imedi /  06 ივნისი 2020, 23:09 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტი არ ჩამოვა, თუ ორი კვირა კარანტინში გააჩერე

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ წავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ასეთ ზომებს შორის ინფექციონისტმა პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება დაასახელა და ასევე აღნიშნა, რომ და რაც მთავარია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სტრუქტურების მუშაობა.

„ვიცი, სახელმწიფო სტრუქტურები ფიქრობენ, რომ რეგულაციების ოქროს სტანდარტი იპოვონ. ერთი მხრივ, ისეთი რეგულაციები უნდა შემოიღონ, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ტურისტს შემოსვლის სურვილი არ დაუკარგოს, რადგან ძალიან მკაცრი რეგულაციები თუ დაუწესე, არ შემოვა ტურისტი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ რისკის პირველი ეტაპი, რომელიც საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას გულისხმობდა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმტკივნეულოდ გადაიტანა.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა იქნება დიდი გამოცდა აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის.

„მე გამოვყოფდი რისკის სამ ეტაპს: 1. საგანგებო ზომების და შეზღუდვების მოხსნა; 2. შიდა ტურიზმის გახსნა და გათავისუფლება; 3. ყველაზე სახიფათო და სარისკო არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა. პირველი, რისიც გვეშინოდა, ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია. შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება - მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია. როცა დაიწყება საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად“, - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 19:52

COVID19

პაატა იმნაძე: დღეისათვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა

დღეისათვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, უარი განაცხადეს ტესტირებაზე , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

13 ივლისი 2020, 19:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა

2020 წლის 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ელმარ მამედიაროვთან და ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

13 ივლისი 2020, 19:41

სპორტი

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. კეტრინ ლაიონსმა და ლიზა მეისონმა განაცხადეს, რომ წლებია ნაკრების მწვრთნელები მათზე ძალადობდნენ და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელეს.

კობა კობალაძე

13 ივლისი 2020, 19:36

სამართალი

კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი

„ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

13 ივლისი 2020, 19:35

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხურ მხარეს მოვუწოდებ, გონს მოეგოს - რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანი, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

13 ივლისი 2020, 19:33

სამართალი

ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი დღეს მიიღო.

13 ივლისი 2020, 19:22

სპორტი

თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ევროპის საზაფხულო ტრანსფერების ათეულში მეორე ადგილზეა

მასალა ცნობილმა ვებგვერდმა „ევროჰუპსმა“ გაავრცელა და ქართველ კალათბურთელზე წინ მხოლოდ სერბი ნიკოლა მილუტინოვი დააყენეს, რომელიც „ცსკა“-ს „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. შენგელიამ ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წარდგენა აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

13 ივლისი 2020, 19:21

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო

დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება“.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

პაატა იმნაძე: სახლში, სასტუმროში არავითარი პრობლემა არაა ნებისმიერი ტიპის კონდიციონერის გამოყენების

როდესაც სასტუმროს ნომერში ერთი ოჯახია განთავსებული, არავითარი პრობლემა იქ კონდიციონერის ჩართვის არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, სახლში და სასტუმროში ნებისმიერი სახის კონდიციონერის გამოყენება შესაძლებელია.

13 ივლისი 2020, 19:08

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს შორისაა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი, დავით კობალაძე.

სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი 2020, 19:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო,- ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის საელჩო

13 ივლისი 2020, 19:02

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა

„ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 19:01

COVID19

გაერო: კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

გაეროს ანგარიშის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

დავით ნარმანია

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ განმარტა, რა შემთხვევვაში არ მისცემს სემეკი ენერგოკომპანიას წილის 5%-ზე მეტის გასხვისებას

ადრე კომპანიები, როცა თავის წილს ასხვისებდნენ, მხოლოდ შემდეგ აცნობებდნენ კომისიას, ისიც სავალდებულო არ იყო. უბრალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას ხელმძღვანელის შეცვლის ან წილის გასხვისების შესახებ, რომ სემეკ-ს თავის რეესტრის შესაბამისი ასახვა გაეკეთებინა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლაშა დარსალია

13 ივლისი 2020, 18:55

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს პოლიტიკურ ფორუმზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა

2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

13 ივლისი 2020, 18:49

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ისრაელი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაატა იმნაძე განმარტავს, არიან თუ არა კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები

ახალი კორონავირუსი კოღოების მეშვეობით არ გადაეცემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „დაწყნარდით, ესაა წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს... ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:40

COVID19

პაატა იმნაძე: თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ერთეულმა შემთხვევებმა ასეულს მიაღწიოს

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.