imedi /  01 ივნისი 2020, 12:11 / სანდო წყარო

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსი

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიკოსების ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 1385 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

საერთო ჯამში, კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 42 ადამიანს დაუდასტურდა, 30 უკვე გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

10 ივლისი 2020, 10:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა

„ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

10 ივლისი 2020, 09:54

სპორტი

„ინტერმა” „ვერონასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა და ქულები დაკარგა

ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა ლაზოვიჩმა მატჩის დებიუტში გახსნა, რასაც სტუმრებმა ანტონიო კანდრევას დუბლით უპასუხეს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მიგელ ველოსომ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ინტერს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა.

ათენი

10 ივლისი 2020, 09:45

მსოფლიო

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

ბოლივია

10 ივლისი 2020, 09:40

მსოფლიო

ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 09:24

სამართალი

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს

10 ივლისი 2020, 09:17

სამართალი

შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიცია

10 ივლისი 2020, 09:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

შსს

10 ივლისი 2020, 09:08

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გლდანი

10 ივლისი 2020, 09:02

სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. შაქარაშვილის ბიძა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოჯახი მნიშვნელოვან ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავს და იმედოვნებენ, რომ დასკვა იქნება კატეგორიული ფორმულირებით და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა იოცნებოს სააკაშვილმა, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები კრახით დასრულდება

„სააკაშვილმა რაც არ უნდა იოცნებოს, რაც არ უნდა დაგეგმოს, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები რასაც ჩვენი საზოგადოება წარსულ პერიოდში თვალყურს ადევნებდა, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავღანეთი

10 ივლისი 2020, 08:00

COVID19

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

რობერტ რედფილდი

10 ივლისი 2020, 01:12

COVID19

რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.

ჯავისია ლესლი

10 ივლისი 2020, 01:03

კულტურა

ისტორიაში პირველად ბეტვუმენს შავკანიანი ქალი განასახიერებს

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველი შავკანიანი მსახიობი ვარ, ვინც ამ როლს ტელესერიალში ითამაშებს. როგორც ბისექსუალი ქალისთვის, ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ შოუს ნაწილი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა LGBTQ+-თემისთვის“, - ამბობს ლესლი.

10 ივლისი 2020, 00:55

საზოგადოება

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება

მისი თქმით, რესპონდენტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად უჩივიან კრიზისის შედეგად შინამეურნეობის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, ეს ორივე ჯგუფი გარკვეულწილად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:48

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების 10-წლიანი განვითარების გეგმა

„გარდა შეიარაღებისა ჩემი ხედვა ეფუძნება ძლიერი რეზერვის სისტემის განვითარებას. დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის კომფორტი, რომ მრავალრიცხოვანი არმია შეინახოს, მაგრამ 30-წლამდე ჩვენ თუ იმ ტემპებით განვითარდებით, რომელიც ჩემს ხედვაში მაქვს განსაზღვრული, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გვყავდეს დაახლოებით 80-დან 100 ათასამდე მომზადებული რეზერვის ოფიცერი. ეს არის სერიოზული განაცხადი და გეგმა,რომელიც მე წარვუდგინე თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას და მათთან ერთად ვმუშაობ ამ გეგმის განხორციელებაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10 ივლისი 2020, 00:44

COVID19

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება

რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“-მ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.