imedi /  02 ივნისი 2020, 12:01 / სანდო წყარო

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს

ბოლო მონაცემებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 9 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 8 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 11:10

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და დღეს კლინიკაში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

14 ივლისი 2020, 11:09

რეგიონი

დღეიდან 18 ივლისამდე, მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისს მიაწვდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დღეიდან, 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, დაინტერესებულ პირებს სააგენტოს სხვადასხვა სერვისს მიაწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.

ბექა ლილუაშვილი

14 ივლისი 2020, 11:06

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების შესაძლებლობა

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

მარინა ეზუგბაია

14 ივლისი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების 4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„დაგვემატა მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა. ამ მონაცემების საფუძველზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა 4-ვე შემოტანილია. ესენი არიან სატვირთო მანქანის მძღოლები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნაია რივერა

14 ივლისი 2020, 10:59

კულტურა

გაუჩინარებული ამერიკელი მსახიობი, ნაია რივერა ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობის შვილის თქმით, მათ ერთად ცურვა გადაწყვიტეს, თუმცა დედა ნავში არ დაბრუნებულა. ადილობრივი შერიფის განცხადებით, ეს უბედური შემთხვევაა და არა თვითმკვლელობა. გამოძიების ვერსიით, რივერამ ბავშვის ამოყვანა მოასწრო, საკუთარი თავი კი ვერ გადაარჩინა.

14 ივლისი 2020, 10:45

რეგიონი

ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ნათია თურნავა

14 ივლისი 2020, 10:40

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშობას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვაგრძელებთ

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

14 ივლისი 2020, 10:35

საზოგადოება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.

14 ივლისი 2020, 10:34

ეკონომიკა

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატურია

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო, - უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი 2020, 10:32

პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს სამართლებრივი ნონსენსია

„მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და სამოქალაქო უფლებები მოქალაქეების, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

14 ივლისი 2020, 10:25

საზოგადოება

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა. დიეგო კოლასმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს პანდემიის დროს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგძლივებთ ახალ წლამდე, ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 10:18

საზოგადოება

წითელი ჯვრის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ

ინფორმაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს გუშინ შეხვედრაზე მიაწოდეს. ცხინვალიდან მათ ამ.დრომდე არავინ დაკავშირებიათ.ბოლო ინფორმაციით 33 წლის კაცი ცხინვალის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ივლისი 2020, 10:16

სამართალი

ომბუდსმენის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

14 ივლისი 2020, 10:12

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

14 ივლისი 2020, 10:09

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

14 ივლისი 2020, 10:06

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების სწრაფად განახლებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 09:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

„იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ ვუმკლავდებით ეფექტიანად პანდემიას. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამის გაგრძლებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ . ვმსჯელობთ თუ როგორი იქნება პანდემიის პირობებში ჩვენი მომავალი თანამშრომლობა და ინტენსივობის შენარჩუნება, რაც დღეს ნატოსთან ძალიან მაღალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საუბარი იქნება აგრეთვე უსაფრთხოებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.