imedi /  01 ივნისი 2020, 15:33 / სანდო წყარო

საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, - ამის შესახებ წერია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდა რიგი კონკრეტული ღონისძიებები: „აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების
მხარდაჭერით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო
პორტალი − www.StopCov.ge გაეშვა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

აფხაზეთის რეგიონს რამდენჯერმე გადაეცა სხვადასხვა სამედიცინო საშუალება და
აღჭურვილობა;

მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა
ვიზიტი აფხაზეთის რეგიონში, ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და არსებული
საჭიროებების შეფასების მიზნით;

აფხაზეთის რეგიონში ინფიცირებული და სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, შემოწმებისა
და მკურნალობის მიზნით, გადმოყვანილ იქნა საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე. მთლიანობაში, მ. წ. 22 მარტი-30 მაისის პერიოდში, კორონავირუსის
გავრცელების შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 276 პირი გადმოვიდა;

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო
მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მოხდა რუხის
მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვა და გახსნა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარების შეთავაზება ასევე მოხდა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო, მსგავსი დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა. შედეგად, რეგიონში მოქმედ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ეთხოვა საქმიანობის გააქტიურება და ადგილობრივი
მოსახლეობისათვის დამატებითი დახმარების გაწევა“, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაბიჯები არის არათანმიმდევრული

გამოჩნდა, რომ რეალურად, კონსესუსის რესურსი არ არსებობს პარლამენტში და პოლიტიკურ სივრცეში და ეს არის რადიკალური ოპოზიციის „დამსახურება“, რადიკალიზმის გარეშე მათ ვერც ერთი საკუთარი ნაბიჯი ვერ წამოუდგენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძძე

03 ივლისი 2020, 00:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ არალეგალური და მათ შორის რუსეთიდან ჩარევა არ განხორციელდეს საარჩევნო პროცესში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 00:04

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ვთავაზობთ მემორანდუმზე შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება 25 მეტრიანი რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა მის აღსრულებაზე, თუმცა ჯერჯერობით დუმილია

ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნებისმიერ შეფერხებას და ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, კანონსაწინააღმდეგო შეფერხება. ნებისმიერი შეყოვნება ამომრჩევლის, მათ შორის კითხვის დასხმა იმის შესახებ,თუ ვის აძლევს ხმას, უკვე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მეტი ქალი ვიხილოთ. თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. ძალიან დაბალია ჩვენთან მაჩვენებელი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილებაა, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის სამართლიანი წესებით განვითარებას

საერთოდ არ იყო რეკომენდაცია წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ნაწილში ჩვენი ინიციატივით ავსახეთ ცვლილება და დღეს არის დადგენილი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა პარტიების დაფინანსების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფაა

„ჩვენ ყველა პრინციპული რეკომენდაცია გავიზიარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თვისებრივად დახვეწილი საარჩევნო კოდექსი, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეს ქმნის საუკეთესო გარემოს იმითვის, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფა და ამ კუთხით, მუდმივი წინსვლა გვაქვს“- განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჯო ბაიდენი

02 ივლისი 2020, 22:59

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.

02 ივლისი 2020, 22:53

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.