imedi /  06 ივნისი 2020, 11:17 / სანდო წყარო

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა

კორონავირუსი სომხეთი

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 547 პაციენტს დაუდასტურდა, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 720.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შარუნას იასიკიავიჩუსი

02 ივლისი 2020, 15:10

სპორტი

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სვეტისლავ პეშიჩი შარუნას იასიკიავიჩუსმა შეცვალა. 44 წლის ლიეტუველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როცა ის „ჟალგირისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. 2016 წელს კი ყოფილი გამთამაშებელი ლიეტუვური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 15:09

სამართალი

ირაკლი კობახიძე: მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც სამართალი მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება „ეს არ არის ერთადერთი და პირველი ფაქტი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც ამას სამართალი მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

მიანმარი მეწყერი ნეფრიტი

02 ივლისი 2020, 15:01

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა, როცა ნეფრიტის შახტთან ასობით ადამიანი დიდი ფირმების მიერ დატოვებული მინერალის ნარჩენებს ეძებდა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 50 დაღუპულის შესახებ

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 14:54

პოლიტიკა

ნათია თურნავა მარკუეინ მალინზე: კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენ გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill“ დაბეჭდილ აშშ-ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას.

პარლამენტი

02 ივლისი 2020, 14:43

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ - ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე.

ალექსანდრ ლუკაშენკო

02 ივლისი 2020, 14:40

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა კორონავირუსი დაამარცხა

„ჩვენმა ჯანდაცვის სისტემას გაუძლო. მაგრამ ბრძოლის გრადუსს დაბლა არ ვწევთ, იმის მიუხედავად, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს.

რატი იონათამიშვილი

02 ივლისი 2020, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით უზრუნველვყოფთ რუსული საფრთხეების განეიტრალებასა და პრევენციას

რუსეთი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციის ინსტრუმენტებს, რაც წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, ესაა ფაქტი და არაერთი საერთაშორისო ანგარიშით დასტურდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ეს საფრთხე და რისკები იზრდება, რადგან რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში არ იყოს სტაბილურობა.

ვენესუელის პარლამენტი

02 ივლისი 2020, 14:39

მსოფლიო

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რიცხვი 167-დან 227-მდე გაიზრდება.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 14:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში გარედან ჩარევის ნებისმიერ მცდელობას აღვკვეთთ

საქართველოს აქვს მჭიდრო ურთიერთობა თავის პარტნიორებთან, რომ ოქტომბრის არჩევნების დროს, გარედან რაიმე სახის ჩარევის მცდელობაც კი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და აღკვეცილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რონამ გოცირიძე

02 ივლისი 2020, 14:32

სამართალი

რომან გოცირიძე მაკა ასათიანის განცხადებაზე: თუ 8 წელი არ დააბრუნეს, მაშინ ამ პროცესში ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე

არ ვარ საქმის კურსში, თუ დასაბრუნებელი იყო და 8 წელი არ დააბრუნეს, მაშინ ამ პროცესში ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

02 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: 500-მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია? არჩევნებია თუ კარანტინი?

500 მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია?, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ Facebook-ში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს არჩევნების ჩატარებაძე სალუქვაძე მისი სიტყვების დასადასტურებლად რუკასაც აქვეყნებს.

02 ივლისი 2020, 14:06

სამართალი

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. შედეგად საქართველომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

02 ივლისი 2020, 13:59

სამართალი

რატი იონათამიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი უნდა იყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება. „როდესაც მომჩივან მხარეს აქვს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა და ამ სამართლიანობის აღდგენა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი და ძალიან კარგი პრაქტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:52

პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი: მიუხედავად არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ყველა შესაძლო მცდელობისა, არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება

საქართველოს საარჩევნო სისტემის წარმატება აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეს არის გარანტია იმისა, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომელიც შეიძლება რუსეთს ან არამეგობრულად განწყობილ სხვა სახელმწიფოებს ჰქონდეთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

02 ივლისი 2020, 13:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს

ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა, ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800 -მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით, გაიზრდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

02 ივლისი 2020, 13:48

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ნუნუ მიცკევიჩი

02 ივლისი 2020, 13:45

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ პირბადის მოხსნის უფლება მხოლოდ მერხებთან ექნებათ

„ვთხოვთ თითოეულ გამოსაცდელ პირს და გამოცდაში მონაწილეს, მიიღონ მხედველობაში, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც უკვე განსაცდელი პირი განთავსდება სამუშაო მაგიდასთან და მას გამოცდის წესიდან გამომდინარე საუბრის საშუალება არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება უფლება მოიხსნას პირბადე“, - განმარტა მიცკევიჩმა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: WizzAir-ი არსად მიდის, ის რჩება საქართველოში და მოემსახურება ქართველ მგზავრებს ხელმისაწვდომ ფასებში

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ WizzAir-ი არსად მიდის. ის რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისეთივე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორიც ადრე იყო. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა. ტექნიკური საკითხია, მას ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინზე თუ ერთი, ან ბუდაპეშტიდან მოემსახურება ხომალდი საქართველოს ფრენებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

02 ივლისი 2020, 13:41

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს

თუ ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია ამიტომ კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.

02 ივლისი 2020, 13:35

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოში პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.