IMEDI /  05 ივნისი 2020, 23:04 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში პლაქვენილი ისევ დააბრუნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ის სპეციალურ განცადებას Facebook-ზე ავრცელებს:

„როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისსგამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.

რამდენადაც საქართველო მონაწილობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.

ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზედა ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.

პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი(პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის(პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.

პარარელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.

აშშ პრეზიდენტი ბ-ნი Trump, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.

მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“.

იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ პლაქვენილი ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ არა.

აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 10:37

სამართალი

პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.

ჩვილი შობადობის კოეფიციენტი

15 ივლისი 2020, 10:35

ტექნოლოგიები

კვლევა: საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა პიკს დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

სოსო ფხაკაძე

15 ივლისი 2020, 10:32

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

გიგა მანდარია

15 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

აგვისტოდან თერჯოლაში მცხოვრები 500-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომაარგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 10:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კობახიძეზე: მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი და მენეჯერი სწორად გაუძღვეს

ირაკლი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი, თუკი ვინმე შეიძლება იყოს კვალიფიციური ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. „მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი, როგორც მენეჯერი გაუძღვეს სწორად და კიდევ ერთი დამატებითი რგოლია ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წარმატებაში, რომელსაც თქვენ 31 ოქტომბერს აუცილებლად ნახავთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩეხეთი მატარებლები

15 ივლისი 2020, 10:15

მსოფლიო

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში, ქალაქ ჩესკი-ბროდის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამგზავრო მატარებლის მემანქანე. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე შეჯახების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

15 ივლისი 2020, 10:07

რეგიონი

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ღვთისმშობლის კვართი, დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.საზეიმო მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან მშენებარე ტაძრამდე გაიმართა რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

15 ივლისი 2020, 09:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

15 ივლისი 2020, 09:29

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მივიდა. ის ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და საზეიმო წირვას დაესწრება. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე წუთში სასახლის ეზოდან ღვთისმშობლის წმინდა კვართს გამოაბრძანებენ და მრევლთან ერთად საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

დავით ზალკალიანი

15 ივლისი 2020, 09:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით

ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა. დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ევროკომისიაში, ასევე, შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობდა. „ევროკავშირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი და კორონავირუსის დროს გაიღო ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ევროკავშირი საკმაოდ პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომელიც ჩვენს საფინანასო სექტორში მიმდინარეობს. სრული მზაობაა, რომ ეს ფინანსური მხარდაჭერა იყოს მდგრადი და თანმიმდევრული“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

15 ივლისი 2020, 09:00

მსოფლიო

უცხოელ სტუდენტებს სწავლების დისტანციური რეჟიმის გამო აშშ-ში დარჩენა აღარ აეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს გეგმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება შეუზღუდოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

15 ივლისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

Google-ი მომხმარებლების თვალთვალში დაადანაშაულეს

კომპანია Boies Schiller Flexner-ი კორპორაცია Google Alphabet Inc-ს სასამართლოში უჩივის და მომხმარებლების თვალთვალში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. კომპანიის ინფორმაციით, Google-ი უკანონოდ აგროვებს მომხმარებლებზე ინფორმაციას მაშინ, როცა მათ ანგარიშის ფუნქცია გათიშული აქვთ. Boies Schiller Flexner-ი კორპორაციას მოსმენების შესახებ კალიფორნიის შტატის ფედერალური კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, კორპორაცია უკანონოდ აგროვებს ინფორმაციას ახალი ამბებისა და რეკლამის სფეროში. კომპანიაში აცხადებენ, რომ თვალთვალისთვის Google-ი იყენებს პროგრამა Firebase-ს. ეს პროგრამა უჩინარ ჩანართშია ჩაშენებული. პროგრამით ხდება მონაცემის შენახვა, ინფორმაციის გადაგზავნა და ასევე სისტემაში ხარვეზების კონტროლი.

15 ივლისი 2020, 08:36

COVID19

კორონავირუსი: ვითარება საქართველოს კლინიკებში

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კოვიდცენტრიდან თორმეტი პაციენტის ანალიზებია გადაგზავნილი და პასუხი დღეისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ავადმყოფი მკურნალობს. აქედან ორი ტრაილერის მძღოლია. ერთ პაციენტს პნევმონია აქვს, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

15 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ. გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. საბჭოში სულ 6 კანდიდატს უნდა მოუსმინონ. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს. შერჩეულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

15 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

მედია: აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი. მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება

15 ივლისი 2020, 08:10

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

​​​​​​​შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

15 ივლისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. სარეპატრიაციო რეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება. ფრენას ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.