imedi /  05 ივნისი 2020, 20:50 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე: ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე ნებართვის გაცემა.

„ჯერჯერობით არც ერთი მტკიცებულებებზე დამყარებული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც განმარტავდა, რა შეიძლება მოყვეს კონდიციონერის გამოყენებას, გარდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური ანგარიშისა, არ არსებობს. თავის მხრივ, ამერიკელები ეყრდნობიან ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, რომელმაც აღწერა ერთი დიდი ეპიდაფეთქება რესტორანში. მას შემდეგ რაც იმ რესტორანში ყველა ფაქტორები გამოირიცხა, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რესტორანში მყოფი პრაქტიკულად ყველა ადამიანის დაავადებას კონდიციონერმა შეუწყო ხელი. მიმდინარეობს კვლევები, რამდენად შესაძლებელია, რომ ვირუსის წვეთი კონდიცირებამ გაავრცელოს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში. მე რომ ახლა თავისუფალი ექსპერტი ვიყო, ძალიან ბევრ რაღაცას ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს შემდეგ ჩემი პასუხისმგებლობა აღარ იქნებოდა. ჩვენ როდესაც ხელისუფლებას რაღაცას ვურჩევთ, შემდეგ პასუხისმგებლობა გვეკისრება იმაზე, რაც მოხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეკომენდაცია უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებას. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როცა პასუხისმგებლობა არ გაქვს. სხვათა შორის, ეს არ ეხება კონდიცირების ყველა სისტემას, მათ შორის სახლში რომ გვაქვს კონდიციონერი. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებულ კონდიციონერებზე, რომლებიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებენ“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თეა გოდოლაძე

12 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე: გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვირის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში, მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ თეა გოდოლაძემ თქვა.

რონალდინიო

12 ივლისი 2020, 11:15

მსოფლიო

რონალდინიო შინაპატიმრობაში დარჩება

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება. რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტებით შესვლის მცდელობისთვის 7 მარტს დააპატიმრეს.

12 ივლისი 2020, 11:14

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

12 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

„იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც „იუვენტუსმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და დუვან საპატას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

12 ივლისი 2020, 10:53

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყო. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნიღბით საჯაროდ პირველად გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

12 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, მოსახლეობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბოიკო ბორისოვი

12 ივლისი 2020, 10:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა. საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა. რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

12 ივლისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.

12 ივლისი 2020, 09:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

​​​​​​​ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 016 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 211 981 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 344 ადამიანი, 193 217-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.

მიხეილ ჩხენკელი

12 ივლისი 2020, 09:35

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.

იშაკ მოსტეფუი

12 ივლისი 2020, 09:29

მსოფლიო

სირიის ციხეში ISIS-ის ბრიტანელი მხარდამჭერი პირველად გარდაიცვალა

​​​​​​​ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გასულ წელს ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაქაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ის ISIS-ის პირველი ბრიტანელი მხარდამჭერია, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების პატიმრობაში გარდაიცვალა.

12 ივლისი 2020, 09:15

რეგიონი

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

12 ივლისი 2020, 09:08

მსოფლიო

4-თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში Walt Disney World-ის გასართობი პარკი გაიხსნა

​​​​​​​მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა ცენტრმა, Walt Disney World-მა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობი პარკი გახსნა. ვიზიტორებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა.

ამიტაბ ბაჩანი

12 ივლისი 2020, 08:51

COVID19

ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა

​​​​​​​ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

12 ივლისი 2020, 08:35

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

12 ივლისი 2020, 08:19

მსოფლიო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

​​​​​​​ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

12 ივლისი 2020, 08:04

COVID19

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ტვინსაც აზიანებს

​​​​​​​კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმელები, არამედ, თავის ტვინიც - იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა სახის ნევროლოგიური დაზიანებების გამოწვევა შეუძლია ვირუსს.