imedi /  06 ივნისი 2020, 11:06 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსის 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინა კორონავირუსი

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 550 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 26 514 ადამიანს დაუდგინდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 777-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 11 812 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2020, 19:40

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

16 ივლისი 2020, 19:30

საზოგადოება

გიორგი გაჩეჩილაძე დენდროლოგიურ პარკზე: ეს არის უნიკალური და იშვიათი ობიექტი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმეა

„პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის წინააღმდეგ, იმ ხეების გადმოტანის წინააღმდეგი კი არ იყო, არამედ არ უნდოდათ, რომ საქართველოში ასეთი უნიკალური პროექტი შექმნილიყო. ბოტანიკური ბაღები, ასეთი სპეციფიკური საქართველოში სულ ექვსია და ყველა ბიძინა ივანიშვილის მიერაა რეაბილიტირებული“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

16 ივლისი 2020, 19:29

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში დიდ კორონავირუსით 641 ადამიანი დაინფიცირდა, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 292 552 ადამიანი დაავადდა, 45 119 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დიმიტრი პესკოვი

16 ივლისი 2020, 19:20

COVID19

დიმიტრი პესკოვი: რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობებთან კავშირი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოფიციალური ლონდონის ბრალდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ.

დასეტყვილი ვენახი კახეთში

16 ივლისი 2020, 19:04

რეგიონი

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე უახლოეს პერიოდში მთავრობა იმსჯელებს

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფორმაზე უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა იმსჯელებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას კონკრეტულ ინფორმაციას ადგილზე შეაჯამებს და გაუგზავნის.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:54

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება წინა პერიოდებისგან

დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც არსებობდა, თუნდაც 5 წლის წინ, ან თუნდაც შარშან და ეს განსხვავება რამდენიმე არსებით მომენტში გამოიხატება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

16 ივლისი 2020, 18:51

ეკონომიკა

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80,883,700 ლარი გასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

ვაგიფ დარგიახლი

16 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთი გააფრთხილეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიში შეუძლიათ მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

16 ივლისი 2020, 18:44

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგა

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგა. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის მტკიცებულებები, რომელიც საქმის მიმდინარეობისას გამოიკვლიეს. ასევე, ცნობის სახით წარმოადგინეს გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ტელეფონის ამონაწერის ოქმი, რომლის შემთხვევის ადგილზე ყოფნასაც დაცვის მხარე სადაოდ ხდიდა.

16 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

16 ივლისი 2020, 18:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით მიუღებელია.

უჩა სეთური

16 ივლისი 2020, 18:25

ეკონომიკა

უჩა სეთური: კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ბაზარზე კონკურენციას გაამარტივებს

კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გაამარტივებს კონკურენციას ბაზარზე, - ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. სეთური მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:24

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონსერვაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

ჩვენი სამეზობლო მდგომარეობიდან გამომდინარე და მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსი, ცხადია ნეიტრალური ამ ვითარებისადმი და მოვლენებისადმი ვერ დავრჩებით, მაგრამ ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავხტეთ, გავერიოთ და ჩავერიოთ, ეს პირველ რიგში ნიშნავს ჰუმანიტარულ თანაგრძნობას და მაქსიმალურ ხელშეწყობას რამდენად ჩვენ, უშუალოდ მეზობელს შეგვიძლია რომ ამ კონფლიქტის კონსერვაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

16 ივლისი 2020, 18:23

COVID19

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2020, 18:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება. როგორც ზვიად შალამბერიძემ „მაესტრო რეგიონების“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს. „დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა,

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:19

საზოგადოება

ვიქტორ ყიფიანი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს

რეგიონი არის ძალიან ფეთქებადსაშიში, ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს, დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და რეგიონში კვლავ დაიმკვიდროს შედერებითმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ივლისი 2020, 18:03

მსოფლიო

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერდოღანისთვის 52 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ნათესავებისთვის 359 ათასი თურქული ლირის (52 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.

16 ივლისი 2020, 18:01

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ გამოააშკარავა ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.

16 ივლისი 2020, 17:50

სამართალი

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს „უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცათ

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღე აღინიშნება. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 17:47

საზოგადოება

თამარ გაბუნია კორონავირუსის ორი შემთხვევის წყაროზე: არ გამოვრიცხავთ, რომ მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან

„როგორც ვიცით, ბოლო დროს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმრავლესობა იმპორტირებულია, თუმცა დღეს გვაქვს ორი შემთხვევა, როდესაც წყარო დაუდგენელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას და არ გამორიცხა, რომ აქაც მეორადი კონტაქტია იმპორტირებულ შემთხვევებთან.