imedi /  31 მაისი 2020, 23:08 / სანდო წყარო

ალექსანდრე გოგინავა: ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა

ალექსანდრე გოგინავა

ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ მოდუნდნენ. მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსთან მნიშვნველოვანი ბრძოლა მოიგო, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა.

კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს გოგინავა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ევროკავშირის წარმომადგენლობა

02 ივლისი 2020, 16:58

ეკონომიკა

ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი ევროკავშირის დახმარებით უფრო მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს დაასაქმებს

„პროექტს ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს. „კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის - „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება - დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.

ეკომიგრანტები

02 ივლისი 2020, 16:55

რეგიონი

113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

უწყების ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები ამ დრომდე დაკანონებული არ ჰქონდათ.

02 ივლისი 2020, 16:51

საზოგადოება

თიბისის Live-სესიები - აქ. ახლა - გრძელდება

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

ევროპარლამენტი

02 ივლისი 2020, 16:50

მსოფლიო

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა საოფისე ტექნიკა მოპარეს, როდესაც ისინი ბრიუსელიდან მოშორებით, დისტანციურად მუშაობდნენ. მძარცველები იქექებოდნენ დოკუმენტებში და ამტვრევდნენ სეიფებს, რათა ძვირადღირებული ნივთები წაეღოთ.

02 ივლისი 2020, 16:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ Covid-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

02 ივლისი 2020, 16:42

COVID19

5 ივლისიდან ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდება

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

02 ივლისი 2020, 16:39

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შავკანიანი იესო

02 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ბრიტანულ ტაძარში „საიდუმლო სერობის“ ვარიაციას განათავსებენ, რომელზეც იესო შავკანიანად არის წარმოდგენილი

ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვარიაციას მოათავსებენ, რომელზეც ქრისტე შაკვანიანად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტილოს განთავსება ტაძარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად გადაწყვიტეს. მისი ავტორი მხატვარი ლორნა მეი უოდსვორტია, რომელმაც ნამუშევარი 2009 წელს დახატა. ქრისტეს პროტოტიპი მისთვის იამაიკელი ტაფარი ჰინდსი გახდა. „ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქრისტეს სავარაუდოდ ახლოაღმოსავლური ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მხატვრები მას ტრადიციულად თავისი წარმოსახვის შესაბამისად გამოსახავდნენ. მე ის ისევე „ზუსტად“ წარმოვადგინე, რამდენადაც სწორია იდეა იმის შესახებ, რომ იესო ფლორენტიელს ჰგავს“, - განმარტა მხატვარმა.

ხუან გუაიდო

02 ივლისი 2020, 16:28

მსოფლიო

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო

ბრიტანეთის მთავრობა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. Evening Express-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო განიხილავდა დავას ვენესუელის შიდაპოლიტიკური კონფლიქტის მხარეებს შორის, რომლებიც ინგლისის ბანკში შენახული 930 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების კუთვნილებაზე დავობდნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანი; ვახტანგ გომელაური

02 ივლისი 2020, 16:27

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა.

02 ივლისი 2020, 16:26

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. დაბა ტამისში რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებიდან 27 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მცხეთის-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრცია ავრცელებს.

გიორგი ახვლედიანი

02 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი სიტუაციის არეულობა და დაპირისპირებაა

ყველაზე გაუგონარი, არაადექვატური და აბსურდულია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო გარემო ყოფილიყო უკეთესი, მათ არჩევნებში წარმატებული შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შანსი ჰქონოდათ, უცებ აღარ იღებენ მონაწილეობას საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში, არც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობაში, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივლისი 2020, 16:23

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

2020 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

ვიქტორ ორბანი

02 ივლისი 2020, 16:20

COVID19

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ შეუშვებს

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ დაუშვებს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ სერბეთისთვის გაკეთდება.

გორის რაიონული სასამართლო

02 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი გააუქმა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს რჩევა დღესვე პირნათლად შესრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს „მინიშნებას მნიშვნელოვანს და მისასალმებელს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დღესვე შესრულდება ეს რჩევა და სამი მოსმენით დამტკიცდება საარჩევნო კოდექსი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 ივლისი 2020, 16:06

მსოფლიო

თურქეთმა საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურმა პარიზმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა ხმელთაშუა ზღვაში თურქულ და ფრანგულ ფრეგატებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.

02 ივლისი 2020, 15:59

საზოგადოება

თსუ-მა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ ვებინარი გამართა

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვებინარი გამართა. ვებინარის „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია კორონავირუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“ მომხსენებლები იყვნენ თსუ რექტორი, დოქტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი ჰანს დე ვიტი, ლიდს ბექით უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ელსპეფ ჯოუნსი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი, დოქტორი ალექსანდერ ჰასგალი.

კრისტიან ურსე; კახა კუჭავა

02 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

კახა კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. დიპლომატთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, კახაბერ კუჭავამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რაც მან საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის ფარგლებში გასწია.

მეი მასკი

02 ივლისი 2020, 15:51

კულტურა

ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.