30 მაისი 2020, 11:00 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან, ზედმეტი თავშეყრისგან. ჯერჯერობით, მართალია, გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ ეს არ მოხდება, რადგან აქამდე თავი ასე მოვიტანეთ, მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ იმ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ. კოვიდთან ცხოვრება, რაღაცნაიარად, თავშეკავებით უნდა გავაგრძელოთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამჟამად კოვიდცენტრებში 145 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე: რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა

რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. „ეს საქმე იყო ძალიან მძიმე და რთული ჩვენი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ რა ფორმითაც მოხდა ძალის გამოყენება, ეს სცილდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს.

დერიკ ჯონსი

09 ივლისი 2020, 18:21

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი დერიკ ჯონსი კორონავირუსისგან განიკურნა

23 წლის კალათბურთელი NBA-ს 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჯონსის მსგავსად, კორონავირუსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ხუთმა ვარსკვლავმა, ნიკოლა იოკიჩმა, მალკოლმ ბროგდონმა, ტორინ პრინსმა, დეანდრე ჯორდანმა და სპენსერ დინუიდიმ გადაიტანეს.

09 ივლისი 2020, 18:16

COVID19

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლებს არ დაუშვებენ

ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დაშვება აიკრძალება.

მალმიო

09 ივლისი 2020, 18:15

COVID19

ამერიკელი ეკონომისტის აზრით, პანდემიასთან ბრძოლის „შვედურმა მოდელმა“ არ გაამართლა

შვედეთის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინზე უარის თქმის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ New York Times-ს ამერიკელმა ეკონომისტმა, პეტერსონის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერმა ჯეიკობ კირკეგორმა განუცხადა.

სალომე სამადაშვილი

09 ივლისი 2020, 18:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს

„როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. არსებობს პარტიების ჯგუფი, რომლებთანაც ვმართავთ შესაბამის კონსულტაციებს და როდესაც დასრულდება, შედეგს აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

09 ივლისი 2020, 18:13

სპორტი

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და კალენდარი გამოაქვეყნა

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ და ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მთლიანი კალენდარი გამოაქვეყნა. გადაწყდა, რომ პრო დ2 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს, ხოლო ტოპ 14 მომდევნო დღეს დაიწყება. უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონი 5 ივნისს დასრულდება, პლეი-ოფები 12-ში დაიწყება, ფინალური მატჩი კი 26 ივნისს შედგება. პრო დ2-ის ფინალი 6 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება შვიდკაცას ჩემპიონატს, ის 27-28 თებერვალსაა ჩანიშნული.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 18:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მთავრობას ღვინის სექტორის განვითარების მკაფიო გეგმა აქვს

„დავინახეთ, რომ მხოლოდ ასეთ ტრადიციულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვები არ ანაცვლებს გაყიდვებს, რომლებიც დაიკეტა და ეს არ არის მხოლოდ ქართული ღვინის გამოწვევა. ჩვენ დავინახეთ, რომ იგივე პრობლემა აქვს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას. იქაც ჯერ ამუშავენ გეგმას და მკაფიო გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ადამიანის უფლებების საბჭო

09 ივლისი 2020, 18:03

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია საზოგადოებას სთხოვს, არ დარჩნენ გულგრილნი ძალადობის მიმართ

ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია ბოლო დროს მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორების თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი.

09 ივლისი 2020, 18:01

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე - „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“, ზეპირი მოსმენა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის და ღია მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

მიხეილ ყაველაშვილი

09 ივლისი 2020, 17:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია

„2016 წელს მიშა სააკაშილი აპირებდა ზღვით გადმოსვლას და საზოგადოებას მოუწოდებდა გაერთიანებისკენ და ის ჩაუდგებოდა სათავეში. ის არის ერთი, თვითმფრინავის ხმაზე გაქცეული, რომლესაც საკუთარი დაცვაც რომ ვერ ეწევა, ასეთი ადამიანი. ფაქტები ლაპარაკობს ამ ადამიანზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბელგრადი

09 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

ორდღიანი პროტესტების შემდეგ სერბეთში კომენდანტის საათის დაწესება გადაიფიქრეს

სერბეთის ეროვნულმა კრიზისულმა შტაბმა გადაწყვიტა, ბელგრადში 10-12 ივლისს კომენტანდის საათი აღარ გამოაცხადოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, ბელგრადში მხოლოდ ხალმხრავალი შეკრებები აიკრძალება.

გიგა ბოკერია

09 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

„ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. იმ პოლიტიკურ პარტიაში რას იზამს ეს მისი საქმეა. სხვა ოპოზიცური პარტია რას იზამს, ვინ იქნება მის წინა ან შუა ხაზზე ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

09 ივლისი 2020, 17:31

სპორტი

სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი „დინამო“ სოხუმი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 17:29

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 250 458-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 221 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 12 305-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 212 176 პაციენტი.

გიორგი აფრასიძე
ირმა ჭკადუა

09 ივლისი 2020, 17:26

სამართალი

ირმა ჭკადუა აფრასიძეების საქმეზე: პროკურატურაში ისეთი მასალები დაგვახვედრეს, დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ

ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცვნეს.

რამაზ ნიკოლაიშვილი

09 ივლისი 2020, 17:18

პოლიტიკა

რამაზ ნიკოლაიშვილმა PABSEC-ის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

09 ივლისი 2020, 17:12

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: არჩევნებში „ლელოს“ და "პატრიოტთა ალიანსს" შეიძლება შანსი ცოტათი გაეზარდოთ

„მეეჭვება, სხვა მხრივ დიდი ცვლილებები მოხდეს. ოპოზიციაში პირველობას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს. მას თავისი ბრმა, ყრუ და ერთგული ამომრჩეველი ჰყავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

09 ივლისი 2020, 17:09

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში წარმატებას უსურვებს. შესაბამისი განცხადება ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ისრაელი

09 ივლისი 2020, 17:05

COVID19

ისრაელში მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლის დროს ნარჩენებს იყენებენ

ისრაელში მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტივ და იაფ მეთოდს მიაგნეს.საუბარია ნარჩენების გადამუშავებასა და ეთანოლის მიღებაზე - როგორც მედია იტყობინება, პროფესორი ჰადას მამამე გუნდთან ერთად, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ნარჩენების გადამუშავებასა და „ნივთიერების“ ალკოჰოლად გარდაქმნაზე.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 16:58

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება

„საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​