაქეებს, თქვენ თქვით, რომ არ ეძებთ სახელმწიფოებს, მე მოვძებნე. თქვენი მთავრობის გარდა არსებობს ერთი ქვეყანა, პატარა კუნძული, დაახლოებით არის ვაკე-საბურთალოს ოდენა, ჰქვია ნაურუ. 20 000-ია მოსახლეობა, არ დაურიგებია სოციალური დახმარება, იმიტომ რომ ნაურუმდე ვერ შეაღწია ვირუსმა. ორი მთავრობა არის დედამიწის ზურგზე, რომელმაც პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო-თქვენ და ნაურუ“ , - განაცხადა გოცირიძემ.

ყველა სიახლე

სტივ ბენონი

12 ივლისი 2020, 12:38

COVID19

სტივ ბენონი: უხანელმა მეცნიერებმა დასავლეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს

უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეცსამსახურებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის საფუძველზეც დასავლეთი პეკინის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებას ამზადებს.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 12:30

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩემი თხოვნაა, გიორგი შაქარაშვილისა და მისი ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული მედიები ნუ შეეხებიან

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდოლობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

12 ივლისი 2020, 12:27

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 727 162-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 130 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 11 335-მდე გაიზარდა. ჯამში გამოჯანმრთელდა 501 061 პაციენტი.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 12:22

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს

„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 ივლისი 2020, 11:59

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის. თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ანკარის ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა.

ზაზა ნანუბაშვილი

12 ივლისი 2020, 11:40

ეკონომიკა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ევროკომისიის რეკომენდაციით, ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ

COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამთავრობო სტრუქტურებმა შესაბამისი საქონელისა და მომსახურების შესყიდვა პირველი მარტიდან დაიწყეს. ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანრთელობას, შესყიდვების ოპერატიულ განხორციელებას უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობაც კი ჰქონდა.

12 ივლისი 2020, 11:39

მსოფლიო

ირლანდიაში 3 ლეკვი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ვიღაცამ ისინი პოლიეთილენის პარკით მდინარისკენ გადააგდო

ირლანდიაში ვეტერინარებმა 3 პატარა კოლის ჯიშის ლეკვი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ისინი მავთულხლართებიან ღობეზე გადაკიდებულ პოლიეთილენის პარკში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს. როგორც ცნობილია ახალშობილები ღობეზე მას შემდეგ გაიჭედნენ, რაც ვიღაცამ მათი მდინარეში გადაგდება სცადა. ვეტერინართა სამსახურმა 8 ივლისს, საღამოს 9 საათვისთვის მიიღო ინფორმაცია, რომ მიტოვებული კნუტები გასაჭირში იყვნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ისინი ლეკვები იყვნენ. გადარჩენის შემდეგ მათ ჰიპოთერმია, ჰიპოგლიკემია და შიმშილი აღენიშნებოდათ, მათი ასაკი დაახლოებით 7-დან, 10-დღემდე მერყეობდა.

12 ივლისი 2020, 11:31

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დეფაქტო პარლამენტის 4 დეპუტატს ირჩევს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მანდატი დატოვა ასლან ბჟანიამ. სადეპუტატო მანდატის დატოვება მოუხდათ ალექსანდრ ანქვაბს, დიმიტრი დბარსა და იური ხაგუშსაც. ანქვაბი ამჟამად ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, დბარი შსს მინისტრია, ხაგუში კი- გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

თეა გოდოლაძე

12 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე: გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვირის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში, მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ თეა გოდოლაძემ თქვა.

რონალდინიო

12 ივლისი 2020, 11:15

მსოფლიო

რონალდინიო შინაპატიმრობაში დარჩება

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება. რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტებით შესვლის მცდელობისთვის 7 მარტს დააპატიმრეს.

12 ივლისი 2020, 11:14

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

12 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

„იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც „იუვენტუსმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და დუვან საპატას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

12 ივლისი 2020, 10:53

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყო. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნიღბით საჯაროდ პირველად გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

12 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, მოსახლეობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბოიკო ბორისოვი

12 ივლისი 2020, 10:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა. საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა. რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

12 ივლისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.

12 ივლისი 2020, 09:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

​​​​​​​ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 016 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 211 981 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 344 ადამიანი, 193 217-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.