03 ივნისი 2020, 18:35 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ ამ ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები. პირველ რიგში, მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული. ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ სასტუმროებში დაცული იქნება წესები და გარდა ამისა, ტუროპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მიერვე შემოყვანილი ტურისტების მოვლაზე“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ყველა სიახლე

ჟაირ ბოლსონარუ

04 ივლისი 2020, 08:38

COVID19

ჟაირ ბოლსონარუმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა G1 ავრცელებს. კანონი ასევე ითვალისწინებდა პირბადის სავალდებულო ტარებას სახელმწიფო უწყებებში და კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებში. კანონის მიხედვით, ამ დაწესებულებებს მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ.

04 ივლისი 2020, 08:33

COVID19

სამთვიანი პაუზის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პაბები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების ყველაზე დიდი ეტაპი იწყება, 4 ივლისდან ქვეყანაში პაბები, კაფეები და რესტორნები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გარდა ამისა, მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, ტაძრები, კინოთეატრები, სასტუმროები, ნებადართული ხდება სტუმრად სიარულიც.

ნარენდრა მოდი

04 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერი ჩინეთთან საზღვარზე სადავო რეგიონს ეწვია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩინეთთან საზღვარზე, სადავო რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზას ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. ნარენდრა მოდის სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას თან ახლდნენ შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები. პრემიერმა სიტყვით მიმართა სამხედროებს და განაცხადა, რომ მძიმე სიტუაციიდან ინდოეთი კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდა. მოდიმ ასევე განაცხადა, რომ ექსპანსიონისტური პოლიტიკის ეპოქა დასრულდა, რაც, დიდი ალბათობის, ჩინეთის ქმედებების შეფასებას წარმოადგენდა.

კორონავირუსი ბრაზილია

04 ივლისი 2020, 08:14

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,5 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 42 223 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 290 ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID19-ის 1 539 081 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 63 174 ადამიანი იმსხვერპლა. ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ფოიერვერკი აშშ

04 ივლისი 2020, 08:07

საზოგადოება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ.

ჰილარი კლინტონი

04 ივლისი 2020, 01:19

COVID19

ჰილარი კლინტონი: დონალდ ტრამპზე უკეთ გავუმკლავდებოდი კორონავირუსის პანდემიას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე უკეთესად გაუმკლავდებოდა კორონავირუსის პანდემიას.

04 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა

ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

04 ივლისი 2020, 00:42

ტაბლოიდი

კანადაში ძაღლმა მეზობლები ხანძრისგან იხსნა

კანადაში, იორკის მუნიციპალიტეტის კომუნა მარკემში მეზობლები მათ სახლში მომხდარი ხანძრისგან იხსნა. ინფორმაციას I Heart Radio ავრცელებს. ღამის ორ საათზე ბიგლმა სახელად ჯორჯიამ პატრონი გააღვიძა და აიძულა რომ ფანჯარასთან მისულიყო. მეზობლების სახლს ცეცხლი ეკიდა.

04 ივლისი 2020, 00:23

ტაბლოიდი

Fox news: პრინცი ჰარი და უილიამი შერიგდნენ

ბოლო თვეებში ბრიტანეთის პრინცებს ჰარისა და უილიამს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ტელეარხის მთავარი რედაქტორი ნიკ ბულენი აცხადებს, რომ ძმები შერიგდნენ. ბულენი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, ძმები Zoom-ის მეშვეობით რეგულარულად საუბრობენ.

ყველაზე ასაკოვანი კატა

04 ივლისი 2020, 00:15

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 31 წლისა მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 31 წლისა მოკვდა. Daily Mail-ის ცნობით, მეინ-კუნის ჯიშის კატა, სახელად რაბლი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში ცხოვრობდა. მისი პატრონის, 51 წლის მიშელ ჰერითეჯის განცხადებით, კატა მას დაბადების დღეზე, 20 წლის იუბილეზე აჩუქეს და მას შემდეგ რაბლი მიშელთან ცხოვრობდა. მიშელის თქმით, კატა არ ავადმყოფობდა, უბრალოდ სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ალიმენტი

04 ივლისი 2020, 00:02

ტაბლოიდი

ბრიტანელი კაცი 14 წლის განმავლობაში ალიმენტს სხვის შვილს უხდიდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კინგსტონ-აპოლ-ჰალის მკვიდრს სხვისი შვილისთვის ალიმენტის გადახდას აიძულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hull Live ავრცელებს. კაცმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ 14 წლის განმავლობაში ყოფილი ცოლის ქალიშვილს ალიმენტის სახით 38 ათასი გირვანქა გადაუხადა, 2019 წლის ოქტომბერში კი მისმა პარტნიორმა აღიარა, რომ გოგო სხვისგან გააჩინა.

ჯანლუიჯი ბუფონი

03 ივლისი 2020, 23:59

სპორტი

ბუფონმა აღიარა, რომ სკოლა არ დაუმთავრებია

ტურინის „იუვენტუსის“მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში განაგრძობს სწავლას. „როდესაც ფეხბურთს დავანებებ თავს, სკოლას დავამთავრებ, რადგანაც სწავლის შეწყვეტის გამო მშობლები 30 წელი ტვინს მიბურღავდნენ,“-აღნიშნა „იუვეს“ გოლკიპერმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 42 წლის ბუფონმა ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 23:50

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა

არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.

03 ივლისი 2020, 23:45

ეკონომიკა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურად აისახა. ამის შესახებ The New York Times წერს.

პოლიცია

03 ივლისი 2020, 23:44

სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტში საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. 30 წლამდე ქალმა ახალშობილი საპირფარეშოში დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა და მას შემდეგ, რაც მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს.

03 ივლისი 2020, 23:37

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ სტატკისტიკაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 23:15

მსოფლიო

პედოფილი, რომელსაც აშშ-ში 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადამდე გათავისუფლდა

ამერიკელი პედოფილი, რომელსაც 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამის შესახებ New York Post წერს. ჯორჯიის შტატის მკვიდრი, პიტერ მელორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, პედოფილმა უკვე მოიხადა სასჯელი. ამავე დროს მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოს ვერდიქტს ვერ შეაჩერებს.

გიგი უგულავა

03 ივლისი 2020, 23:03

პოლიტიკა

გიგი უგულავა: არ მჯერა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს, შალვა ნათელაშვილს ზედმეტი მოუვიდა

მე არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 22:39

ტექნოლოგიები

Twitter-ის პროგრამისტები ტექნიკურ ტერმინებს „შავი სია“ და „ბატონი/მონა“ აღარ გამოიყენებენ

კომპანია Twitter-ი უარს იტყვის ისეთი ტექნიკური ტერმინების გამოყენებაზე, რომელიც რასიზმთან ასოციაციებს იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პროგრამ ისტების გუნდმა განაცხადა.

ალექსანდრე გეჯაძე

03 ივლისი 2020, 22:35

სამართალი

ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა

ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.