imedi /  31 მაისი 2020, 08:47 / სანდო წყარო

ნიკოლ ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს ვირუსთან ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არაა

ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე ქვეყნები არიან და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად.

„ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს, თუმცა იმედი გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნება. ორივე ქვეყანა უნდა იყოს მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს. 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი საქართველოს 30 000 ვაქცინით დაეხმარა. ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ მათ სომხური მხარე მათ დახმარებისთვის მიმართავს ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, დახმარების გასაწევად მზად არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

15 ივნისი 2021, 16:04

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს: ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

გიორგი კაკაურიძე

15 ივნისი 2021, 16:01

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: საერთო ჯამში, ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია

არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, რომ საკმაოდ შემცირებულია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კრისტიან ერიქსენი

15 ივნისი 2021, 15:56

მსოფლიო

კრისტიან ერიქსენი გულშემატკივრებს მადლობას უხდის

„დიდი მადლობა თქვენი თბილი და საოცარი მოკითხვებისთვის, რომელთან მთელი მსოფლიოდან მიგზავნით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. კარგად ვარ - ამ ვითარების გათვალისწინებით. რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩავიტარო საავადმყოფოში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ“, - წერს ფეხბურთელი.

15 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 15:38

სპორტი

თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს

26 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაცია ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშე ჯონ ფერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა მიაწოდეს.

15 ივნისი 2021, 15:33

საზოგადოება

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

15 ივნისი 2021, 15:33

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იაპონიის ელჩს მოუსმინეს

ელჩის თქმით, მომავალ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება, რაზეც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2021, 15:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არცერთ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საზოგადოებაზე ორიენტირებული ის საქმიანობა და რეფორმები, რომლებიც, კახი კალაძის ხელმძღვანელობით, ქალაქის მერიამ და საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

15 ივნისი 2021, 15:21

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს სამხედრო პოლიციის დღეა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას გენერალმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ზარქუა

15 ივნისი 2021, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენი კანდიდატი უკონკურენტო იქნება - კახი კალაძე არის უალტერნატივო

მიდგომა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი ოპოზიციისთვის დამარცხების ფორმულაა, ჩვენც - მმართველმა პარტიამაც და საზოგადოებამაც, დიდი ხანია, ვიცით. ოპოზიციის ეს „მიგნება“ სწორია“. - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა. მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კახი კალაძის კანდიდატურა უკონკურენტოა.

ლევან ბეჟაშვილი

15 ივნისი 2021, 15:00

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: მზად ვართ არჩევნებზე კანდიდატზე უარი ვთქვათ და მხარი დავუჭიროთ იმას, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება

თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

15 ივნისი 2021, 14:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მინისტრმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობისა და ჰელგა შმიდის მიერ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

კახა კუჭავა ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 14:58

პოლიტიკა

კახა კუჭავა ნინო ლომჯარიას შეხვდა

კახა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სახალხო დამცველთან პირველი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას.

დავით ზალკალიანი

15 ივნისი 2021, 14:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადლიერი ვარ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას საქართველოს საკითხის განხილვისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტთან, ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მისი თქმით, მეგობრებისა და პარტნიორების გვერდში დგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

ბადრი ჯაფარიძე

15 ივნისი 2021, 14:53

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: „ლელო საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს

ჩვენი მოსაზრებით მერის კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული, არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილებით შერჩეული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ანა დოლიძე

15 ივნისი 2021, 14:51

პოლიტიკა

ანა დოლიძე დედაქალაქის მერის თანამდებობაზე საზოგადოებას განსახილველად თავის კანდიდატურას სთავაზობს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე საზოგადოებას განსახილველად თავის კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

15 ივნისი 2021, 14:49

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ უნდა იპოვოს ისეთი კანდიდატი, ვისაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს

„ფიზიკურად, ვერ წარმომიდგენია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ უნდა იპოვოს ისეთი კანდიდატი, ვისაც „გირჩი“ მხარს დაუჭერს. ფიზიკურად არ მესმის“, - ამბობს პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შესაძლო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი ბერაია

15 ივნისი 2021, 14:46

საზოგადოება

ირაკლი ბერაია: საქართველოს მხარდასაჭერად ალიანსის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა

საქართველოს მხარდასაჭერად ალიანსის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი და მთავარი ეს იყო ალიანსის მოკავშირეების ერთგულება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

15 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სერგო ჩიხლაძე

15 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატზე: თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ის „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდება

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ვერ თანხმდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა დამარცხების ფორმულა იქნება.