imedi /  28 მაისი 2020, 21:39 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა,საქართველოს, პატარა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე, ევროპის კართან მდებარე ქვეყნას პანდემიამ არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისცა.

მისივე თქმით, პანდემიამ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობას, როგორც კრიზისთან გამკლავების ასევე, მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„მან გვაჩვენა დემოკრატიის ძირითადი ელემენტების დაცვის მნიშვნელობა; შენარჩუნებულ იქნა გამჭვირვალობა, პროპორციულობა და ანგარიშვალდებულება და დამტკიცდა, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ გლობალური გამოწვევების ეფექტიანად მართვა ძირითად პრინციპებზე უარის თქმის გარეშე. პანდემიამ აგრეთვე გამოავლინა და გააღრმავა ჩვენს ეკონომიკაში არსებული ხარვეზები, – გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები, რომლებიც არ არის სათანადოდ აღრიცხული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტიანი რეაგირება. მან საბოლოოდ დაადასტურა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით მიწოდების ჯაჭვში გადამეტებული დამოკიდებულების რისკების შესახებ და იმ დამატებითი ჰუმანიტარული დანაკარგები, რომელიც კონფლიქტებითა და ოკუპაციითაა გამოწვეული პანდემიის დროს.

ვუყურებთ რა მომავალს, ვიცით თუ რას შევეგუოთ და რა უნდა შევცვალოთ.

1.ეკონომიკისა და ზრდის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ, ვიპოვოთ ახალი ბალანსი ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალური უნარების, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიცირებას შორის. ჩვენ უსაფრთხო ტურიზმის განსავითარებლად ვსახავთ სტრატეგიას ასევე, საფუძველს ვუყრით ახალ ინდუსტრიებს მწვანე ეკონომიკასთან ერთად, რაც დაფუძნებულია ბიომრავალფეროვნებაზე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ.

2.როგორც პატარა, მოძრავი და ისტორიულად გამძლე ქვეყანა, ჩვენ ვფლობთ, როგორც სივრცეს ასევე, რესურსებს იმისთვის, რათა გავხდეთ ლაბორატორია ახალი მოდელების შესამოწმებლად. გლობალური შეფერხებები პატარა ქვეყნებისთვის ახალ გასასვლელებს ქმნიან, რათა მოხდეს მათი ჩართულობა მეწარმეობაში და მიწოდების ჯაჭვში“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საქართველო კაპიტალის ბაზარზე წვდომის მისაღწევად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სირთულეებს წააწყდება, რაც აუცილებელია ახალი ინვესტიციების წასახალისებლად და მდგრადი მეწარმეობის განვითარებისათვის.

პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ ვართ ინოვატორები, თუმცა, მარტო ამ გზაზე ვერ ვივლით“.

„თუმცა, ჩვენი ეკონომიკების ეს ადაპტირება და წონასწორობის აღდგენა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საერთაშორისო მისწრაფება. ასე, რომ ისინი ვინც წინასწარ ჭვრეტდა, თითქოს პანდემია მიგვიყვანდა უფრო ეგოისტურ სამყარომდე, მცდარი წარმოდგენის უნდა აღმოჩდნენ. ჩვენ, ყველა დონეზე, მეტი სოლიდარობა გვჭირდება: ჩვენ უფრო მეტი მრავალმხრივობა გვჭირდება, რადგან საზღვრების გარეშე კატასტროფების საპირწონე მხოლოდ საზღვრების გარეშე სოლიდარობაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მრავალმხრივობის განახლების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამავე დროს, ჩვენ უფრო მეტი სოლიდარობა გვჭირდება რეგიონალურ დონეზე, რადგან საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა უფრო ძლიერი ევროპისკენ, რომელსაც გარს მისი სამეზობლო ერტყმის.

მრავალმხრივი მხარდაჭერის გამოვლინებისთვის საჭირო იქნება ახალი ინსტრუმენტების მოძიება, რათა წაახალისოს გლობალური ეკონომიკა და განვითარებადი ეკონომიკები. საჭიროა ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომები სესხის საკითხების გადასაჭრელად, ახლა უნდა გადაწყდეს ინოვაციური დაფინანსების საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ. გლობალური დახმარების ინიციატივა, მარშალის ახალი გეგმა, უნდა იქნას განხილული და მხარდაჭერილი, ექსტრაორდინალური პერიოდი იმსახურებს საგანგებო რეაგირებას.

მდგრადი ზრდა ხვალინდელ არჩევანს აღარ წარმოადგენს. SDG ახლა აუცილებლობას წარმოადგენს; აუცილებლობა, რომელსაც კორონავირუსგამოვლილი ჩვენი მოქალაქეები სრულად იცავენ. ჩვენ კი, როგორც მთავრობებმა უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, ბატონო გენერალურო მდივანო ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო კანადისა და იამაიკის პრემიერ-მინისტრებს, ამ ძალიან დროული ინიციატივისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 14:29

საზოგადოება

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა

თბილისში ისევ გამოჩნდა ბანერები, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან გამოსახული. იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2021, 14:25

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბატონი კახა რომ კარგი მერია, ამაზე ყველა თანხმდება - ქალაქს ასეთი მერი არ ჰყოლია

„ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. პროგრამა ძალიან მოკლედ, კომპაქტურად, ძალიან გასაგები ენით იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კახა კალაძის მიერ სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 14:21

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის გუნდმა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით უამრავი რამ გააკეთა და გეგმებიც არანაკლებ შთამბეჭდავი აქვთ

კახა კალაძის გუნდმა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით უამრავი რამ გააკეთა და გეგმებიც არანაკლებ შთამბეჭდავი აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 14:16

რეგიონი

სამტრედიაში პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა.

სამტრედიაში პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია

„მოხარული ვართ, რომ ეს დასკვნა დადებითია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ასახავს იმ პრინციპულად დადებით გარემოს, რომელიც ამ არჩევნების წინ ჩვენს ქვეყანაშია. გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია“, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

18 სექტემბერი 2021, 14:13

რეგიონი

„ნაციონალურ მოძრაობას” ბორჯომშიც ტოვებენ

ბორჯომში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტია დატოვეს. საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიის დატოვების განცხადებით, ბორჯომში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიდია ირიციანმა მიმართა .

თამარ კორძაია

18 სექტემბერი 2021, 14:09

პოლიტიკა

თამარ კორძაია: ეუთო/ოდირის ანგარიში შუალედურია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები

ეუთო/ოდირის ეს ანგარიში შუალედურია და როგორც წინა ანგარიშებში, აქაც აუცილებლად აისახება პოლარიზების უარყოფითი გავლენები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 14:00

რეგიონი

სამტრედიაში „ლელოს“ წევრმა პარტია დატოვა

პარტია “ლელო” სამტრედიაში დატოვეს. პარტია, სამტრედიის რაიონის ნაბაკევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ დატოვა.

დავით ქართველიშვილი

18 სექტემბერი 2021, 13:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ კბილი აგტკივდა, გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი, ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ, არ გიშველის

თუ კბილი აგტკივდა, გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი, ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ, არ გიშველის, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ნიკო კვარაცხელია

18 სექტემბერი 2021, 13:54

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებსა და სკოლებს - მათ თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა - მისი უსაზღვროდ მადლიერი ვართ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

გია აბაშიძე

18 სექტემბერი 2021, 13:41

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რატომ გაიარა გახარიამ ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან?

ინგლისურში არის ერთი ასეთი საინტერესო იდიომა - something is fishy (თევზიანი და თევზის სუნი კი არ აქვს, არამედ რაღაც საეჭვოა, არასანდოა, იწვევს შეკითხვებს). გახარიას „ნარკოტესტობანაც“ სწორედაც რომ რაღაც fishy-ა, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

18 სექტემბერი 2021, 13:40

რეგიონი

ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შესასრულებლად, რეაბილიტავიის სახელშეკრულებო ღირებულება 2 687 700 ლარია.

18 სექტემბერი 2021, 13:32

სამართალი

პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი აღკვეთა და 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს

„სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როვნაგ აბდულაევი

18 სექტემბერი 2021, 13:20

პოლიტიკა

როვნაგ აბდულაევი: ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი

ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი, სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ „სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: ადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე ნიკანორ მელია და „ნაცმოძრაობაა“

„20 ივნისის სპეცოპერაციასა და იქ არსებულ ძალიან სერიოზულ ხარვეზებზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. ამაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი იყო, იგივე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა სპეცდანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ასე შემდეგ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

18 სექტემბერი 2021, 13:05

სპორტი

თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მიიღო შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გიგა ჭიკაძე და მას UFC-ში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა

როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას - ევროპაში ერთადერთი კლინიკაა, რომლის სახელსაც სკანდალი უკავშირდება და მაინც და მაინც იქ გააგზავნა „ბანკა“

„ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას - ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ხომ არ მოგწონთ, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მომზადებული ცილისწამების ვიდეო - გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს“,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.