IMEDI /  01 ივნისი 2020, 22:30 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმს პასუხობს. მისი წერილი ინფექციური საავადმყოფოს Facebooc-ზეა ხელმისაწვდომი.

2020 წლის 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ .

„რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს.

ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო.

ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის. მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები: გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და - 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 COVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის დააახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს. აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“.

რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს - საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი - კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა. საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს.

სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო ---სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი --- ე.წ. ცხელების ცენტრი ---- COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან - „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია Gilead-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში - ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება.

ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington Post-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია.

საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“. და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი წარმატებით“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

ირაკლი ბერაია

09 ივლისი 2020, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა

აბსოლუტური სიცრუა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას ცდილობს და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებულ მესიჯბოქსებს აწვდის ჩვენს ამერიკელი პარტნიორებს. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ამერიკის კანონმდებლობაში შენარჩუნდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები, რაც პირველად გაჩნდა ამერიკის კანონმდებლობაში, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სამწუხაროდ, ამის პარალელურად დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას ცდილობს და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული მესიჯბოქსების მიწოდებას ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დავით ბაქრაძე

09 ივლისი 2020, 21:08

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ჩვენი პარტნიორები რეალურად ასახავენ იმ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ხარისხს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გააჩნიათ

ეს არის განმარტებითი მოხსენება, რომელიც არც საკანონმდებლო აქტია, არც კანონქვემდებარე, მას არც არავინ აწერს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ, „ქრონიკასთან“ საუბრისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის პირველადი, პროექტამდე საკითხთა ნუსხა, რომლის განხილვა კონგრესმენთა დიდმა ნაწილმა სცადა. თუმცა ჩვენ ვნახეთ პირველ პროექტშივე უარყოფილია ის რამდენიმე პუნქტი. ქვეკომიტეტის შემდგომ კიდევ 6-7 ეტაპი აქვს გასავლელი და დარწმუნებული ვართ, რომ იმ ტექსტის აუცილებლობაც არ დადგება საბოლოო ჯამში და ჩვენი პარტნიორები რეალურად ასახავენ იმ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ხარისხს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გააჩნიათ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

09 ივლისი 2020, 21:03

პოლიტიკა

ასლან ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელობისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას არ ვითხოვთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას არ ითხოვს“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ 3 ივლისს სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

09 ივლისი 2020, 20:58

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები დასახელდა

ბიზნეს-სკოლა IESE-მ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქალაქების რეიტინგი Cities in Motion Index (CIMI) გამოაქვეყნა. სიის ლიდერი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი გახდა. მეორე ადგილს ნიუ-იორკი იკავებს, მესამე ადგილზე კი პარიზი მოხვდა. ათეულში ასევე არიან ტოკიო, რეიკიავიკი, კოპენჰაგენი, ბერლინი, ამსტერდამი, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

ლევან კარანაძე

09 ივლისი 2020, 20:40

ეკონომიკა

ლევან კარანაძე: მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, Lufthansa შეძლებს, თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნხენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ]ო ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:40

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო.

ამირან სალუქვაძე

09 ივლისი 2020, 20:34

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მნიშვნელოვანია კეზერაშვილის საქმიანობის შესწავლა თავდაცვის სამინისტროში ყოფნის დროს

არაფრის მქონე პიროვნება მოდის საჯარო სამსახურში და საჯარო სამსახურის მერე, რამდენიმე თანამდებობის გამოცვლიდან არის ოფიციალური მილიარდერი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 20:32

სპორტი

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა

ყველა მათგანი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა, ამჟამად იზოლაციაშია და მათ პროტოკოლის წესის სრული დაცვით, 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კარანტინში ყოფნა. შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში, "ლესტერ ტაიგერსში" საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი თამაშობს.

09 ივლისი 2020, 20:27

საზოგადოება

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი, - ამის იშესახებ ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:08

თავდაცვა

თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.

09 ივლისი 2020, 20:02

საზოგადოება

ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.

09 ივლისი 2020, 19:57

პოლიტიკა

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად მაქსიმუმ 261 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში) დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ​​​​​​​

გია აბაშიძე

09 ივლისი 2020, 19:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვერც „ფრონტერას“ და ვერც შალიკოს „ფანჩატურელების“ მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას

„ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, განხილვის საწყის ეტაპზე. ცალკეული კონგრესმენების აქტივობა ლობისტების მეშვეობით განწირულია ფიასკოსათვის. მარტივად - რასაც კრიმინალური ნაცოპოზიცია ამბობს, პირიქითაა. ეს არის და ეს. მათ ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ. ვერც "ფრონტერას" და ვერც შალიკოს "ფანჩატურელების" მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“,- წერს გია აბაშიძე.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 19:55

მსოფლიო

პოლიციამ სეულის გაუჩინარებული მერი გარდაცვლილი იპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის მერი, რომელიც დღეს გაუჩინარდა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, იგი სეულის ერთ-ერთ პარკში აღმოაჩინეს. საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ენტონი ფაუჩი

09 ივლისი 2020, 19:47

COVID19

ენტონი ფაუჩი: რატომ საუბრობთ მეორე ტალღაზე? ჯერ კიდევ პირველი ტალღიდან არ გამოვსულვართ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პირველი ტალღიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 ივლისი 2020, 19:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციას: აშშ-ის მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან, თუ რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ, თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ბოლოდროინდელი განცხადებების გამო ოპოზიციას აკრიტიკებს.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:21

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტების მშობლებს: გვესმის, რომ მათთვის გულშემატკივრობა წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგრამ გთხოვთ, საგამოცდო სივრცესთან მისვლისგან თავი შეიკავოთ

ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მივმართო აბიტურიენტების ოჯახებს და გულშემატკივრებს - გვინდა გვენდოთ და იცოდეთ, რომ ის გარემო, რომელიც მათთვისაა შექმნილი, ყველანაირად უზრუნველყოფილია, რომ ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:16

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტი მაქსიმალური ოდენობით აქვს განსაზღვრული

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეგისტრაცია და ის აბიტურიენტებიც, რომლებიც ვერ მოახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, ფიზიკურად გადმოსვლას და საგამოცდო პროცესში ჩართულობას, წელს გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი
გოჩა ლორთქიფანიძე

09 ივლისი 2020, 19:12

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა. შეხვედრისას ჰააგის სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს.

09 ივლისი 2020, 19:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.