imedi /  05 ივნისი 2020, 13:57 / სანდო წყარო

ეკა ბერიძე: კოვიდთან ბრძოლის საქართველოს ფორმულა - იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა

ეკა ბერიძე

ეკა ბერიძე

კოვიდთან ბრძოლის საქართველოს ფორმულა - იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა, - ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა ბერიძე Facebook-ს საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, არსებული რეალობა აჩვენებს, რომ კოვიდ 19-თან აგებს შეუპოვრობა, თავის მოტყუება, არაკვალიფიციური მიდგომა. ამ დაავადებას სწორად მხოლოდ მისი არსებობის აღიარებით, გონიერებით და კვალიფიციური მიდგომით შეიძლება აჯობო. იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

თავის პოსტში ეკა ბერიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კოვიდინფექციასთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს.

„როდესაც დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი საერთაშორისო სააგენტოს შეტყობინება მომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის პროვინცია უჰანში ექიმები ახალი ვირუსის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდნენ, ვერც კი დავუშვი, რომ ეს ვირუსი საქართველომდე ჩამოაღწევდა. როცა ჩინეთმა სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო, სულ მიკვირდა, ამდენი ხნით სად იკარგებოდნენ დაავადებული ადამიანები, მათი რიცხვი არ მცირდებოდა, თუმცა უხვად ემატებოდათ ახალი ინფიცირებულები და გარდაცვლილები. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნელი ტემპით მატულობდა.

როცა კოვიდ 19-მა გავრცელება სხვა ქვეყნებშიც დაიწყო და გასაგები გახდა, რომ ის აუცილებლად ჩამოაღწევდა ჩვენთან, გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს ვერ გადაიტანდა, რადგან თვალსაჩინო იყო, როგორ ჩამოიშალა ჰიპერგანვითარებული სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემები. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მეგონა. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისმა გონიერებამ, ცოდნამ, გამოცდილებამ, თავდადებამ ჩვენი ქვეყანა აქცია ერთ-ერთ გამონაკლისად, რომელმაც ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და უმცირესი მსხვერპლით აჯობა ვირუსს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუმცა, ეს ადამიანები არ მიიჩნევენ რომ გაიმარჯვეს, განსხვავებით მაგალითად ახალი ზელანდიისგან, სადაც ოფიციალურად გამოაცხადეს გამარჯვება, თუმცა სწორედ იმ დღეს დაემატათ 4 ინფიცირებული. დღეს, მათი სტატისტიკა ასეთია: მოსახლეობის რაოდენობა - 4 მილიონ 900-მდე, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა - 1 504, 22 - გარდაცვლილი, 1 481 გამოჯანმრთელებული.

საქართველოს კოვიდ სურათი ამჟამად ასე გამოიყურება: მოსახლეობა - 3 მილიონ 989, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა - 801, გარდაცვლილი - 13, გამოჯანმრთელებული - 650. დღეს დაგვემატა 4 ინფიცირებული, გუშინ - მხოლოდ 1. Სამწუხაროდ, უფრო მეტი, საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ.

ახალი ზელანდიის პრემიერი ამ ვითარებაში გამარჯვებას ზეიმობს, ჩვენი პრემიერი ამბობს, რომ პანდემია საქართველოში, ისევე, როგორც გლობალურად, არ არის დამარცხებული.

რადგან ყველაფერი შედარებითია, მოდით შევადაროთ ვითარება საქართველოში, ვითარებას ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში: რუსეთი - 441 108 ინფიცირებული, 5 384 გარდაცვლილი, თურქეთი - 167 410 ინფიცირებული, 4 630 გარდაცვლილი; 9 მილიონ 981 მოსახლიანი აზერბაიჯანი - 6 522 ინფიცირებული, 78 გარდაცვლილი. გუშინ აზერბაიჯანში კიდევ მეტად გამკაცრდა კარანტინის რეჟიმი; 2 მილიონ 965 მოსახლიანი სომხეთი - 11 221 ინფიცირებული, 176 გარდაცვლილი.

იმ წუთიდან, როცა ქვეყანაში პირველი კოვიდ შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშს გვაბარებდნენ: საქართველოს პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, კოვიდთან ბრძოლაში ჩართული კლინიკების ექიმები. 26 თებერვლიდან დღემდე, 5 ივნისამდე, ჩვენ ზუსტად ვიცით, სად დაავადდნენ კოვიდ ინფიცირებულები, რამდენი ადამიანია თითოეულ კლასტერში, რომელ კლინიკაში როგორ გრძნობენ თავს დაავადებულები, ზუსტად ვიცით ყველა დეტალი. არცერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენზე მცირე ქვეყნებში, ასეთი ინფორმაცია მოქალაქეებს არ გააჩნიათ. გადამოწმებული მაქვს, მაგალითად 625 ათას 978 მოსახლიანი ლუქსემბურგის მაგალითზე, სადაც 4 024 ინფიცირებული და 110 დაღუპულია. ლუქსემბურგი, ცნობისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე. ​

პანდემიამ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბევრ ქვეყანაში ისევ პიკია, სააშკარაოზე გამოიტანა ყალბი და რეალური პრიორიტეტები. ასევე, აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის კრიზისში, მთავარი არ არის, იყო მეგასახელმწიფო, მთავარი არ არის, იყო ყველაზე მდიდარი, მთავარი არ არის, იყო ბირთვული ქვეყანა, მთავარი არ არის, კარნახობდე შენს წესებს მსოფლიოს. მთავარია იყო ჰუმანური, იყო გონიერი, მთავარია გააცნობიერო კრიზისი, არ მოიტყუო თავი და არ მოატყუო ხალხი, რისი მცდელობაც არაერთი ქვეყნის მთავრობას ჰქონდა. მთავარია, სასწორზე არ დადო ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც ამ ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკის საპირწონედ, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის გამო, მაინც გარდაუვალია. დღეისათვის აღიარებულია, რომ არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იდეამ, არც ბრიტანეთში, რომელის პრემიერმაც ამ იდეის შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადა და არც კარგად ორგანიზებულ შვედეთში, სადაც მინიმალური შეზღუდვების ფონზე იმუნიტეტი მოსახლეობის მინიმუმმა გამოიმუშავა, როცა მხოლოდ დღეს, იქ 20 ადამიანი დაიღუპა, ჯამში კი 4 562. გუშინ, 4 ივნისს შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, აღიარა, რომ მათი სტრატეგია შეცდომა იყო და მოვლენების უკან დაბრუნების შემთხვევაში სხვა გზას აირჩევდა.

რამ გადაგვარჩინა? რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? რატომ არ დაგვეღუპა არცერთი ადამიანი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა რისკჯგუფს? Რატომ არ გავრცელდა კოვიდ 19 პენიტენციურ დაწესებულებებსა და მოხუცებულთა სახლებში? რატომ გადარჩა ბევრი ისეთი ინფიცირებული, რომელსაც ასაკთან ერთად არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებდა?

მოხდა სინერგია ხელისუფლების, ჯანდაცვის მენეჯერების, მედიკოსების და საქართველოს შეგნებული მოქალაქეების. პირადად პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობამ ოპტიმალური ოპერატიულობით მიიღეს აუცილებელი ზომები, დაწყებული ფრენების შეზღუდვით, დასრულებული კარანტინის ყველა აუცილებელი ეტაპით. ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ხათუნა ზახაშვილი, ფასდაუდებელი პროფესიონალიზმით იკვლევდნენ და იკვლევენ თითოეულ შემთხვევას, თავისი კლასტერებით და კონტაქტებით და ანგარიშს გვაბარებენ სრული პასუხისმგებლობით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაუმსახურებელი საყვედურების და მასობრივ ტესტირებაზე არაადეკვატური შენიშვნების ფონზე. მოხდა სინერგია ისეთ მედიკოსებთან, როგორებიც არიან თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ლევან რატიანი, მარინა ენდელაძე და ყველა მათ გვერდით მდგომი ექიმი, მედდა და სანიტარი, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად და იბრძვიან დიდი წარმატებით, მიუხედავად ასევე დაუმსახურებელი საყვედურებისა მათი მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც სხვა ადამიანების სიცოცხლეზე მეტად, დრამატული განცდა აქვთ დღემდე, როგორ დაუშალეს მაგალითად მანქანაში ოჯახის წევრების გვერდით დაჯდომა. ეს იყო მათთვის ტრაგედია, როცა სხვა ქვეყნებში ასები და ზოგან ათასები იღუპებოდნენ და იღუპებიან დღემდე ყოვედღიურად. თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი მოქალაქეების რიცხვი არ არის კრიტიკული. მეტნი ვართ ისეთები, ვინც კარგად გააცნობიერა არსებული საფრთხე და სრული შეგნებით აღიქვა კრიზისი. ასეთებს კარგად ესმით, რომ თითოეული ღონისძიება სწორედ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იყო გატარებული და შედეგიც სახეზეა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ლუგარის ლაბორატორიის როლი, რომლის თანამშრომლები თებერვლიდან დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სწორედ მათმა თავდადებამ მისცა მედიცინის პროფესიონალებს კრიზისის ასე ეფექტურად მართვის საშუალება.

კოვიდით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელებას ესაჭიროება ხანგრძლივი დრო, რაც დაავადებულთა სწრაფი მატების შემთხვევაში კრიტიკულად ტვირთავს სამედიცინო სისტემას, სწორედ ამ პრობლემას გადაგვარჩინა პროფესიონალურმა მენეჯმენტმა ყველა რგოლში და ამ რგოლების სწორმა ურთიერთქმედებამ.
არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ კოვიდ 19-თან აგებს შეუპოვრობა, თავის მოტყუება, არაკვალიფიციური მიდგომა. ამ დაავადებას სწორად მხოლოდ მისი არსებობის აღიარებით, გონიერებით და კვალიფიციური მიდგომით შეიძლება აჯობო. იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

Პანდემიის გამო დავკარგეთ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე, გაგვიუარესდა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, თუმცა სხვებზე სწრაფად ვუბრუნდებით ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმს.

Მსოფლიო რესტარტის რეჟიმშია. პანდემიამ სხვა შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. Სასტარტო პირობები მკვეთრად შეცვლილია. თუ ქვეყნის მართვა გაგრძელდება იმ უნარებით, როგორც ეს ხდებოდა კრიზისის რეჟიმში, საქართველოს ახლა ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, გახდეს შემდგარი ქვეყანა რეალიზებული ადამიანებით“, - წერს ჟურნალისტი ეკა ბერიძე.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

არჩილ ბერიანიძე

15 ივლისი 2020, 00:50

სამართალი

ბრალდებულთა ადვოკატებს შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის გადაცემული დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია.

მაია ქარდავა

15 ივლისი 2020, 00:46

საზოგადოება

მაია ქარდავა იმედოვნებს, რომ წითელი ჯვარი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას მალე შეძლებს

„შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, - განაცხადა ქარდავამ.

ამირან სალუქვაძე

15 ივლისი 2020, 00:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?

„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი? - აღნიშნა სალუქვაძემ.

გია გაბრიჭიძე

15 ივლისი 2020, 00:33

საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: ბოროტ ძალას სურს, საქართველოში დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას

ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჟურნალისტმა, გია გაბრიჭიძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს - რევანშზე

„კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავისი სექტისადმი. მან პირდაპირ განუცხადა, - არ დაიღალოთ, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ქვეყანაში. მისი მიმართვა და მოწოდება იყო, რომ ყოველ დღე შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია გამოიწვიონ და ამისთვის არ დაიღალონ. ეს მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს“.

დავით ნარმანია

15 ივლისი 2020, 00:17

ეკონომიკა

დავით ნარმანიას თქმით, ხვალ პარლამენტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენენ

„საკმაოდ ცხარე დებატები და კამათი მოჰყვა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდით ცალკეული ნაწილების დაზუსტებაზე. კერძოდ, სხვა გარემოებებს, რომელიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო წარმოდგენილი ამოვიღებთ და ამით ჩანაწერები გახდება კიდევ უფრო მკაფიო, ხოლო კანონის მოქმედება ჩვენი შეთანხმების მიხედვით არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ეს არის რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ. შესაბამისად ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტებული და კორექტირებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი შემდგომი განხილვისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი კანონში ცვლილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნიკოლოზ მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:15

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს

ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

15 ივლისი 2020, 00:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს

„ამას რამდენიმე მიზეზი და რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური იმპოტენციის გადაფარვას ცდილობს. ახალი ტყუილი ამბების შექმნით, ვინაიდან (სურთ) მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი ცდილობენ ხშირ შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, რა საკვირველია, მათი ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, იმდენად რამდენადაც შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს და, ბუნებრივია, რა არ არსებობს, იმას ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:06

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 ივლისი 2020, 23:51

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სომხეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი არ შეიძლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:41

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ტელევიზიას საქმის პოლიტიზება არ გამოუვიდათ, ახლა ისტერიკა სჭირთ

„გამოძიებასთან არავინ არ თანამშრომლობს. ე.წ. „ჩაკეტილი წრე“ ამოქმედდა ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ გიორგის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და შემდგომში, ბავშვის განზრახ მკვლელობას. ეს წრე თავიდანვე იყო შემოფარგლული იმით, რომ ინფორმაცია არ გაეცათ, წინ არ წაეყვანათ გამოძიება“.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:37

საზოგადოება

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება

ომბუდსმენის ფუნქცია არაა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩართვა. თუმცა, როდესაც მხარე მას ამ თხოვნით მიმართავს და პროკურატურაც არაა წინააღმდეგი, სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:35

პოლიტიკა

სოზარ სუბარის აზრით, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების დაძაბვაა

„მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან ტანა თქვან: „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, - აღნიშნა სუბარმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლის მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:22

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ზოგიერთი არხის მხრიდან ამორალური და უზნეო დამოკიდებულების მიუხედავად საქმის ობიექტურად გაშუქებას მივაღწიეთ

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.