imedi /  04 ივნისი 2020, 23:26 / სანდო წყარო

ბილ გეითსი: რთულია ჩემ შესახებ შეთქმულების თეორიების უარყოფა, რადგან ძალიან სულელური თეორიებია

ბილ გეითსი

ბილ გეითსი

The Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა უარყო გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით იგი კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

„არასდროს ვყოფილვარ ჩართული რამე ისეთში, რაც მიკროჩიპებს ეხება. რთულია ამის უარყოფა, რადგან ძალიან სულელური ან უცნაური თეორიებია“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

ბილ გეითსმა ათღნიშნა, რომ მისი ფონდი თანხებს იღებს ვაქცინების შესაძენად და ზუსტად ამის გამო დაინახეს მათ პანდემიის რისკი, რაზეც საჯაროდ განაცხადეს.

კორონავირუსთან დაკავშირებით ბილ გეითსზე შეთქმულებების თეორიები სოციალურ მედიასა და ტელევიზიაშია გავრცელებული. Yahoo News-ისა და YouGov-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა 28%-მა განაცხადა, რომ ამ შეთქმულების თეორიების სჯერა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას

Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აბიტურიენტია.

ენიო მორიკონე

06 ივლისი 2020, 10:54

კულტურა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. ენიო მორიკონე მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ გამორჩეულ მეგობარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს. ეს არის პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოსი, რომელიც ამ უპრეცენდენტო გლობალური გამოწვევის, პანდემიის ფონზე ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:42

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო

აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა, ჩვენთვის უნგრელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ძალები წარმოიქმნენ. ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, ამ მსოფლიოში პოზიციების დაკავება თუ გვერდზე ბევრ ქვეყანას დაიყენებს. ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და პრობლემების გარეშე, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:36

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: პანდემიის დროს საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობა უფრო გაღრმავდა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პატივი დაგვდო და ამ პანდემიის პირობებში, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც აქ ჩამოსვლის უფლება მიეცა. საქართველომ ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. 100-ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოს, ევროპაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ინფიცირებული ჰყავს“.

ისრაელის ელჩი რან გიდორი

06 ივლისი 2020, 10:30

რეგიონი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გურიის რეგიონს სტუმრობდნენ

ისრაელის ელჩი, რან გიდორი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი გურიაში იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ჩავიდნენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურიასთან“ (Shalom Club Guria) თანამშრომლობის გაფართოების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

06 ივლისი 2020, 10:21

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი კაცი შეიყვანეს

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ერთი ჭრილობა ქონდა ბარძაყის არეში, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის სამსახურმა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცმა ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.

06 ივლისი 2020, 10:13

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და მათ წარმატებები უსურვა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

06 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. 30 წლამდე ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

06 ივლისი 2020, 09:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, კიდევ 2 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 953 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 830 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

06 ივლისი 2020, 09:48

რეგიონი

მესტიაში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მიხელ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 09:43

საზოგადოება

მიხეილ ჩენკელი: მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში

„მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში“ - მიმართავს მინისტრი აბიტურიენტებს.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 09:27

პოლიტიკა

დღეს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

სოფო გორგოძე

06 ივლისი 2020, 09:09

საზოგადოება

სოფო გორგოძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტებისთვის ჩარიცხვის ალტერნატიული წესი არსებობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესს 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე გაეცნო. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მათთვის ჩარიცხვის ალტერატიული წესი არსებობს.

06 ივლისი 2020, 08:42

საზოგადოება

როგორ გადიან აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციას. ფოტოები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს.გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.

06 ივლისი 2020, 08:34

საზოგადოება

დღეიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება

დღეიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირება 70-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა.

06 ივლისი 2020, 08:20

საზოგადოება

დახურულ სივრცეში გამოფენების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის ფარგლებში, გამოფენების, ტრეინინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეებში, დღეიდან ნებადართული ხდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, ამ ღონისძიებების ჩატარება მოხდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლის თანახმად.