imedi /  28 მაისი 2020, 22:12 / სანდო წყარო

Lonely Planet: საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია

მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება, - ამ სათაურით სტატიას მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ი აქვეყნებს.

შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესახებ გამოცემის ჟურნალისტს რიჩარდ ქოლეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს: „საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს განახლდება, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება.“

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Ryanair და Wizz Air ფრენებს განაახლებენ. მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, უნგრეთთან, ისრაელთან და სხვა სახელმწიფოებთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონა ვირუსისგამო საზღვრების ჩაკეტვამდე 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურთა მიღების პიკს მიაღწია. ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა.“-წერს ჟურნალისტი.

ამავე სტატიაში მოყვანილია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებაც, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს ბრენდი ჩამოყალიბდება, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად, რომელმაც COVID-19-თან ბრძოლაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. სტატიაში მოყვანილია მისი ციტატაც - „აქამდე მსოფლიო გვიცნობდა, როგორც უძველესი სტუმართმასპინძლობის ტრადიციით გამორჩეულ ქვეყნად, ახლა მსოფლიო გაგვიცნობს, როგორც უსაფრთხო მიმართულებას. ჩვენ გვჭირდება გამოვიყენოთ ეს უპირატესობა ამ ახალ კონკურენციაში, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის შედეგად მიიღო.“

„მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს იზოლირებულ მთებში შვებით ამოისუნთქონ.”-წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი. სტატია მსოფლიოში პოპულარულმა ჟურნალმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

მასში მოყვანილია საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ქვეყნის თითოეული ტურისტული ადგილი სამოგზაუროდ უსაფრთხო იქნება.

Lonely Planet-ის ჟურნალისტი მკითხველს კონკრეტულ რჩევას აძლევს თუ სად უნდა იმოგზაუროს საქართველოში.

„საქართველოს მთები ზაფხულში ლაშქრობისთვის პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სვანეთსა და თუშეთში ტურისტული ჰაბები გაფართოვდა, იმისგამო, რომ წლის უდიდესი ნაწილი ეს მაღალმთიანი კუთხეები მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამყაროს მოწყვეტილია შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალური ადგილებია იზოლირებული დასვენებისთვის. საქართველოში ტურიზმის გახსნასთან ერთად სოფლის მოსახლეობა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი დაცული იქნებიან COVID-19-ის ხელახალი აფეთქებისგან.“ -წერს რიჩარდ ქოლეთი.

Lonely Planet-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში პოპულარული ტურისტული ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონს აჭარბებს. Lonely Planet 40 წელზე მეტია მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა.

ყველა სიახლე

მართულხლართები

28 იანვარი 2021, 09:15

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში. გახელაძის პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გადაიდო.

პარლამენტი ვაქცინა

28 იანვარი 2021, 09:09

COVID19

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება.

საქართველოს პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანიათ „გირჩსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას. ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 08:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 08:35

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს აკავებენ

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ნავალნის თანაგუნდელის, ლიუბოვ სობოლის სახლსა და ოფისშიც, თავად სობოლი კი 48 საათით დააკავეს. გაჩხრიკეს ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ოფისებიც. პოლიციას ორიგინალურად დახვდა ალექსეი ნავალნის პირადი ექიმი და თანაგუნდელი ანასტასია ვასილიევა. როდესაც სამართალდამცველები მისი ბინის გასაჩხრეკად შევიდნენ, ის ფორტეპიანოზე უკრავდა.

პასე

28 იანვარი 2021, 08:26

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

„გარკვეული რაოდენობა ქვეყნების და დეპუტატების შევიკარით და გავერთიანდით. გვინდა კიდევ ერთხელ დავაყენოთ მათი უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ და ვისაუბროთ იმ თემებზე რომლებიც აქტუალურია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. მათგან უკრაინა ერთ-ერთი პირველია. ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაწყებული და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ამ ყველა საკითხს ჩვენ ვახსენებთ და აუცილებლად შევეცდებით მოვიპოვოთ მხარდაჭერა ევროსაბჭოში. ვიცით ეს იოლი არ იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს შევძლებთ თანმიმდევრული ნაბიჯებით საბოლოო მიზნამდე მისვლას“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

ამინდი

28 იანვარი 2021, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში სინოპტიკოსები უმეტესად მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

„ანგარიშის მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები, ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა და სხვა ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოვისმენთ ინფორმაციას უწყების მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო ანგარიში“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

ენტონი ბლინკენი

28 იანვარი 2021, 02:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით.

კარლოს სლიმი

28 იანვარი 2021, 01:01

COVID19

კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მექსიკელი ბიზნესმენი, კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის წარმომადგენელი, არტურო ელიასი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო. „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა. „აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.

28 იანვარი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ტაივანელი კაცი კარანტინის 7-ჯერ დარღვევისთვის $35,000-ით დააჯარიმეს

ტაივანელი კაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის, 1 მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს. როგორც CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.

28 იანვარი 2021, 00:43

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:30

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 468 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 468 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 856 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:24

მსოფლიო

WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესაზებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:11

რეგიონი

28 იანვარს15 წუთით რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბში საბურღი მანქანის გატარება საჭირო და მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ამ დროს საჭიროა გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით.

ლევან ხაბეიშვილი

28 იანვარი 2021, 00:08

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება

ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება, - სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „51 დეპუტატს შეტანილი აქვს განცხადება, მათ შორის მეც. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოლაპარაკებების ველი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, თუკი ხელისუფლება გონს მოვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

არმაზ ახვლედიანი

27 იანვარი 2021, 23:56

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: არ ვიქნები იმის წინააღმდეგი, რომ სისტემა დაინგრეს კონსტიტუციის ფარგლებში, თუნდაც რევოლუციის გზით

ოპოზიცია ამ შემთხვევაში მომგებიან მდგომარეობაშია. იკითხოს ხელისუფლებამ, როცა ჩვენს მანდატებს გააუქმებს, იმიტომ რომ ეს დამოკლეს მახვილი დაეცემა სწორედ „ქართულ ოცნებას“. თქვენ მერე ნახავთ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და აგრეთვე ჩვენი საზოგადოების საპროტესტო განწყობის ზრდას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რამაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ენტონი ბლინკენი

27 იანვარი 2021, 23:47

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: მსოფლიოს ამერიკის ლიდერობა ესაჭიროება

მსოფლიოს შეერთებული შტატების ლიდერობა ესაჭიროება, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველ სამუშაო დღეს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ნიკი ჰეილი

27 იანვარი 2021, 23:43

მსოფლიო

ნიკი ჰეილი: პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილი განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა.