IMEDI /  30 მაისი 2020, 16:47 / სანდო წყარო

მაია ბუწაშვილი საბურთალოს კლასტერზე: შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთ წყაროსთან არის კავშირში

შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ამ შემთხვევების კლასტერი ცნობილია და ერთ წყაროსთან არის კავშირში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ყოველთვის იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის გვაშინებს ისეთი შემთხვევები, რომელიც უცნობ წყაროსთან არის ასოცირებული. ამ დროს არის რისკი იმისა, რომ უკონტროლო გავრცელება ხდება. დღემდე კონტაქტების კვლევა შესაძლებელია, რადგან ახალი შემთხვევები, ცნობილ კლასტერებთანაა ასოცირებული. ამ დროს უკვე ადვილია ამ სიტუაციის მართვა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სიკვდილით დასჯა

11 ივლისი 2020, 14:42

COVID19

აშშ-ში პანდემიის გამო სიკვდილით დასჯა გადადეს

დანიელ ლი ორშაბათს უნდა დაესაჯათ. ის 3 ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ: იარაღით მოვაჭრის, მისი ცოლის და 8 წლის ქალიშვილის.

ეკატერინე ტიკარაძე პეტრ მიკისკა

11 ივლისი 2020, 14:38

COVID19

ჩეხეთის ელჩი: საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ ვირუსს

საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად ითვლება მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ კორონავირუსს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

11 ივლისი 2020, 14:33

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს.თბილისის მერიის ინფორმაციით, ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.

ავთანდილ ბილანიშვილი

11 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, - საგამოძიებო ორგანოსთვის ბილანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

11 ივლისი 2020, 14:07

რეგიონი

ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

კასპში მოსახლეობამ ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოითხოვა

კასპში ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ცემენტის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს...

ბილ გეითსი

11 ივლისი 2020, 14:03

COVID19

ბილ გეითსი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს

„თუ წამლებს და ვაქცინებს შევქმნით და გადავცემთ ქვეყნებს, რომლებიც მათში მეტს გადაიხდიან და არა იმ ადამიანებსა და ადგილებს, რომლებსაც ეს სჭირდება, უფრო ხანგრძლივ, უსამართლო და სასიკვდილო პანდემიას მივიღებთ“, - განაცხადა გეითსმა.

11 ივლისი 2020, 13:48

სამართალი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე შენგელია

11 ივლისი 2020, 13:27

სპორტი

თორნიკე შენგელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“, - წერს შენგელია.

დავით ზალკალიანი

11 ივლისი 2020, 13:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

ილონ მასკი

11 ივლისი 2020, 13:23

ეკონომიკა

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. 10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.

11 ივლისი 2020, 13:08

მსოფლიო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. ვიდეო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს 5 კოალა, რომლებიც მშობლირ ადგილს დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ველური ბუნების 22 პროცენტი ხშირი ხანძრების შედეგად განადგურდა. ამდენი ხნის შემდეგ 5 კოალას, სახელად: ჯედის, იელოუს, სკალის, ბილისა და გულუს ძალიან გაუმართლათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ისინი მშობლიურ ადგილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ. მოსაზრების თანახმად, განუწყვეტლივმა ხანძრებმა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 800 მილიონი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთი ნიღაბი

11 ივლისი 2020, 13:06

ტაბლოიდი

ინდოეთში ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.

პაატა იმნაძე

11 ივლისი 2020, 13:03

COVID19

პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სოფო გორგოძე

11 ივლისი 2020, 12:59

საზოგადოება

სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა. მისი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გამოცდების პირველმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დღეს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

სირია ჰუმანიტარული დახმარება

11 ივლისი 2020, 12:43

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

11 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. 1995 წლის 11 ივლისის მოვლენები, იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებად მიიჩნევა.

კორონავირუსი რუსეთი

11 ივლისი 2020, 12:27

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 611 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 720 547-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 205-ს აღწევს. ამასთან, 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯეკ ჩარლტონი

11 ივლისი 2020, 12:22

სპორტი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა

ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ტურნირი მოიგო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ის წარმატებული მწვრთნელი იყო. ჩარლტონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი იყო.